TOP

ხელის მოწერის ცერემონია

ღია ცის ქვეშ

ვედინგსთორი გთავაზობთ ხელის მოწერის ცერემონიის ორგანიზებას “ლისი გრინსის” ბაღში

ლოკაცია

“ლისი გრინსი” 

  • მწვანეში ჩაფლული, უნიკალური მცენარეების ბაღი
  • 100 ზე მეტი უნიკალური მცენარე
  • მოსახერხებელი ადგილმდებარეობა და პარკინგი (ლისის ტბის პირველივე პარკინგი)

გალერეა

მომსახურების საფასური

1000 ₾

დიზაინერის მომსახურება

ბაღის, სკამების, მაგიდის, თაღის და საფოტოსესიო სტენდების გაფორმება.

ფოტოსესიის აქსესუარები

ფოტოსესიისთვის მოწყობილი სპეციალური ფოტო-ზონები და ხელნაკეთი აქსესუარები

მუსიკალური გახმოვანება

ცერემონიის მუსიკალური გაფორმება, ხმის გამაძლიერებელი და მიკროფონი.

დამატებითი მომსახურება

ტკბილეულის სუფრა, მინი ფურშეტი გათვლილი 30 ადამიანზე.

+ 500 ‎₾ (1500 ₾)

კითხვები / პასუხები

რას მოიცავს თქვენი მომსახურება?

დიზაინერის მიერ ტერიტორიის სრული გაფორმება:

საქორწილო თაღი, მაგიდა, 30 სკამი, ფოტოზონები და რეკვიზიტები ფოტოსესიისთვის, მუსიკლური ფონი და მიკროფონი.

რამდენი ხნით გვეთმობა ტერიტორია?

ტერიტორია დახურული იქნება მხოლოდ თქვენთვის ერთი საათით.

რამდენ ადამიანზეა ცერემონია გათვლილი?

ცერემონიის დროს სკამების რაოდენობა არის 30. ბაღი იტევს 70-100 კაცამდე.

ოფიციალურია თუ არა ცერემონია?

ცერემონია არ არის ოფიციალური, რადგან ჩვენ არ გვაქვს უფლება ნოტარიულად დავამოწმოთ ქორწინება. თუ გნებავთ ოფიციალური წარმომადგენელი, ამისათვის წინასწარ უნდა შეიტანნოთ განაცხადი იუსტიციის სახლში და მიუთითოთ ჩვენი ლოკაცია.

გყავთ თუ არა ცერემონიის წამყვანი ?

ოფიციალური ცერმონიის დროს, წამყვანი არის იუსტიციის წარმომადგენელი, რათა იურიდიულად დაამოწმოს ქორწინება.
არაოფიციალური ცერემონიის დროს, წყვილები თავიანთი სამეგობრო წრიდან ირჩევენ ერთ ადამიანს, რომელსაც ჩვენ გავუგზავნით ტექსტს და ეს ადამიანი წაუძღვება ცერემონიას.
ჩვენი გამოცდილებით ასეთი ტიპის ცერემონიები უფრო სახალისო, უფრო თავისუფალი და უფრო დასამახსოვრებელია.

შესაძლებელია დიზაინის შეცვლა?

ჩვენი დიზაინი სეზონურად იცვლება და რასაც ფოტოზე ხედავთ დაგხვდებათ ზუსტად ის. სამწუხაროდ დიდი ცვლილებების შეტანა ვერ ხორციელდება, თუმცა თუ რაიმე ტიპის თხოვნა გექნებათ აუცილებლად გაგვიზიარეთ და შევეცდებით ყველანაირად მოვარგოთ ჩვენს დიზაინს.

რა დამატებითი სერვისი გაქვთ?

ტკბილეულის სუფრა, იგივე მინი ფურშეტი, რომლის ღირებულებაც დამატებით 500 ლარია. რაშიც შედის: 5 ბოთლი შამპანური, ნატურალური წვენები, 4-5 დასახელების ტკბილეული. ეს ყველაფერი კი გაწყობილია მინის ჭიქებით და სპეციალური გაფორმებით.

რამდენი ხნით ადრე შემიძლია ცერემონიის დაჯავშნა?

ცერემონიის დაჯავშნა შეგიძლიათ მაქსიმუმ 3 თვით ადრე.

რა დროები შემიძლია ავარჩიო ცერემონიისთვის?

13:00, 15:00, 17:00

რა უნდა გავითვალისწინოთ დაჯავშნისას?

თანხის ჩარიცხვისას, დანიშნულებაში აუცილებლად უნდა მიუთითოთ: ქორწილის თარიღი, საათი და საკონტაქტო ნომერი.

გაქვთ თუ არა პარკინგი ?

დიახ !
მანქანები შეგიძლიათ გააჩეროთ ბაღის შესასვლელთან.

კონტაქტი