TOP

წითელი ვარდები – სიყვარულის სიმბოლო!

22852251_1846066922089150_2090022851830469244_n

ქორწილამდე

18891600_1691927917503052_8603948611692717409_oმე და ვატომ ერთმანეთი საერთო მეგობრის საშუალებით გავიცანით. ჩემს მეგობარს Facebook-ზე ატვირთული ჰქონდა ჩემთან ერთად ფოტო და ვატოს მოვეწონე. მეც შორიდან ვიცნობდი თუმცა ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ ჩვენ ერთმანეთი შეგვიყვარდებოდა, ჩვენი ასაკიდან გამომდინარე. მისი ასაკი რომ გავიგე საერთოდ არ მოველოდი, რადგან საერთოდ ვერ წარმოვიდგენდი ჩემზე 12 წლით უფროსი თუ იქნებოდა. მე 21 წლის ვარ ის კი 33-ის. თუმცა როგორც იტყვიან სიყვარულმა ასაკი არ იცის. ყველანაირად ვუგებთ ერთმანეთს. ერთ დღესაც დილით ჩემს მანქანაზე  თაიგული დამხვდა, ეს გრძელდებოდა დიდხანს, თითქმის ყოველდღე სახლის კარებთან მხვდებოდა ვარდების უზარმაზარი თაიგული, თუმცა არ ვიცოდი ვინ შეიძლებოდა ყოფილიყო, იმიტომ, რომ არ ვიცოდი ვატოს თუ რაიმე სიმპათია ჰქონდა ჩემს მიმართ. ეს მანამდე არასდროს გამოუმჟღავნებია. ამას მხოლოდ აი ესე, ჩუმად აკეთებდა. ერთ დღესაც მითხრა და ამის შემდეგ დაიწყო ჩვენი სიყვარულის ისტორია.

ხელის თხოვნა

17861430_1626974440665067_1098659920807096497_nხელის თხოვნა სამების ეკლესიის ეზოში მოხდა თავის დაბადების დღეზე. თავისი ბაიკით სახლთან მომაკითხა და მითხრა რომ რაღაც საქმე ჰქონდა და უნდოდა გავყოლოდი. სამების ეკლესიასთან მიმიყვანა და მითხრა რომ ეკლესიაში შევსულიყავით და რა თქმა უნდა არც მიფიქრია, რომ ხელს მთხოვდა. ეკლესიიდან რომ გამოვედით ეზოში მხოლოდ მე და ვატო ვიყავით სრულიად მოულოდნელი და ემოციური იყო ყველაფერი ეს იყო ყველაზე ბედნიერი დღე ჩემს ცხოვრებაში რადგან კიდევ უფრო დავახლოვდით და განმტკიცდა ჩვენი სიყვარული.

მზადება ქორწილისთვის

ქორწილისთვის მზადება 3 თვით ადრე დავიწყეთ. ყველა დეტალზე თითქმის მე და ვატოს გვიწევდა სიარული და მოგვარება. ქართული ცეკვის გაკვეთილებზეც კი შევედით, რათა ყველაფერი ორგანიზებულად და ლამაზად გამოსულიყო. ეს პროცესი ძალიან სასიამოვნო იყო, თუმცა სანერვიულო დღითი დღე მატულობდა, რადგან გვინდოდა ყველაფერი ყოფილიყო ისე, როგორც ვგეგმავდით.

 

კაბა

კაბას რაც შეეხება, ინტერნეტში Dresscode-ს გვერდი ვნახე. ძალიან მომეწონა მათი კაბები და გადავწყვიტე მივსულიყავი და არც მინანია. ჩემი კაბა რომ დავინახე, ძალიან მომეწონა და რომ გავიზომე მივხვდი, რომ სწორი არჩევანი გავაკეთე. ვფიქრობ რომ ჩემი კაბა ძალიან ლამაზი და სადედოფლო იყო.

22815282_1846052015423974_5433896951318527030_n

 

თმა და მაკიაჟი

მაკიაჟი ნინო მართაშვილს მივანდე და ძალიან კმაყოფილი ვარ, ნინო თავისი საქმის პროფესიონალია და საუკეთესო ვიზაჟისტი. ვარცხნილობა ვინც გამიკეთა სამწუხაროდ მისი სახელი არ მახსოვს, თუმცა უზომოდ კმაყოფილი ვარ, რადგან ძალიან ლამაზი ვარცხნილობა გამიკეთა და დღის ბოლომდე შემინარჩუნდა.

22788768_1846052075423968_6309399919583944276_n

 

ლოკაცია

ჯვრისწერა სიონის ეკლესიაში გაიმართა, ხელის მოწერა კი ლისის ტბაზე. ქორწილი რესტორან ჭაშნაგირში.

ფოტოგრაფი და ფოტოსესია

ჩვენი ფოტოგრაფი იყო დავით ხვედელიძე და ძალიან კმაყოფილი დავრჩი მისი მუშაობით. ფოტოსესია დაიწყო Georgios Rancho-ზე და შემდეგ ლისზე გაგრძელდა.

ქორწილი

დილით ჩვენ და მეჯვარეები ფოტოგრაფთან და ვიდეოგრაფთან ერთად შევიკრიბეთ Georgios Rancho-ზე წოდორეთში. ულამაზეს ადგილზე, სადაც ნამდვილად ლამაზი სურათები გამოვიდა. შემდეგ ჯვრისწერაზე წავედით, სიონის ეკლესიაში, სადაც მამაომ დაგვწერა ჯვარი და კიდევ უფრო გამაბედნიერა იმ ფაქტმა, რომ უფლის წინაშე ჩვენი გზები გადაიკვეთა და ოფიციალურად გავხდით ცოლ-ქმარი. ხელის მოწერა ლისზე გვქონდა, სტუმრები იქ გველოდებოდნენ. შემდეგ უკვე ლისზე ფოტოგრაფმა თვითონ შეარჩია ადგილები და ფოტოსესია იქ გავმართეთ. ნამდვილად დაღლილი ვიყავი, თუმცა ალბათ უფრო ემოციებისგან. რესოტრანში ვატოს მეჯვარის საჩუქარი დაგვხვდა, ბანერი ჩვენი სახელებით და ლამაზად გაფორმებული. ქორწილი რამდენიმე ქართულმა ცეკვამ შეავსო, მოცეკვავეებმა იდეალურად გაართვეს თავი და უფრო ლამაზი და დახვეწილი გარემო შექმნეს. იდეალურად ჩაიარა ყველაფერმა, რადგან მეორე დღეს ყველა აღფრთოვანებული გვირეკავდა, ჩვენც ვცდილობდით ყველა სტუმარს მაქსიმალური სიამოვნება მიეღო და ამისათის ყველაფერი გავაკეთეთ.

საქორწილო მოგზაურობა

სამწუხაროდ საქორწინო მოგზაურობა არ შედგა, რადგან პატარას ველოდებით და ვარჩიეთ საქართველოში დავრჩენილიყავით თუმცა მომავალში დიდი გეგმები გვაქვს.

რჩევა მომავალ პატარძლებს

ყველა პატარძალს ვურჩევ, რომ ეცადოს და არ ინერვიულოს, რადგან ის დღე მისია და მაქსიმალურად უნდა გამოიყენოს, რომ კარგად დაამახსოვრდეს, ეს ხომ პირველი ნაბიჯია ბედნიერებისკენ!

22815161_1846048235424352_40824813344153661_n 22853203_1846048348757674_7642376103785168403_n 22730503_1846047565424419_2471812286354528687_n 22853029_1846048025424373_8896424514946472980_n 22730338_1846047705424405_976129824922710793_n 22780139_1846074285421747_1356507337375159324_n 22815282_1846052015423974_5433896951318527030_n 22788768_1846052075423968_6309399919583944276_n 22815309_1846048028757706_1075770772761160818_n 22851825_1846066632089179_2563849474532733348_n 22814281_1846074302088412_8331171213330591107_n 22789099_1846066412089201_3040483287975465041_n 22789053_1846181752077667_2843489752841749846_n 22780328_1846182195410956_657541099627505313_n 22730455_1846182122077630_2860801904047458290_n 22780421_1846074712088371_1745290004020735040_n 22813953_1846181988744310_639493481361660939_n 22814318_1846181772077665_8784642921957798480_n 22730471_1846181622077680_510424705853805401_n 22789068_1846073845421791_7987190335066661366_n 22789133_1846051958757313_4647623381959392709_n 22894227_1851232394905936_7973290721836460238_n

კომენტარები