TOP

ქორწილში ნაპოვნი სიყვარულის, ქორწილით დაგვირგვინება

_DSC8822 (2)

მარიამ ადეიშვილმა და ოთო არველაძემ ერთმანეთი  საერთო მეგობრების საშუალებით, ქორწილის სამზადისის დროს გაიცნეს . მიუხედავად ორწლიანი განშორებისა, მათ უწყვეტი კავშირი ჰქონდათ ერთმანეთთან. 2015 წელს მათ სიყვარულს ოფიციალური სახე მიეცა და 2016 წელს  ულამაზესი ქორწილით დაგვირგვინდა. მათი ურთიერთობისა და ქორწილის დეტალებზე, მარიამმა გვიამბო.

ქორწილამდე

მე და ოთომ ერთმანეთი 2013 წელს,  ჩვენი მეგობრების  საშუალებით გავიცანით. 13102736_10206515655354357_7041508830767627686_nჩემი დაქალი თხოვდებოდა. მე მეჯვარე ვიყავი, ოთო კი სიძის უახლოესი მეგობარი, შესაბამისად ქორწილის სამზადისისას ხშირად გვიწევდა ერთად ყოფნა. ორივე ვმონაწილეობდით ქორწილის დაგეგმვაში, მეგობრებს ვეხმარებოდით და ამან უფრო დაგვაახლოვა ერთმანეთს.  ქორწილის შემდეგ ოთოს ფეხბურთის გამო ბელარუსიაში მოუწია წასვლა, თუმცა ამ სიშორემ ჩვენს ურთიერთობას ვერაფერი დააკლო. ტელეფონისა და სოციალური ქსელის მეშვეობით  მუდამ გვქონდა კონტაქტი და მაინც შევძელით  ურთიერთობის შენარჩუნება.  2015 წელს ოთო საბოლოოდ დაბრუნდა საქართველოში და გაზაფხულზე, მარტის თვეში ჩვენი  ურთიერთობა გაოფიციალურდა.

ხელის თხოვნა

წელს, 24 ივნისს ჩემი დაბადების დღე იყო. მეგობრებთან ერთად გადახდა არ 13502055_10206871223643342_7890065231293251899_nმქონდა დაგეგმილი, მინდოდა, რომ  მე და ოთო წავსულიყავით რესტორანში და მხოლოდ ჩვენ ორს აღგვენიშნა ეს დღე.  ასეც მოხდა, მაგრამ რესტორანში უცბად  ჩემი მეგობრები დაგვადგნენ თავზე  და ამ დროს  ოთომ ბეჭედი გამომიწოდა და ცოლობა მთხოვა,  გაოცებული ვიყავი, არ ველოდი თუ ეს ყველაფერი ამ დღეს მოხდებოდა.   შემდეგ ეს ორი ააჩვეულერბივი მოვლენა ყველამ ერთად აღვნიშნეთ.

ქორწილის სამზადისი

ქორწილის დასაგეგმად დაახლოებით ორი თვე გვქონდა. ჩემი სამსახურიდან გამომდინარე აღნიშნული პერიოდი  საკმაოდ დატვირთული იყო. ორივე მაქსიმალურად ვიყავით ჩართულები ამ პროცესში, თუმცა  ხშირად იყო მომენტი, რომ მე არ მეცალა და ოთოს მარტო უწევდა წასვლა  კონკრეტული დეტალების გასარკვევად. რა თქმა უნდა, მეგობრები და ოჯახის წევრებიც ძალიან დაგვეხმარნენ,  მათ გარეშე  ალბათ ძალიან გაგვიჭირდებოდა ყოველივე ამის მარტო დაგეგმვა და გაკეთება.

 

კაბა

_DSC8359 (2)საკმაოდ დიდი ხანი ვარჩევდი. ვინაიდან ქორწილი ღია ცი ქვეშ მქონდა გადაწყვტილი, არ მინდოდა, რომ  ზედმეტად გადატვირთული ყოფილიყო, ვერ ვიქნებოდი კომფორტულად.   შესაბამისად ამოვარჩიე ყველაზე სადა ვარიანტი, რომელიც ძალიან მოუხდებოდა ქორწილის თემას. მისი შექმნა ჩემს მკერავს მივანდე, ჩემი აზრით ის ერთ-ერთი ყველაზე გემოვნებიანი და დახვეწილია ამ  სფეროში, შესაბამისად მას ყველანაირად ვენდობი.

ლოკაცია_DSC8813 (2)

ბავშვობიდან ვიცოდი, რომ ქორწილი აუცილებლად ღია ცის ქვეშ უნდა მქონოდა.  გამიმართლა, რომ ოთოსაც მოეწონა ეს იდეა. ვეძებდით თბილისში შესაფერის ლოკაციას, სადაც შესაძლებელი იქნებოდა ქორწილის გამართვა და ბოლოს ასეთ  უმშვენიერეს ადგილს თბილისის ზღვასთან მივაგენით, რომელიც დაუფიქრებლად ვიქირავეთ.

ხელმოწერაც ასევე ღია ცის ქვეშ გვინდოდა. ვთვლი, რომ საუკეთესო გადაწყვეტილება იყო weddingstory ში ხელის მოწერა. ყველა ჩემი მეგობარი აღნიშნავს, რომ ცერემონია იყო დაუვიწყარი. შესანიშნავი გარემოა, დახვეწილი გაფორმება და ასევე, არაჩვეულებრივი ლოკაციაა ფოტოებისთვის. თამამად ვიტყვი, რომ ამ სფეროში ნამდვილად საუკეთესოები არიან

ჯვარი სიონში დავიწერეთ.  მე სიონში ვარ მონათლული, ამიტომ დედის თხოვნა იყო, რომ ჯვრისწერაც სიონში გაგვემართა და რა თქმა უნდა, დავუჯერე.

ფოტოგრაფი

ფოტოგრაფი იყო დემეტრე დათიაშვილი, რომელიც მე და ოთოს ყველანარიად გვიწყობდა ხელს, ეს დღე მართლა საუკეთესო ყოფილიყო. გარდა იმისა, რომ აკეთებდა თავის საქმეს, მორალურადაც გვამხნევებდა მაშინ, როცა ამინდზე ძალიან ვნერვიულობდით

ქორწილი

მოგეხსენებათ, ღია ცის ქვეშ ქორწილი არის ცოტა სარისკო. დიდწილად ამინდზე ვიყავით დამოკიდებული. ჩვენი ქორწილის დღეს, 3 სექტემბერს, დილიდან იყო მოღრუბლული და ცოტა იწვიმა კიდევ, რაზეც მე და ოთო ძალიან ვნერვიულობდით. თუმცა, უბედნიერესი ვარ, რომ წვიმამ ხელი არ შეგვიშალა და ქორწილი შედგა. ძალიან კმაყოფილი ვარ. გვქონდა არაჩვეულებრივი ხელისმოწერა და ქორწილიც ისეთი, როგორიც სულ მინდოდა. ჩვენი სტუმრები გაერთნენ და ბევრისგან მოვისმინე, რომ განსხვავებული ქორწილი იყო და ძალიან ისიამოვნეს.

საქორწინო მოგზაურობა

14224939_10207380445653574_3278229346351218886_nიქედან გამომდინარე, რომ დასასვენებლად მხოლოდ 5 დღე გვქონდა. საზღვარგარეთ წასვლა ვერ მოვახერხეთ და კაჭრეთში, სასტუმრო ამბასადორში დავისვენეთ. სხვანაირად ვგეგმავდით თაფლობის თვეს, მაგრამ საბოლოოდ, კმაყოფილი დავრჩით. კახეთში დასვენება ძალიან კარგი იყო, ამბასადორში ყველა პირობაა შექმნილი დროის სასიამოვნოდ გასატარებლად.

 

 

 

რჩევა მომავალ პატარძლებს

ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი დღე და ყველას ვურჩევ, თავისი სურვილის მიხედვით გააკეთონ არჩევანი. ხშირია შემთხვევები, როცა ოჯახის გათვალისწინებით ხდება ქორწილის სტილის შერჩევა. რა თქმა უნდა, დედისა და ახლო ადამიანების რჩევა საჭირო და გასათვალისწინებელია, თუმცა, საბოლოოდ, გადაწყვეტილება ყველამ თავად უნდა მიიღოს.

 

_DSC8251 (2)_DSC9061 (2)_DSC9043 (2) _DSC8958 (2) _DSC8904 (2) _DSC8900 (2) _DSC8876 (2) _DSC8860 (2)adgilze (6) _DSC8777 (2) (1) _DSC8685 (2) _DSC8654 (2) (1)_DSC9414

 

კომენტარები