ორი ქორწილი – ერთი წყვილი
ქორწილამდე
მე და სანდრომ ერთმანეთი საერთო მეგობრისგან გავიცანით 2014 წლის ზაფხულში.ეს იყო სულ 5 წუთიანი შეხვედრა,ნახევარი წლის შემდეგ გავხდით ფეისბუქ მეგობრები და აქედან დაიწყო ყველაფერი.სანდრო ჩვენგან შორს, ამერიკაშიცხოვრობდა, ამიტომაც ვირტუალური ურთიერთობა გვაკავშირებდა 4 თვის განმავლობაში. ვგეგმავდით შეხვედრას. ადგილი,სადაც პირველად შევხვდით იყო:უფლისციხე. 2 წლის შემდეგ კი სანდრომ სწორედ ამ ადგილას მთხოვა ხელი. შეხვედრამ ჩაიარა იდეალურად,თითქმის ყოველდღე ვხვდებოდით, სანამ მას წასვლის დღე არ მოუვიდოდა.წელიწადში ორჯერ ყოველთვის ახერხებდა 2 თვით ჩამოსვლას.ბევრი ტკბილი მოგონება გვაქვს მოგროვილი ერთად. მოკლეთ ასე, პირველივე პაემნიდან დავიჩემეთ ერთმანეთი და მის შემდეგ დღე არ გაგვიტარებია უერთმანეთოდ.
ხელის თხოვნა
სურპრიზების დღე – ასე შევარქვი ჩემს დაბადების დღეს სანდროს გაცნობის შემდეგ. ეს იყო 23 აგვისტო.შუადღით სანდრო მოვიდა ჩემთან, თაიგულით და საჩუქრებით,მეუბნება ჩაიცვი, სადღაც მივდივართო, ვკითხე სად თქო, გამიღიმა და არაფერი მიპასუხა. ჩავთვალე
სურპრიზია და აღარ დავსვი ბევრი კითხვა. მოლოდინი მქონდა რესტორანში წასვლისა, რომელიც ბოლოს კი გამართლდა, მაგრამ მანამდე იმ მთავარს ვერც წარმოვიდგენდი. გზად უფლისციხეში შევიარეთ,როგორც ,”ჩვენი სიყვარულის ადგილი” .სანდროს დრონი ჰქონდა წამოღებული და იღებდა,როგორც ყოველთვის. ტაძართან ახლოს მივედით, ლამაზი ხედი იშლება, მკითხა მომწონდა თუ არა და ვუპასუხე კი- თქო.შემომთავაზა დრონით თუ გინდა სურათს გადაგიღებო, თან დამიმატა: გასწავლი, როგორც ვმართავ და შენ გადაიღეო, ნუ ეს იდეაც მოვიწონე. სანამ მე სურათების გადაღებით ვიყავი გართული, ჩემგან მარცხნივ სანდრო მუხლზე დაჩოქილი ხელს მთხოვდა, ასე გამოვიდა, საკუთარი ხელის თხოვნა და თანხმობა მე გადავიღე,სრულიად გაუაზრებლად.რაც მთავარია, პასუხი იყო დადებითი. ეს იყო ყველაზე ემოციური და ამაღელვებელი წუთები ჩემს ცხოვრებაში.მზადება ქორწილისთვის
ქორწილის სამზადისი არაჩვეულებრივი და ურთულესი ფენომენია.იმაზე რთული და საინტერესო პროცესია ვიდრე ველოდი. თითქმის ერთი წელი მეგობრებთან ერთად კრეატიულ იდეებს ვაგროვებდი.სამზადისს 6 თვე მაინც დასჭირდა, ამ პროცესში ახლობლებიც ჩართულნი იყვნენ. მათთან ერთად ვარჩევდი თითოეულ დეტალს. დიზაინიდან დაწყებული, მეჯვარეების კაბის ფერით დამთავრებული. ასევე,მქონდა გაკეთებული სია, რის მიხედვითაც უფრო გააზრებულად ვემზადებოდით.
კაბა
რაც შეეხება კაბას, ყველაზე მნიშვნელოვან ქორწილის დეტალზე, ვიტყვი, რომ სწორედ ოცნების კაბა მეცვა,როგორიც მქონდა ჩაფიქრებული.კაბის სტილზე წინასწარ ვიყავი ჩამოყალიბებული. ამიტომაც შერჩევის დროს ზუსტად ვიცოდი როგორი უნდა შემოეთავაზებინათ. მოლოდინი გამიმართლდა ნამდვილად და კმაყოფილი ვარ ჩემი არჩევანით.
თმა და მაკიაჟი
თმასა და მაკიაჟზე ბოლომდე ვიყავი დარწმუნებული, რომ იმედი არ გამიცრუვდებოდა.მათ თამამად მივანდე ჩემს გარეგნობაზე ზრუნვა. მიუხედავად იმისა, რომ ქორწილის დღე ძალიან ცხელოდა, განსაკუთვრებით კი ჯვრისწერისას, მეგონა ვერ შევინარჩუნრებდი მაკიაჟის პირვანდელ სახეს, მაგრამ ჩემდა სასიხარულოდ ყველაფერმა კარგად ჩაიარა და ძალიან კმაყოფილიც ვარ.
ლოკაცია
ჯვრისწერა გაიმართა მცხეთაში,ჯვრის მონასტერში. ქორწილი კი რესტორან ნაჭარმაგევზე. რაც შეეხება ხელის მოწერის ცერემონიას, საქართველოში არ მოგვიწერია. ამიტომ დამატებითი ლოკაციის ადგილი ავტომატურად გამოვრიცხეთ
ფოტოგრაფი და ფოტოსესია
ის რაც ქორწილის შემდეგ რჩება და აფიქსირებს მნიშვნელოვან დეტალებს არის ფოტოები.ამიტომაც ძალიან ძნელია ეს ლამაზი დღე მიანდო ნებისმიერს. ჩემი ფოტოგრაფი იყო ოლია პაპასკირი. ნამდვილად გამართლება ჰქვია ამას, ოლიასნაირი პროფესიონალი რომ შეგხვდება. .ფოტოსესია თბილისში გაიმართა,სასტუმრო ამბასადორში, ვერანდაზე. დავამატებ მეორე ფოტოგრაფსაც ევა კაპანაძე. ეს უკვე ამერიკაში, მეორედ გამართულ ქორწილზე. ფოტოსესია გაიმართა ნიუ იურკში, ცენტრალ პარკში.დიდი მადლობა მათ ასეთი ნაყოფიერი მომსახურეობისათვის.
ქორწილი
ქორწილი წარიმართა,როგორც ჩაფიქრებული იყო.ზუსტად ისეთი და უკეთესი იყო, რასაც ველოდით. დამსწრე საზოგადოება ძალიან კმაყოფილი და ემოციებით დატვითულნი წავიდნენ. მთავარი ტრადიციაც დავარღვიეთ, ქორწილი ჩხუბის გარეშე დასრულდა.
მეორე ქორწილი
მეორე ქორწილი გაიმართა ამერიკაში, ქართულ რესტორან- “მიმინოში”.ფოტოსესია გვქონდა მანჰეტენზე, ცენტრალ პარკში. ჩვენს ფოტო მომსახურეობაზე იზრუნა ევა კაპანაძემ. ძალიან გაგვიმართლა, 25 ნოემბერს ამინდი იყო შესანიშნავი. რესტორანი 6 საათზე დაიწყო.სტუმრების უმრავლესობა ქართველი იყო. როგორც ქართულ ქორწილს შეეფერება, პირველი ცეკვა გახსნა სიძის მეჯვარემ, შევასრულეთ-ცეკვა ქართული. ასევე, თამადა იყო ქართული ნაციონალური სამოსით. მუსიკალურ მხარეზე იზრუნა-ნინი წიკლაურმა. ქორწილის დასასრულისკენ თაიგულის სროლის ნაცვლად, იყო ხელის თხოვნა.პატარძალმა მიუტანა პირდაპირ მომავალ პატარძალს თაიგული. პასუხი დადებითი იყო და ასე ,მეორე ქორწილმაც არაჩვეულებრივად ჩაიარა.
საქორწილო მოგზაურობა
ქორწილის შემდეგ წავედით ბათუმში, Hotel Intourist Palace, 1 კვირით,სადაც შესანიშნავი დრო გავატარეთ. ერთი კვირის შემდეგ კი ამერიკაში, აქ უკვე საცხოვრებლად.
რჩევა მომავალ პატარძლებს
რაც შეიძლება ბევრი ადამიანი ჩართეთ ქორწილის სამზადისში.დაიწყეთ ყველაფრის დაგეგმვა ქორწილამდე დიდი ხნით ადრე.აუცილებლად დატესტეთ თმა და მაკიაჟი, თუ მას პირველად ქორწილის დღეს ანდობთ თქვენს გარეგნობაზე ზრუნვას. კაბის შერჩევის დროს მოირგეთ თქვენი სტილი და არა სხვაზე რაც მოგეწონათ. დიდი ყურადღება მიაქციეთ ფოტო და ვიდეო მომსახურეობას და რაც მთავარია დატკბით ამ განუმეორებელი დღის წუთებით.




































