TOP

5 გზა, თუ როგორ დავუზოგოთ მეჯვარეს ხარჯები

“იქნები ჩემი მეჯვარე?” – ფრაზა, რომელსაც შენს საუკეთესო მეგობარს ეუბნები და რომელიც ძალიან დიდი აღფრთოვანებასა და სიხარულს იწვევს. თუმცა… ამ ფრაზისა და ზოგადად მეჯვარეობის სტატუსის უკან ძალიან დიდი  ვალდებულებები და პასუხისმგებლობებია, რომლის ტვირთვა არც ისე მარტივია. აუცილებლად თქვენთვითონ უნდა ეცადოთ, რომ მეჯვარეს შეუმციროთ  ეს მოვალეობები და მართლაც ტვირთად არ უქციოთ თქვენი ხელისმომკიდეობა.

მიეცით საშუალება თავად შეარჩიოს კაბის სტილი!

აუცილებლად მიეცით თქვენს მეჯვარეს თავისუფალი არჩევანის საშუალება, შეარჩიოს მისთვის ხელმისაწვდომი ფასის კაბა. ნუ მოსთხოვთ რაღაც განსაკუთრებულსა და ძვირადღირებულ, ბრენდულ სამოსს. ეს ძალიან ძვირი სიამოვნებაა და მისი საშუალება ბევრს არ აქვს, მითუმეტეს მაშინ, როდესაც მხოლოდ ეს არაა მათი საზრუნავი.  შეგიძლიათ, რადგან პატარძალი ხართ და თქვენი ქორწილია, შეარჩიოთ მხოლოდ   კაბის ფერი, რომელიც თქვენი ქორწილის ფერის შესაფერისი იქნება.

მარტივი ფეხსაცმელი  მეტად მოსახერხებელია

იგივე შეიძლება ითქვას ფეხსაცმელზეც. მეჯვარის ჩაცმულობა მხოლოდ კაბას არა, ფეხსაცმელსაც მოიცავს.  კარგი და ძვირფასი ფეხსაცმელიც არანაკლებ ძვირია, შეიძლება კაბაზე ძვირიც კი. თუმცა გაითვლისწინეთ, რომ  თქვენ ქორწილში გჭირდებათ ბედნიერი  მეჯვარე, რომელსაც არც ძალიან ბევრი დაუხარჯავს  ძვირფას ფეხსაცმელში და არც  შეწუხებული სახე არ აქვს, მთელი დღის მოუხერხებელ ფეხსაცმელში გატარების გამო. ურჩიეთ, რომ იფიქროს უფრო იაფანსა და კომოფრტულ ფეხსაცმელზე. ეს ერთგვარი სტიმული იქნება მისთვის, რომ დაზოგოს თანხა და  მთელი დღე გაატაროს უფრო მშვიდად, ყველანაირი ტკივილის გარეშე.

მოუზმადეთ საჩუქარი, რომელიც ქორწილს დღეს გამოადგება

ქორწილის დილას პატარძლისა და მეჯვარეების ფოტოსესია პიჟამოებსა და ხალათებშ უკვე ძალიან პოპულარულია.  მართლაც, ფოტოსესიის ეს ნაწილი საქორწილო ალბომს უფრო მრავალფეროვანს ხდის. მაგრამ აქაც გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ მეჯვარემ  ყველაფერთან ერთად ამ  ნაწილის სამოსზეც უნდა იზრუნოს.  ეს საუკეთესო  შემთხვევაა, რომ თქვენს მეჯვარეს პატარა სიმბოლური საჩუქარი გაუკეთოთ და ამით მადლიერება გამოხატოთ. შეგიძლიათ ამ საჩუქარს ორმაგი როლი შესძინოთ:  შეუკევთოთ ისეთი სამოსი, რომელიც იქნება ძალიან სადა და მარტივი დიზაინის, და შესაძლებელი იქნება, რომ  ქორწილის დღის ბოლოსაც კი ჩაიცვას. არ დაგავიწყდეთ, რომ საჩუქარს აუცილებლად დაურთეთ პატარა სახელობითი ბარათი, რაც უფრო აგრძნობინებს თქვენს მეჯვარეს, რომ ის ძალიან გიყვართ და  აფასებთ მის მხარდაჭერას.

ნუ მოსთხოვთ პროფესიონალურ ვარცხნილობასა და მაკიაჟს!

მაღალი დონის სალონური მომსახურება 100-200 ლარის ფარგლებში მერყეობს, რაც საკმაოდ სოლიდური თანხაა. ამის საშუალება შეიძლება თქვენს მეჯვარეს არ ჰქონდეს, შესაბამისად ეცადეთ, რომ  ეს ტვირთიც შეუმსუბუქოთ. ნუ შესთავაზებთ რომელიმე ძვირიან სალონს, ან იმ სალონში ჩაწერას, სადაც თქვენ  უნდა მოემზადოთ და ამაში საკმაოდ დიდ თანხას იხდით. ძლაიან მარტივი ვარცხნილობითა და მსუბუქი მაკიაჟთაც არაჩვეულებრივი იქნება თქვენი საუკეთესო მეგობარი თქვენს გვერდით.

საჩუქარი!

დაუწერელი კანონივითაა, რომ მეჯვარემ ძვირფასი საჩუქარი უნდა აჩუქოს პატარძალს, რაც, რა თქმა უნდა, ძალიან დიდ თანხებთანაა დაკავშირებული.  თავიდანვე  გააცანით თქვენი მოსაზრება ამის შესახებ და უთხარით, რომ თქვენთვის პრიორიტეტული ეს არაა. მოსთხოვეთ, რომ არ დახარჯოს ბევრი და შეარჩიოს  დაბალფასიანი და სიმბოლური საჩუქარი.

დაკავშირებული სურათი

კომენტარები