დაუსრულებელი სიყვარულის ისტორია
ქორწილამდე
ჩემი მეგობრის დაბადების დღეზე გავიცანით ერთმანეთი, რომელიც ნიკას ნათესავია. რატომღაც იმ საღამოს ყურადღება ნიკასთვის არ მიმიქცევია, მაგრამ გარკვეუწილად ნიკა დაინტერესებულა თურმე ჩემით. სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, ალბათ უფრო სამწუხაროდ, რადგან ერთად ყოფნის ერთი წელი დაგვაკლდა ამითი, 1 წელი ისე გავიდა არ გვქონია ურთიერთობა, მეტიც, ქუჩაში რამდენჯერმე შევხვედრილვართ ერთმანეთს და არც კი ვესალმებოდი, რა თქმა უნდა, ცოტათი ბრაზდებოდა. გავიდა გაცნობიდან 1 წელი და ისევ შევხვდით ერთმანეთს საერთო მეგობრების გარემოცვაში. რატომღაც ნიკას ძალიან სერიოზულ და თავის ასაკთან შედარებით ცოტათი უფროსად აღვიქვამდი და ისე ველაპარაკებოდი, როგორც ჩემზე საკმაოდ უფროს ადამიანს . დიდი მორიდებით მოვიკითხე და წავედი თან სახლში. ზუსტად მაშინ უფრო დაინტერესებულა ჩემით ვიდრე 1 წლის უკან. მომწერა, მომიკითხა და გარკვევა უნდოდა ჩემი ცოტა ადრე წასვლის მიზეზის. მართალია, გამიკვირდა ეს მოკითხვა, მაგრამ რატომღაც შედგა ჩვენი საუბარი და თან იმდენად კარგად შედგა, რომ დღეს უკვე ცოლ-ქმარი გვქვია. დავიწყეთ გაცნობითი ხასიათის ურთიერთობა , თავისი პროფესიიდან გამომდინარე იშვიათად ვნახულობდით ერთმანეთს, თუმცა ამ ყველაფერს ურთიერთობაში ხელი არ შეუშლია. ამ ყველაფრის ფონზე დავიწყეთ ძალიან თბილი, მონატრებითა და დაუსრულებელი სიყვარულით სავსე ურთიერთობა. ხშირად მიწევდა მის გარეშე ყოფნა, თუმცა ეს ყველაფერი უფრო აძლიერებდა სიყვარულს. მისი ყოველი ჩამოსვლა ახალი სიყვარულის დასაწყის გავდა.
ხელის თხოვნა
ეს იყო უსაზღვო ემოციებით სავსე დღე. 2018 წლის 28 თებერვალს რადიკალურად შეიცვალა ჩვენს ურთიერთობაში ბევრი რამ. როგორც ადრე, ამ დღესაც იდეაში სასეირნოდ უნდა წავსულიყავით, თუმცა თვალებახვეული ამიყვანა იმ იახტაზე, რომელზეც ძალიან თბილი და ლამაზი გარემო დამხვდა. ყველას უფიქრია და მეც მათ შორის, თუ როგორ შეძლებდა საყვარელი ადამიანი ხელის თხოვნას ჩემთვის, მინდა ვთქვა, რომ რეალობამ წარმოსახვას აჯობა. ძალიან დიდი სიყვარული ვიგრძენი და თვალების ახელის შემდეგ კითხვაზე ,,გამომყვები ცოლად?“ , რა თქმა უნდა, ვუპასუხე ,,კი“. ყველაფერი მოულოდნელი იყო ჩემთვის, ჩვენთის ახლო ადამიანებიც ამ დღეს ჩვენთან ერთად იყვნენ, ჩვენ ცხოვრებაში ერთ-ერთი საუკეთესო და დაუვიწყარი დღე იყო. 16 მარტს კი ჩემ დაბადების დღეზე ტრადიციულად გქვონდა ნიშნობა, რომელიც თითქმის ქორწილს ჰგავდა, იმდენად მაშტაბური გამოგვივიდა თავისი თითოეული დეტალის გათვალისწინებით. გვქონდა ჩვეულებისამებ მომზადებული ცეკვა, სიმღერა. ასევე გვქონდა ულამაზესი ტორტის გაჭრის ცერემონია და რა თქმა უნდა, ნიშნობის მთავარი რიტუალი -ოჯახის წევრებისგან საჩუქრების მიღება.
ქორწილის სამზადისი
ქორწილის სამზადისი საკმაოდ დამღლელი პროცესია, თუმცა ეს ყველაფერი იმდენად სასიამოვნოა, შეიძლება ითქვას, რომ ვერც კი ვგრძნობდით. ქორწილამდე 2-3 თვით ადრე დავიწყეთ მზადება, თითოეულ დეტალს ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევდით და გვინდოდა ყველაფერი განსხვავებული და გამორჩეული ყოფილიყო. ოჯახის ყველა წევრი აქტიურად იყო ჩართული და გვეხმარებოდნენ, იმისათვის რომ ეს დღე დაუვიწყარი და სასიამოვნო გამოსულიყო. შეიძლება ითქვას, რომ დრო საკმარისი აღმოჩნა მომზადებისთვის, ის რაც გვქონდა გეგმაში და გვინდოდა ჩვენ ქორწილში ყოფილიყო ყველაფრის გაკეთება მოვახერხერთ და შედეგად იმაზე ბევრად უკეთესი გამოვიდა ვიდრე ველოდით.
კაბა
ცოტათი გამიჭირდა საპატარძლო კაბის არჩევა, რადგან ორი სხვადასხვა მოდელის არჩევის წინაში ვიყავი, თუმცა ბოლოს მაინც ის ვამჯობინე, რომელიც ყველაზე მეტად შეეფერება დედოფალს.ბევრი არ მიფიქრია იმაზე, თუ ვინ შემიკერავდა კაბას, ჩემი კაბის შეკერვა მივანდე ,,მარიონელა’’-ს და შედეგი ისეთი იყო როგორსაც მოველოდი. საოკმაოდ გაშლილი კაბა იყო, ასევე სულ მინდოდა ჩემ საპატარძლო კაბას ჰქონოდა გრძელი შლეიფი და ავიხდინე ეს ოცნებაც, ფატაც კი გრძელი მქონდა. ბოლოს კი ჩემ პრინცესულ კაბას მოვუხდინე გვირგვინიც და შედეგად ვიყავი ისეთი დედოფალი, როგორიც ბავშვობაში წარმომედგინა. ხოლო ფეხსაცმელი ,,mach and mach’’-ის ულამაზესი ნამუშევარი იყო. საღამოთი უკვე გამოვიცვალე, მეორე კაბაც მარიონელას ეკუთვნოდა, რომელიც მოკლე, პრაქტიკული და ძალიან ნაზი იყო.
თმა და და მაკიაჟი
თმაზე იზრუნა სალონ ,,in Style’’-ის სტილისტმა, ირმა მაისურაძემ, რომელმაც ზუსტად ისე გამიკეთე როგორც მსურდა და ქორწილის დასრულებამდე შემინარჩუნდა ძალიან კარგად. მაკიაჟზე ბევრი არ მიფიქრია, რადგან ვინც მყავდა, ზუსტად ვიცოდი იმას გააკეთებდა რაც მე მინდოდა. ვიზაჟისტმა ხატია ბერიძემ იზრუნა ჩემ მაკიაჟზე და მინდა ვთქვა, რომ ძალიან კარგად იცის რა სურთ პატარძლებს.
ლოკაცია
ქორწილის დილის სამზადისი დაიწყო სასტუმრო ,,hilton’’-ში, გადავწყვიტე მაკიაჟიც სასტუმროს ნომერში გამეკეთებინა, ჩემმა პრინცმაც აქ მომაკითხა, შემდგომ გადავინაცვლეთ ხელის მოწერის ლოკაციაზე, სასტუმრო ოაზისის ულამაზეს გარემოში, რომელიც დიზაინერ გოგონა ხალვაშის წყალობით ზღაპრული გაფორმებით დაგხვდა, ჩვენი ხელის მოწერის ცერემონიას კი მუსიკალურად ვიოლინოს ჰანგები ალამაზებდა, ამავე გარემოში გქვონდა ფოტოსესიაც, ძალიან ლამაზი ბუნებისა და ზღვის ფონტე. ხელის მოწერის შემდეგი ლოკაცია იყო ახალშენის ფერისცვალების ეკლესია, სადაც გვქონდა ჯვრისწერა და ეკლესიის ულამაზეს ეზოში ასევე ფოტოსესიაც. ბოლო ფოტოსესიის ადგილი კი იყო ბათუმის იპოდრომი. ეს იყო ნამდვილად სასწაული გარემო იმისათვის, რომ განსხვავებული კადრი დაფიქსირებულიყო. ძალიან მოუხდა ნეფე-დედოფლობას ორი ულამაზესი ცხენი, თითქოს ზღაპრული კადრები გაცოცხლდა. ბოლოს უკვე გადავინაცვლეთ საქორწილო დარბაზ ,,ერა’’-ში, სადაც შედგა დაუვიწყარი ქორწილი და ჩვენ ცხოვრებაში 9 სექტემბერი ჩაინიშნა როგორც ჩვენი ქორწილის თარიღად.
ფოტოგრაფი და ფოტოსესია
ყველაზე მნიშვნელოვანია ქორწილში თუ ვინ იქნება ფოტოგრაფი და ვიდეოგრაფი, რადგაც ქორწილის შემდეგ მოგონებებს სწორედ სურათები და ვიდეო აცოცხლებს. ბევრი არ გვიფიქრია, თუ ვინ იქნებოდა ჩვენ ქორწილში ფოტოგრაფი, უნიჭიერესი ლევან ნავი და ხოლო ვიდეოგრაფი არჩილ ელაშვილი. თავიანი საქმის ნამდვილი პროფესიონალები არიან, დაუღალავად მუშაობდნენ და ცდილობდნენ არცერთი დეტალი არ გამოეტოვებინათ.
ტორტი
ჩვენი ქორწილის ტორტი იყო რაღაც საოცრება, ულამაზესი და გრანდიოზული. ზუსტად ის იყო რაც მინდოდა და ეს საოცარი ქმნილება შექმნა ნესტან თურმანიძემ, რომელზეც თამამად ვიტყვი რომ ოქროს ხელები აქვს. ქროწილის მსვლელობის პროცესში ფეირვერკის ფონზე შემოიტანეს, რომელმაც ძალიან დიდი აღტაცება და მოწონება დაიმსახურე, გემოთი კიდე სასწაული იყო.
ბენდი
გვინდოდა მუსიკალურადაც გამორჩეული ყოფილიყო ქორწილი და ამისათვის ავირჩიეთ ქუჩის ბიჭები, რომლებმაც სულ სხვა ეფექტი შესძინა ქორწილს.
ქორწილი
ქორწილის მსვლელობა, ფაქტობრივად, წინასწარ უკვე დაგეგმილი იყო. ყველაფერი ზუსტად ისე მიდიოდა როგორც გავთვალეთ. ცოტათი განსხვავება შემოვიტანეთ ქორწილში და თამადად ჩემი და ნიკას მამები იყვნენ. ტრადიციულად შევასრულეთ ცეკვა დავლურ-ქართული, ასევე გქვონდა მომზადებული სიმღერაც. ყველა ერთობოდა, არ ყოფილა ერთფეროვანი, პირიქით ქორწილის ბოლომდე ყოველ ჯერზე რაღაც განსხვავებული ხდებოდა. სიუპრიზებით სავსე იყო ქორწილი, დღის დასასრული არ ჩანდა, 12 საათის შემდეგ უკვე ნიკას დაბადების დღე იყო და შეიძლება ითქვას ახლიდან განახლდა გართობა და ისევ შეიმჩნეობა ენერგიულიბა ხალხისგან. ნამდვილად ის გამოვიდა რაც მე და ნიკას გვინდოდა.
საქორწინო მოგზაურობა
საქორწილო მოგზაურობაში წავედით ესპანეთის კუნძულ პალმა დე მალიორკაზე, სადაც დაუვიწყარი დღეები გავატარეთ. ეს იყო ქორწილის შემდეგ განტვირთვის და დასვენების ძალიან კარგი საშუალება.
რჩევა მომავალ პატარძლებს
მომავალ პატარძლებს ვურჩევ, რომ მაქსიმალურად დახარჯონ ენერგია ქორწილის მომზადების პროცესში და შეეცადეთ აისრულოთ ყველა ის ოცნება რაც ქორწილს უკავშირდება, რადგან ეს დღე ცხოვრებაში ერთხელ არის. ყურადღება მიაქციეთ თითოეულ დეტალს, რადგან პატარა დეტალები ქმნის ყველაფერს. ჩაიცვით ისეთი კაბა, როგორზეც ოცნებობდით და გაერთეთ ისე როგორც მოგესურვებათ. ეს დღე ხომ თქვენი და თქვენი ძალიან ლამაზი სიყვარულისაა.