ქორწილი, რომელიც 600 მილიონი დაჯდა
სულ ახლახანს, 1 ივლისს ლოს-ანჯელესში რუსი ოლიგარქების შვილების: ალბერტ ავდოლიანისა და ლოლიტა ოსმანოვას ქორწილი გაიმართა. ეს ერთ-ერთი ძვირადღირებული ქორწილი იყო, იგი 600 000 000 რუბლი დაჯდა.
ალბერტ ავდოლიანისა და ლოლიტა ოსმანოვას ქორწილი დოლბის თეატრში შედგა, სადაც ოსკარების დაჯილდოება იმართება. შესაბამისად საქორწილო მოსაწვევებც თემატური იყო და ყველა სტუმარს იგი შავი ქეისით გაეგზავნა, რომელშიც ოსკარის ქანდაკება, მოსაწვევი და ვიდეო რგოლი იყო ჩამონტაჟებული. იხ. მოსაწვევის ვიდეო
ცერემონიის დარბაზი მთლიანად ბუნებრივი ყვავილებით იყო გაფორმებული და მიმღებში მევიოლინეთა გუნდი ხვდებოდა სტუმრებს.
პატარძალს ძალიან ლამაზი და გრანდიოზული კაბა ეცვა, რომელიც სავარაუდოდ რომელიმე მსოფლიო დონის დიზაინერის მიერაა შექმნილი.
საქორწილო ღონისძიების წამყვანი ქსენია საბჩაკი და ანდრეი მალახოვი იყვნენ. რუსული შოუ-ბიზნესის წარმომადგენლებთან ერთად, ქორწილში მსოფლიო დონის მომღერალმა ლედი გაგამ იმღერა.
წყარო: newpost










