TOP

7 მითი ქორწილის შესახებ

  1. თქვენი საქორწილო კაბა აუცილებლად თეთრი უნდა იყოს

როცა კაბაზე ფიქრს ვიწყებთ, გოგონების 99.9 %-ს პირველი აზრად თეთრი, გრძელი კაბა და ლამაზი ფატა მოგვდის. არადა, ძალიან ბევრი დიზაინერი ქმნის კაბებს სხვადასხვა ფერებში. ეს შეიძლება იყოს ღია ცისფერი, ბაცი ვარდისფერი, ან უბრალოდ ყვავილების პრინტი. რაც შეეხება ტრადიციულ ფატას, მისი  ჩანაცვლება შესაძლებელია სხვადასხვა აქსესუარით, ან თუნდაც ყვავილების გვირგვინით.

f11d2dbc98ed29973c6dbd248ec0797e

0ba6178cab7ba22b25ebd84b25c2797e
4f440823-e8fc-700a-0667-ca6f00288dc8

44bfd1f133c0aad610df3dde832fa687

66d6ede90a3c790e3553fd51600b6d3a

577148ab47b09149764898feb0cf9711

23628843bd03e8a808a124809e276866

a4be1bdbd020207e5fc2b3f871580047

  1. ნიჭიერი მეგობარი პროფესიონალ ფოტოგრაფს არ ჩამოუვარდება

მხოლოდ იმის გამო, რომ თქვენს მეგობარს ფეისბუკზე ბუნების ლამაზი ფოტოები უდევს, ან ეუბნებიან, რომ „კარგი თვალი აქვს“, მისი ფოტოგრაფად აყვანა არ ღირს. კარგმა, გამოცდილმა ფოტოგრაფმა იცის, როგორ გადაიღოს ქორწილის ყველა დეტალი. თანაც ისე, რომ ფოტოები დასამახსოვრებელიც იყოს და ლამაზიც. თავიდანვე განსაზღვრეთ ბიუჯეტი მისთვის. თუ ძვირადღირებულ ფოტოგრაფს ვერ გაწვდებით, მოძებნეთ სხვა, შედარებით დაბალ ფასად. არაპროფესიონალი მეგობრის დაქირავებას მაინც არ გირჩევთ.

crazy-wedding-photogrpahs

  1. თქვენს ქორწილში უნდა დაპატიჟოთ ის, ვის ქორწილშიც ნამყოფი ხართ

ნუ დაპატიჯებთ ქორწილში ადამიანებს მხოლოდ იმის გამო, რომ მათ ქორწილში ხართ ნამყოფი. თქვენი ცხოვრების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დღე უნდა გაატაროთ მათთან ერთად, ვისთანაც ახლოს ხართ და არა მათთან, ვისთანაც „ვალში ხართ“. თუ არიან ისეთი ადამიანები, რომელთა დაპატიჟებაც არ გსურთ, მათ კი ჰგონიათ, რომ აუცილებლად მიიწვევთ, სჯობს მანამ შეატყობინოთ ამის შესახებ, სანამ ქორწილისთვის კაბის შეკერვას დაიწყებენ.

3. foto mitistvis

  1. ქორწილის ორგანიზატორის დაქირავება ძალიან ძვირი ჯდება

ქორწილის ორგანიზატორი არა მხოლოდ იდეებს მოგაწვდით და ცერემონიის დაგეგმვაში დაგეხმარებათ, ის აგარიდებთ ყველა საზრუნავს, რამაც თქვენი დაღლა და სტრესი შეიძლება გამოიწვიოს. ის აკეთებს ყველაფერს, თქვენს ნაცვლად. ამისთვის გადახდა ნამდვილად ღირს. არ არის აუცილებელი ქვეყნის საუკეთესო ორგანიზატორი დაიქირავოთ. ბევრი ნაკლებად ცნობილი ან ნაკლებად გამოცდილი ადამიანი დაგთანხმდებათ, თანაც შეღავათიან ფასად.

4 foto

  1. ხელნაკეთი საქორწილო დეკორაცია ფულის დაზოგვაში დაგეხმარებათ

რა თქმა უნდა, საკუთარი ხელით დეკორაციების დამზადება უფრო იაფი ჯდება, ვიდრე დიზაინერისთვის ფულის გადახდა, მაგრამ მნიშვნელოვანია იპოვოთ საჭირო ნივთები ყველაზე დაბალ ფასად. ასევე შეეცადოთ მოიფიქროთ ისეთი დეკორაციები და აქსესუარები, რომელთა დამზადებაც მაქსიმალურად ნაკლებ დანახარჯთან იქნება დაკავშირებული.

5.

  1. სიძეს და პატარძალს ერთნაირი რაოდენობის მეჯვარეები უნდა ჰყავდეს

შეიძლება თქვენს საქმროს მილიონი მეგობარი ჰყავს, თქვენ კი მხოლოდ ერთი. ამის გამო თავი ცუდად არ იგრძნოთ. მთავარია, თქვენ გვერდით იყოს ის, ვინც ნამდვილად ახლო მეგობრად მიგაჩნიათ.

6.

  1. ქორწილის გადასახდელად კრედიტი უნდა აიღოთ

არ არის აუცილებელი, თქვენ და თქვენმა მეუღლემ თანაცხოვრება ვალით დაიწყოთ. ნუ გადაიხდით ქორწილს ძვირადღირებულ რესტორანში, უარი თქვით ცნობილი დიზაინერის კაბაზე, დაპატიჟეთ ძალიან ახლობლები და შეკვეცეთ მენიუ. ეს ყველაფერი ხარჯებს მნიშნელოვნად შეამცირებს.

 

კომენტარები