9 გზა საქორწილო ხარჯების შესამცირებლად
- შეძლებისდაგვარად შეამცირეთ სტუმრების რაოდენობა.
- სწორად შეარჩიეთ სეზონი. ქორწილი გაზაფხულზე გაცილებით იაფი ჯდება. განსაკუთრებით მაშინ, თუ თქვენი დეკორაციის ძირითადი ელემენტი ყვავილებია.
- ხელის მოწერის ცერემონია იქვე მოაწყვეთ, სადაც სუფრის გაწყობას და აღნიშვნას აპირებთ.
- სტუმრებისთვის დიდი მაგიდები გააწყვეთ. ასე დეკორაციის ხარჯებს მნიშვნელოვნად შეამცირებთ.
- დეკორაციისთვის გამოიყენეთ ის ნივთებიც, რომლებიც სახლში გაქვთ.
- ყვავილებზე მეტი მწვანე მცენარე და ფოთოლი გამოიყენეთ.
- შეარჩიეთ სეზონური, მაქსიმალურად იაფი და ლამაზი ყვავილები.
- შეუკვეთეთ შედარებით პატარა ტორტი. თუ მარციპანზეც იტყვით უარს, გაცილებით იაფი დაგიჯდებათ.
- 2-გვერდიანი და კონვერტში ჩადებული მოსაწვევების ნაცვლად, გამოიყენეთ ერთგვერდიანი ბარათი.
[image_gallery images=”706:http://weddingstory.ge/wp-content/uploads/2015/03/93f4804f8ceafd1f93caac280ece56f1.jpg,705:http://weddingstory.ge/wp-content/uploads/2015/03/7f48c37528590e2bdebcbaee61d690941.jpg,704:http://weddingstory.ge/wp-content/uploads/2015/03/f32aa51859d48470631d708d912a14df.jpg,703:http://weddingstory.ge/wp-content/uploads/2015/03/e329eb52bd92516f0bced3686a786183.jpg,702:http://weddingstory.ge/wp-content/uploads/2015/03/908c7a31494e324b60ba27389aaf5cfe.jpg,” ][/image_gallery]