TOP

24 ივლისი – 3 ბედნიერების თარიღი

15965367_1214031085339426_5689237021739401231_n

ქორწილამდე

1661855_749695208439685_7024677298976474964_nმე და გიორგიმ ერთმანეთი 4 წლის წინ, 24 ივლისს  გავიცანით.  ბათუმის ერთ-ერთ რესტორანში მეგობრებთან ერთად ჩემს დაბადების დღეს აღვნიშნავდი,  სადაც გვერდით მაგიდაზე გიორგი თავის მეგობრებთან ერთად ატარებდა საღამოს. საერთო მეგობარი აღმოგვაჩნდა, რომელიც იმ დროს იქ იმყოფებოდა და სწორედ მისი საშუალებით გავიცანით ერთმანეთი.  გიორგი თავიდანვე ძალიან გააქტიურდა  ჩვენს ურთიერთობაში, რის შედეგადაც მალე დავახლოვდით.  მუდმივი მიმოწერები და შეხვედრები  ისე მოულოდნელად და თავისით გადავიდა დიდ სიყვარულში, რომ ვერც კი მივხვდით.

ხელის თხოვნა

12122832_911208068955064_4882971217194396882_nხელის თხოვნა ძალიან მოულოდნელი და რა თქმა უნდა, უდიდესი ბედნიერების მომტანი იყო.  ჩვენი გაცნობიდან 2 წლის თავზე, ისევ 24 ივლისს,  ისევ ჩემს დაბადების დღეზე, ზუსტად იგივე რესტორანში, მეგობრების გარემოცვაში გიორგიმ საზეიმოდ და ამავდროულად ძალიან რომანტიკულად მთხოვა ხელი. ეს იყო ამ დაბადების დღის პირველი და განუმეორებელი საჩუქარი.

ქორწილის სამზადისი

ქორწილისთვის მზადება ყველაზე მხიარული, ბედნიერი და დაუზარელი დაღლა იყო ჩემს ცხოვრებაში.  სამზადისში მთლიანად ვიყავი ჩართული. ეს იყო საქმე, რომელიც არასოდეს დამზარებია და ძალიან დიდი სიამოვნებით ვაკეთებდი ყველაფერს.  უამრავი ადამიანი მეხმარებოდა ამაში და ისეთი ტემპით მიმდინარეობდა, რომ ვერც კი გავიგეთ, რა სწრაფად გავიდა დრო და ქორწილის დღეს როგორ მოვიდა.

კაბა

14955898_1146374738771728_3596652921279294423_nბავშვობიდან ვოცნებობდი დიდ და გრანდიოზულ კაბაზე, უდიდესი შლეიფითა და ფატით. ჩემთვის და რა თქმა უნდა, ყველა დედოფლისათვის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი სწორედ ეს არის.  თავიდანვე ვიცოდი, რომ ჩემი ოცნების კაბის შექმნას, მხოლოდ მარიონელას მივანდობდი, შესაბამისად ამაზე ფიქრი დიდხანს არ დამჭირვებია. კაბის მონახაზის შექმნისას დიზაინი თავიდანვე ვიცოდი როგორი მინდოდა, მაგრამ მაინც ძალიან ვღელავდი. თუმცა მათ მოახერხეს ჩემი სრუილად დამშვიდება დამიხატეს ის მოდელი, რაც ჩემს გონებაში ტრიალებდა. ერთი სიტყვით ულამაზესი კაბა გამოგვივიდა საერთო იდეებით, რისთვისაც ძალიან დიდ მადლობას ვუხდი მარიონელას მთელ გუნდს!

 

თმა და მაკიაჟი

თმა და მაკიაჟი სილამაზის სალონ DAIMONDI-ში გავიკეთე.  ისეთი პროფესიონალების ხელში ვიყავი, რომ წამითაც არ  შემპარვია ეჭვი, რომ რამე შეიძლაბ ისე არ ყოფილიყო, როგორც მინდოდა და როგორც ჩაფიქრებული მქონდა. ჩემს მაკიაჟზე ანა პატარაიამ იზრუნა, რომელიც არაჩვეულებრივი ვიზაჟისტია.

ლოკაცია

ჯვარი ციხისძირის ულამაზეს ტაძარში დავიწერეთ, საიდანაც არაჩვეულერბივი ხედი იშლება ზღვაზე. ხელმოწერა და ქორწილი კი სასტუმრო LEOGRAND-ში გვქონდა.

ფოტოგრაფი და ფოტოსესია

ფოტოსა და ვიდეოზე Studio MSX-ის   უძლიერესი გუნდი მუშაობდა, რომელმაც მოახერხა, რომ ცუდი ამინდის მიუხედავად, არაჩვეულებრივი ფოტოები და ვიდეო კადრები დაგვრჩენოდა. ფოტოსესია გვქონდა სასტუმრო LEOGRAND-ში და უშუალოდ ქალაქში.

ქორწილი

ქორწილის დღეს ორივე ძალიან ვღელავდით, მაგრამ ამადროულად ძალიან ბედნიერები ვიყავით, ერთი სული გქვონდა ჩვენი პირველი შეხვედრა შემდგარიყო. სასტუმროში ფოტოსესიის შემდეგ ჯვარი დავიწერეთ, შემდეგ გარე ფოტოსესია გვქონდა, შემდეგ კი სასტუმროშ დაბრუნებულებმა ხელი მოვაწერეთ და დარბაზში გადავინაცვლეთ.  მიუხედავად იმისა, რომ ცუდი ამინდი იყო, ყველაფერმა მაინც იდეალურად ჩაიარა, იმაზე უკეთ, ვიდრე დაგეგმილი გვქონდა და ვიდრე ველოდით. საბოლოდ ყველა ძალიან ნასიამოვნები დარჩა. ეს დღე ჩვენი ულამაზესი მოგონებაა.

თაფლობის თვე

თაფლობის თვე ეგვიპტეში- ჰურგადას ულამაზეს სასტუმროში გავატარეთ. ულამაზესი და მართლაც თაფლივით ტკბილი 7 დღე!  ყოველი დღე დაუვიწყარი და სურპრიზებით აღსავსე იყო. ეს დღეები ორივეს სამუდამოდ გვემახსოვრება იმ ლამაზ დღეებთან ერთად რაც ჩვენმა უდიდესმა გრძნობამ გვაჩუქა ამ წლების მანძილზე.

რჩევა მომავალ პატარძლებს

ჩემი რჩევა  იქნება, რომ შეეცადონ იყვნენ მშვიდად, არ აღელდენ და ყველაფერი კარგად იქნება. ზედმეტი ნერვიულობა პირიქით, ნეგატიურად აისახება ქორწილის მსვლელობაზე. რაც მთავარია, არ დაეზაროთ ქორწილის დაგეგმვა და არ მიანდონ ეს საქმე სხვას. აუცილებლად აისრულონ ყველა ის ოცნება და ჩანაფიქრი, რაც აქამდე ჰქონდათ და გააკეთონ ისეთი ქორწილი, როგორიც ყოველთვის წარმოედგინათ!

15977845_1214005252008676_2403845283917112294_n 15937233_1214010008674867_8790587153665852364_o 15936788_1213980525344482_5893941658803201853_o 15966261_1214077778668090_1277298713788402392_n 15894507_1213990282010173_2113050431210279689_n 15965095_1214155838660284_5567115473228870564_n 15941278_1214105471998654_396309483396724062_n 15965103_1214132531995948_6234278435122891526_n 15977282_1214932761915925_3518065249527167508_n 15994339_1214162811992920_779461754066282503_o 15977887_1214122548663613_6297172867907409529_n 15977090_1214924775250057_7403006955425942968_n 16003318_1214928368583031_4781117636091335915_n 15966163_1214127675329767_5623428415638798066_n 15941143_1214980291911172_6185072280252739546_n 15895026_1214894605253074_3386473149084797385_n 15875609_1214079488667919_5078667756476784090_o

კომენტარები