
რა გელოდებათ სიყვარულში 2018 წელს, ზოდიაქოს მიხედვით
სულ მალე, ზუსტად 12 დღეში ახალი, 2018 წელი შემოაღებს კარს. მოგეხსენებათ წელს ძაღლის ჯერია და დიდი იმედია, რომ წლევანდელი ძაღლის ხასიათი ავი არ იქნება 😀 თქვენი ჰოროსკოპის მიხედვით შეგიძლიათ წინასწარ გაიგოთ, თუ რა გელოდებათ სიყვარულში, რა შეიცვლება და რისი იმედი უნდა გქონდეთ.
ვერძი
როგორც იქნა, თქვენს მეორე ნახევარს შეხვდებით – სასიყვარულო ჰოროსკოპი 100-პროცენტიან გარანტიას გაძლევთ. გიხაროდეთ! უძილო ღამეებსა და მარტოსულ დღეებს, როგორც იქნა, ბოლო მოეღება. ვისაც პარტნიორი არ ჰყავდა, მას უკვე წლის პირველივე ნახევარში შეხვდება – ზამთრის ბოლოს – გაზაფხულის დასაწყისში. ყურადღებით იყავით და შანსი ხელიდან არ გაუშვათ! თუ ვინმე მოგეწონათ და მისი გაცნობა გინდათ – არ მოგერიდოთ და თამამად გადადგით ნაბიჯი! შეიძლება, სწორედ ის იყოს თქვენი ბედი.
კურო
ტყუპებს ამ წელს მხოლოდ საკუთარი თავის იმედი უნდა ჰქონდეთ. ქორწინებასთან დაკავშირებით აჩქარება არ ღირს, რადგან ძაღლი მათ ურჩევს, რჩეულს მეტი ყურადღებით დააკვირდნენ. შესაძლოა, ეს სულაც არ იყოს ის ადამიანი, რომელთანაც ბედის დაკავშირება ღირს. თუმცა, წლის მეორე ნახევარში ვარსკვლავები სასიამოვნო შეხვედრას ამზადებენ, რომელიც შემდგომ სტაბილურ, კარგ ურთიერთობებში გადაიზრდება.
კირჩხიბი
ამერიკული მთები, მექსიკური ვნებები, ტროპიკული შტორმი, ცუნამი – როგორც გენებოთ, ისე უწოდეთ – 2018 წელი ლომებისთვის მშვიდი ნამდვილად არ იქნება. შეხვედრა-განშორება-ურთიერთობების ცეცხლოვანი გარჩევა და ასევე ცეცხლოვანი შერიგება – მხოლოდ ნაწილია იმისა, რასაც ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლებს ელოდებათ ძაღლის წელიწადში. მთავარია, რომ 2018 წელი მათ დიდი ხნის წასული სიყვარულის დაბრუნებას ჰპირდება! მალე გამოჩნდება ის, ვინც დიდი ტკივილი მოგაყენათ. თუმცა, ფრთხილად იყავით და ამჯერად დაფიქრდით: ღირს კი მეორედ იმავე მდინარეში შეცურვა?
ქალწული
სასწორი
წლის დასაწყისში სასწორებს სასიყვარულო ურთიერთობებში თავისებური პაუზა ელოდებათ. ეჭვები, მერყეობა, „ჰო“ თუ „არა“ – აწონ-დაწონა… ცვლილებები შუა გაზაფხულზე დადგება – მაშინ, როცა „ტყეს ფოთოლი მოესხმება“ და ჰაერში რომანტიკისა და ბედნიერების სურნელი დატრიალდება. ეს იდეალური დროა სასწორებისთვის. სასწორები თავისი შარმით საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლებს „დაატყვევებენ“ და შედეგიც – ზაფხულში ვარსკვლავები მათ უკვე ქორწინებას უწინასწარმეტყველებენ! დროა, საქორწინო სამოსი შეათვალიეროთ.
ძალიან საინტერესოა! 2018 წელს მორიელებს თავად ცხოვრება შეუყვარდებათ! ვარსკვლავები ხანგრძლივ და სტაბილურ ურთიერთობებს მათ არ ჰპირდებიან. ამის ნაცვლად, ძაღლის წელი მორიელებისთვის იქნება ხანა, როდესაც ისინი დაიბრუნებენ საკუთარი თავისა და ადამიანების რწმენას. მთელი წელიწადი მათი თანმდევი ბედნიერება იქნება. ეს სჯობს, ვიდრე ტანჯვა გაუგებარი ურთიერთობებისა და ნეგატიური ადამიანების გამო. ამიტომ გიყვარდეთ ყველაფერი: მოგზაურობა, სიცილი, საკუთარი თავი და თავად ცხოვრება.
მშვილდოსანი