“..თავიდანვე ვხვდებდი რომ ეს რაღაც სხვა იყო”
ქორწილამდე
თავიდან თითქოს ყველაფერი სტანდარტულად დაიწყო. მეგობრების წრეში გავიცანით მე და მიშამ ერთმანეთი. მხიარული გარემო მეგობრები და გემრიელი სასმელი. სასმელი შემთხვევით არ მიხსენებია, იმ საღამოს მიშამ დალევა გადაწყვიტა, რის შემდეგაც ჩემთვის უცნობი, ახლა კი ჩემი მეორე ნახევარი სახლში წავიყვანე . თავიდანვე აშკარა იყო, რომ მისი ინტერესის ობიექტი ვიყავი, მაგრამ რატომღაც ამ ფაქტს საერთოდ არ შევუწუხებივარ.
ამ საღამოს შემდეგ დავიწყეთ აქტიური კონტაქტი ტელეფონით, რომანტიული შეხვედრები. თავიდანვე ვხვდებდი, რომ ეს რაღაც სხვა იყო, რომ განსაკუთრებული დამოკიდებულება დამებადა ამ ადამიანის მიმართ. მიშა იყო ყველასგან განსხვავებული და განსაკუთრებული .
ხელის თხოვნა
ერთ მშვენიერ დღეს სამსახურის მერე მიშას ნახვა გადავწყვიტე და მასთან ოფისში მივედი, მიშა დიდი რომანტიულობით არ გამოირჩეოდა, ამიტომ მისვლიდან რამოდენიმე წუთში სრულიად მოულოდნელად ხელი მთხოვა. ეს ჩვეულებრივი დღე ჩემთვის იყო ყველაზე მნიშვნელოვანი და საყვარელი წუთები, ჩემი პასუხი ალბათ ხვდებით რომ იყო – კიიიიიიი.
მზადება ქორწილისთვის
ხელის თხოვნის ლოგიკური გაგრძელება, ქორწილი მოყვა. თვენახევრით ადრე დავიწყეთ ქორწილზე ფიქრი , ყველაფერი მე და მიშამ დავგეგმეთ , გვინდოდა ჩვენი გემოვნებით გაგვეკეთებინა ყველაფერი. მივხვდი, რომ ეს დრო ძალიან ცოტა იყო ყველაფრის მოსაგვარებლად, რადგან ძალიან დიდი დრო მიაქვს თითოეულ დეტალზე ფიქრს მაშინ, როცა ყველაფერი იდეალურად გინდა რომ იყოს.ქორწილამდე დღეები საოცარი სისწრაფით გადიოდა და თითქოს ვერაფრის მოგვარებას ვერ ვასწრებდით. ეს სამზადისი იმაზე უფრო რთული აღმოჩნდა ვიდრე წარმომედგინა, მაგრამ შედეგმა გაამართლა და მოლოდინს გადააჭარბა, იმდენად ლამაზი და ორგანიზებული იყო .
კაბა
კაბა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დეტალია მთელი ქორწილის. ჩემთვის იდეალური კაბის შეკერვა DALOOD-ის ყველაზე კრეატიულ დირექტორს, მაკა კვიციანს მივანდე. ულამაზესი და უძვირფასესი კაბა შემიკერა. ისეთი, როგორიც მე წარმომედგინა.
ტორტი
ტორტი იყო მიშას დიზაინით შერჩეული , გვინდოდა რაღაც განსხვავებული ყოფილიყო და გამოვიდა კიდეც ,ეს სასწაული და უგემრიელესი ტორტი CASTA DIVA-მ დაგვიმზადა.
თმა და მაკიაჟი
ვარცხნილობა le Soleil-ში ნინელი კოპალეიშვილს მივანდე და მართლაც პრინცესული ვარცხნილობა გამიკეთა , მაკიაჟი კი უნიჭიერეს თავის პროფესიონალიზმში ქეთი გოგოიშვილმა GUINOT.
ლოკაცია
ჯვარი წყნეთის წმინდა ნინოს სახელობის ეკლესიაში დავიწერეთ , ფოტოსესია იყო THE BILTMORE HOTEL TBILISI , ხელის მოწერიც ცერემონია WEDDINGSTORY-მ გაგვიკეთა ლისი გრინში , ხოლო ქორწილი იყო რესტორან ბაგინეთში .
ფოტოგრაფი და ფოტოსესია
ფოტოგრაფი იყო ჩემი მეგობარი გიორგი კუწია და ასევე ZOOMSTUDIO. ფოტოსესია სასტუმრო ბილტმორში გვქონდა.
ქორწილი
ქორწილის დილა სალონში და დაიწყო და სასტუმრო ბილტმორში გაგრძელდა. აქ იყო მომზადების პროცესი და მეუღლემაც აქ მომაკითხა. მცირე ფოტოსესიის შემდეგ გავემართეთ ჯვრისწერასა და ხელის მოწერის ცერემონიაზე. ქორწილის საღამო ძალიან კარგად წარიმართა, შევასრულეთ დაისი და დღის ბოლოს გავჭერით ულამაზესი და უგემრიელესი ტორტი. საღამოს მუსიკალურად აფორმებდა გიგა პაპასკირი. საბოლოო ჯამში ქორწილი მხიარული, დასამახსოვრებელი და ემოციებით დატვირთული იყო, ისეთი, როგორსაც ყოველთვის ვისურვებდი.
საქორწილო მოგზაურობა
საქორწილო მოგზაურობა ეგვიპტეში გავატარეთ. ზუსტა ისე, როგორც ახალდაქაორწინებულ წყვილს შეეფერებათ. მზე, ზღვა, მოვინახულეთ ეგვიპტის კულტურული ღირსშესანიშნაობები , ისტორიული პირამიდები .
რჩევა მომავალ პატარძლებს
მომავალ პატარძლებს ვურჩევ , რომ საქოწრილო სამზადისი დიდი ხნით ადრე დაიწყონ, ყველა დეტალი ჩაიწერონ და ისე მიყვნენ საორგანიზაციო საქმეებს. დაიხმარეთ მეგობრები , ნაწილი საქმე მათ გადააბარეთ.


































