როგორ მოვაწყოთ კუთხე სტუმრების წიგნისთვის
წიგნი სტუმრებისთვის, სადაც ახლობლები შთაბეჭდილებებსა და სურვილებს წერენ სიძე-პატარძლისთვის, ჯერ-ჯერობით საქართველოში პოპულარული არ არის. არადა, ეს ძალიან კარგი მეთოდია, გაამხიარულო სტუმრები და შეინახო საქორწილო სურვილები ცხოვრების ბოლომდე. გთავაზობთ იდეებს, თუ როგორი კუთხე შეგიძლიათ მოაწყოთ სტუმრების წიგნისთვის.