TOP

“I wanna marry you”

Image may contain: 1 person, standing, wedding, flower, tree, plant and outdoor

ქორწილამდე

36663474_1147778338697414_6334678639606497280_nჩვენი სიყვარულის ისტორია უკავშირდება ჩვენი მეგობრების სიყვარულის ამბავს. ერთი წლის წინ, 11 ივნისს ჩემი ბიძაშვილის ქორწილი იყო, რომელიც ჩემი ქმრის უახლოეს მეგობარს გაჰყვა ცოლად . ქორწილში სხვადასხვა მაგიდაზე ვისხედით, თუმცა ცეკვის დროს ჩემმა ბიძაშვილმა გაგვაცნო ერთმანეთი და ამის შემდეგ დაიწყო ყველაფერი. დამამატა ფეისბუქზე, მოგვიანებით შევხვდით და ამის მერე ერთად ვართ.

ხელის თხოვნა

ხელი  7 თვის შემდეგ, 21 დეკემბერს მთხოვა. საკმაოდ მოულოდნელი იყო ჩემთვის. სამსახურის მერე გამომიარა, ძალიან მშიოდა და  მაკდონალდსში გავლა გადავწყვიტეთ. ბურგერის მოლოდინში რადიოში  bruno mars-ის სიმღერა – i wanna marry you ჩაირთო, ისე დაემთხვა, რომ ბეჭედი თურმე იმ დღეს ჰქონდა ნაყიდი და გადაწყვიტა იმ წამს ეთხოვა ხელი, როდესაც ბურგერს მივიდთმევდი უკვე. რა თქმა უნდა დავთანხმდი. ასე სპონტანურად მოხდა ყველაფერი. გეგმაში, რა თქმა უნდა, იყო კლასიკურო ხელის თხოვნა ფოიერვერკებითა და ვიოლინოს თანხლებით, თუმცა ვფიქრობ, რომ ეს სპონტანურობა უფრო დასამხსოვრებელი იყო.

მზადება ქორწილისთვის

ქორწილისთვის დაალხოებით 4 თვე ვემზადებიდი. საკმაოდ რთული აღმოჩნდა, ძირითადად დროის არ ქონის გამო. სამსახურში ძალიან დაკავებული ვარ და ძირითადად ყველაფერს ტელეფონით ვაგვარებდი. ძალიან დამეხმარა ქორწილის ორგანიზატორი. ამ დღის ორგანიზება ვანდე dresscode -ს და ძალიან კმაყოფილი ვარ, საოცარი ადამიანები არიან, ქორწილის დღე იყო იდეალური. ცდილობდნენ არ შევეწუხებინე დეტალებით, გაფორმებაც საოცრება იყო, მინდა თქვენი საშუალებით კიდევ ერთხელ გადავუხადო მადლობა.

კაბა

კაბაც  dresscode -ს მივანდე. მოლოდინი სრულად გამართლდა, თვითონაც კმაყოფილები იყვნენ. არ მინდოდა ტიპიური საქორწილო კაბა, გაშლილი, გრძელი და ა.შ. არ მიყვარს როდესაც ჩემი მსგავსი აქვს სხვას. ადგილიდან და ქორწილიდან გამომდინარეც არ მოუხდებოდა მსგავსი კაბა. ამიტომ იყო განსხვავებული, თუმცა ყველას ძალიან მოეწონა. მთავრია, ჩემს სტილში ჯდებოდა.

Image may contain: 2 people, including Mariam Kurdiani, people smiling, people standing, wedding and outdoor

თმა და მაკიაჟი

რა თქმა თმა სა მაკიაჟიც განსხვავებული მქონდა. არ მინდოდა სადა. იყო მუქი, თუმცა არა გამომწვევი. თმაც ძალიან მომეწონა. ჩემს გარეგნობაზე ზრუნვა მივანდე თეკო შენკენიშვილს და გიორგი ელიაძეს. ნამდვილი პროფესიონალები არიან, ყველაფერი  ისე იყო, როგორც მე წარმომედგინა. დიდი მადლობა მათ ამისათვის.

ლოკაცია

ჯვრისწერა მქონდა 20 მაისს, ქორწილამდე ორი კვირით ადრე. განსაკუთრებულად არ მოვმზადებულვართ. ჯვარი დავიწერეთ ჩემს მამაოსთან, შალვა კეკლიასთან, ვაკეში, წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ტაძარში. ძალიან ამაღელვებელი იყო. ქორწილი მინდოდა ქალაქგარეთ, ამიტომ შევარჩიეთ ჩემი საყვარელი ადგილი – ლოპოტა. იქ ისედაც ყველაფერი ძალიან ლამაზია, მყუდრო და სასიამოვნო გარემო. ხელი მოვაწერეთ პირსზე, რომელიც გაფორმებული იყო ყვავილებით, დეკორებით, უკრავდა საქსაფონი. ქორწილის ფერები იყო ლავანდისფერი, ოქროსფერი და რძისფერი. სიმწვანეს ეს ფერები და დეკორაციები ძალიან მოუხდა. გალა ვახშამიც ლოპოტას რესტორანში გვქონდა.

ფოტოგრაფი და ფოტოსესია

ფოტოგრაფი იყო ლევან ქართველიშვილი, ვიდეო- ოპერატორი კი ზაზა შუკვანი. საოცარი ფოტოები გადავიღეთ ლოპოტას ტერიტორიაზე. ძლაიან ლამაზი ადგილია, ვიდეოც კარგი გამოვიდა.

ქორწილი

სამწუხაროდ ამინდი არ დაგვემთხვა მზიანი, ამიტო რესტორანში მოგვიწია მაგიდების დადგმა, გარე სივრცის მაგივრად. რა თქმა უნდა, ვინერვიულე, თუმცა იმდენად კარგად ჩაიარა ქორწილმა, რომ ამაზე აღარც გვიფიქრია. გაფორმება რესტორანშიც და მის მიმდებარედ იყო საოცრება, გვყავდა goofy land-ი და დიჯეი მიშა ღვინეფრაძე, რომლებმაც დაუვიწყარი საღამო გვაჩუქეს. ყველა სტუმარი კმაყოფილი იყო. ქორწილში მხოლოდ ჩვენი მეგობრები იყვნენ, 70 კაცი დაახლიებით და მშობლები. ყველა ძალიან კმაყოფილი დარჩა.

საქორწინო მოგზაურობა

თაფლობისთვე, სამწუხაროდ, ჯერ არ გვქონია. აგვისტოში ვგეგმავთ. ჩემი მეუღლე ქალაქიდან ვერ გადის საქმეების გამო. თუმცა ვგეგმავთ ევროპის რომელიმე სანაპიროზე ან კუნძულზე გამგზავრებას.

რჩევა მომავალ პატარძლებს

მომავალ პატარძლებს ვურჩევ, რომ აუცილებლად აიყვანონ ორგანიზატორი, რადგან ძალიან ბევრი დეტალია, რაც შესაძლოა გამორჩეთ ქორწილის ორგანიზებისას.

Image may contain: 2 people, wedding and indoorImage may contain: 2 people, wedding and indoorImage may contain: 5 people, including Mariam Kurdiani, people standing, wedding and outdoor

Image may contain: 2 people, people smiling, people standing, wedding and outdoor

Image may contain: 10 people, people smiling, people standing, wedding and outdoor

Image may contain: 2 people, including Mariam Kurdiani, people smiling, people standing, wedding, outdoor and nature

Image may contain: 3 people, including Mariam Kurdiani, people smiling, people standing, wedding and outdoor

Image may contain: 2 people, including Mariam Kurdiani, people smiling, people standing, wedding, shoes and outdoor

Image may contain: 3 people, people standing, wedding and outdoor

Image may contain: 8 people, including Mariam Kurdiani, people smiling, people standing, wedding, suit and outdoor

Image may contain: 2 people, including Mariam Kurdiani, people smiling, people standing, wedding and outdoor

Image may contain: 2 people, including Mariam Kurdiani, people smiling, people standing, wedding and outdoor

Image may contain: 2 people, including Mariam Kurdiani, people smiling, wedding and outdoor

Image may contain: night, outdoor and water

კომენტარები