როგორ გავხადოთ ჩვენი ქორწილი ვინტაჟური
კლასიკური ქორწილი უფრო და უფრო ნაკლებპოპულარული ხდება. ვინტაჟური ქორწილები, შეიძლება ითქვას, მოდაშია. ბევრი ყვავილით, მაქმანით, ძველი ჭურჭლითა და სხვადასხვა ძველებური ნივთით იდეალური დეკორაცია შეგიძლიათ შექმნათ, თანაც მინიმალური დანახარჯით. გთავაზობთ რჩევებს, რომლებიც თქვენი ვინტაჟური ქორწილის ყველა დეტალის სრულყოფაში დაგეხმარებათ:
- გამოიყენეთ ძველებური ფინჯნები სასანთლეებად

- ძველი, ბავშვობისდროინდელი ყუთები, შესაძლოა, ულამაზეს ლარნაკებად აქციოთ

- არ დაგავიწყდეთ მაგიდის საფარი – ყვავილებიანი იდეალურია ვინტაჟურიქორწილისთვის

- ძველებური ჩარჩოები მაგიდების დასანომრად გამოიყენეთ

- ბებიას ჩაიდნები ლარნაკებად გამოგადგებათ

- გააფორმეთ სკამი მაქმანებიანი ქსოვილითა და ყვავილებით

- ტორტი, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია – მეტი ყვავილი

- სხვა ტკბილეული მაქმანებითაც შეგიძლიათ გააფორმოთ

- კუთხე, სტუმრების წიგნისთვის ძველი ჩარჩოებითა და სხვა ძველებური ნივთებით გააფორმეთ

- მაქმანებით ფოტოსესიის კუთხეც შეგიძლიათ მოაწყოთ

- სიძეს ვინტაჟური აქსესუარი დაუმაგრეთ პიჯაკზე

- ვინტაჟური სამკაულები პატარძლებს
