TOP

სიყვარული მოსკოვიდან თბილისში

14702267_694933940671529_11203923785666112_n

ქორწილამდე

16425491_751471685017754_911551170_nმე და გიორგიმ ერთმანეთი 8 წლის წინ, 2009 წელს გავიცანით, მაშინ 15 წლის ვიყავი. მე რუსეთში ვცხოვრობდი, გიორგი-საქართველოში. თავიდან უბრალოდ ვმეგობრობდით, მხოლოდ ზაფხულობით ვხვდებოდით ერთმანეთს, როდესაც საქართველოში ჩამოვიოდი. თუმცა ჩვენი ურთიერთობა იყო რაღაც მეგობრობაზე მეტი და რუსეთში ყოფნის დროსაც სულ გვქონდა კონტაქტი. ასე გაგრძელდა სამი წლის მანძილზე. 2012 წლის ზამთარში, როდესაც მოსკოვიდან თბილისში დავბრუნდი, ერთ დღეს გიორგიმ ძალიან რომანტიკულად და ლამაზად ამიხსნა სიყვარული. მალე გრძნობა ორმხრივ სიყვარულში გადაიზადრა და 4 წლის შემდეგ ქორწილით დავაგვირგვინეთ.

 

ხელის თხოვნა

ხელის თხოვნა ტრადიციული გვქონდა. წინასწარ დავგეგმეთ და 2016 წლის 25 ივლისს დავთქვით ნიშნობის თარიღი. ნიშნობის დღეს გიორგი თავის ოჯახის წევრებთან ერთად გვესტუმრა და ოჯახურ გარემოში მთხოვა ხელი.

16441450_751471551684434_863462903_n

მზადება

ქორწილის სამზადისი ზუსტად ერთი თვით ადრე დავიწყეთ. ძალიან რთული, მაგრამ, რა თქმა უნდა, ამავედროს ძალიან სასიამოვნო პროცესი იყო.  უამრავი ადამიანი მედგა გვერდში და მეხმარებოდა, ოჯახის წევრები, მეგობრები.  ძალიან ვღელავდი ყველა დეტალზე.  მინდოდა, რომ  ყველაფერი უმაღლეს დონეზე ყოფილიყო ამ დღეს. საბედნიეროდ გვერდში მყოფი ჩემი საყვარელი ადამიანები მუდამ მამხნევებდნენ და მეხმარებოდნენ, რომ ჩემი ოცნებები სისრულეში მომეყვანა და ვფიქრობ გამომივიდა კიდეც.

კაბა

კაბა ყველთვის  მინდოდა მცმოდა გრანდიოზული, როგორზეც დარწმუნებული ვარ ყველა გოგო ოცნებობს. სულ ვიცოდი, რომ  კაბა აუცილებლად მარიონელასი იქნებოდა. პირველივე მისვლაზე ვნახე ზუსტად ის მოდელი, როგორიც მინდოდა და როგორიც წარმომედგინა, რომ მეცმეოდა და არჩევანიც მაშინვე მასზე შევაჩერე.

14595610_694916170673306_2414323682925783894_n

თმა და მაკიაჟი

თმა და მაკიაჟი გადავწყვიტე, რომ სახლში გამეკეთებინა. ამიტომ ვიზაჟისტიც და სტილისტიც შინ მოვიწვიე. ჩემს მაკიაჟზე იზრუნა  უსაყვარლესმა მარიამ ხუციშვილმა, რომელმაც ყველაფერი ზუსტად ისე გამიკეთა, როგორც მინდოდა. ძალიან დიდ მადლობას ვუხდი ამისთვის მარიამს.

14720382_694917687339821_5404510593184071759_n

ლოკაცია

ჩემი და გიორგის, ორივეს ოცნება იყო ჯვრისწერა სვეტიცხოველში გვქონოდა და ეს ოცნება ავიხდინეთ. ამით ძალიან ბედნიერები ვიყავით.  ქორწილი გვქონდა ულამაზეს რესტორან „ქართულ სახლში“, რომლის ეზოშივე გავმართეთ ხელის მოწერის ცერემონია. ყველაფერი უმაღლეს დონეზე იყო ორგანიზებული, რისთვისაც ძალიან დიდ მადლობას ვუხდი ქართული სახლის პერსონალს.

ფოტოგრაფი და ფოტოსესია

ფოტოგრაფზე ბევრი არ მიფიქრია, ძალიან მომწონდა „Lig studio”, რომელიც აღმოჩნდა, რომ ქართულ სახლთანაც თანამშრომლობდა, შესაბამისად  აღარც დავფიქრებულვართ, მაშინვე ის ავირჩიეთ. ფოტოსესია გვქონდა შატო მუხრანში, სადაც ულამაზესი ფოტოები გამოვიდა.

ქორწილი

ქორწილის დღეს გიორგი ოჯახში გვესტუმრა, საიდანაც ჯერ შატო მუხრანში გავეშურეთ. ფოტოსესიის შემდეგ გქვონდა ჯვრისწერა, ხოლო ბოლოს რესტორანში მისულებს ხელის მოწერის ცერემონია.  ჩვენს მეგობრებთან ერთად უამრავი საჩვენებელი ნომერი დავდგით. ძალიან ბევრი ცეკვა იყო. მე ვიმღერე კიდეც. ჩემმა დაქალებმა სიურპრიზი გაგვიკეთეს და მე და გიორგის სიმღერა მოგვიძღვნეს, ჩვენივე ისტორიაზე დაწერილი, თუ როგორ გავიცანით ერთმანეთი და ა.შ.  ამ დღის ყოველ წუთი გათვლილი მქონდა, ყველაფერი შედგა და საბოლოო ჯამში კარგად ორგანიზებული ქორწილი გამოვიდა. ყველა ძალიან კმაყოფილი დარჩა.

საქორწინო მოგზაურობ

საქორწინო მოგზაურობაში თურქეთში ვიყავით, სადაც 10 ტკბილი დღე გავატარეთ.  ლამაზი მოგონებებითა და ძალიან ნასიამოვნები დავბრუნდით.

16426550_751471905017732_1193271457_n 16426455_751471898351066_369676133_n  16359155_751471901684399_142830083_n16402166_751471908351065_902885776_n

რჩევა მომავალ პატარძლებს 

პირველ რიგში ყველა გოგოს, რა თქმა უნდა, იმას ვურჩევ, რომ არ ინერვიულონ და დატკბნენ ყოველი წამით. აუცილებლად აისრულონ ყველა ოცნება და ჩანაფიქრი, რაც აქვთ და გააკეთონ ისეთი ქორწილი, როგორზეც ოცნებობდნენ ყოველთვის!

ყველას დიდ სიყვარულსა და ბედნიერებას ვუსურვებ! <3

14708095_694913747340215_4593204674882713389_n 14572991_694917050673218_3546958350496467570_n 14713749_694917620673161_1476708941097667029_n 14713688_694917784006478_3695530943318964923_n 14732199_694923297339260_3985516658259963408_n 14724494_694931460671777_897535780313473526_n 14716140_694933557338234_8636801937765435792_n 14705833_694931684005088_5276849227112954085_n 14705752_694931984005058_3149249414538882128_n 14702364_694931130671810_8096320878781390493_n 14611080_694923384005918_5588036252921279837_n 14721537_694933350671588_5348799787455302380_n 14702267_694933940671529_11203923785666112_n 14570440_694934017338188_3809237712704922281_n 14563373_694933644004892_3100622020300527165_n 14695452_694934347338155_6699726425893700210_n 14650299_694942654003991_4011725393484597108_n

 

კომენტარები