
კითხვები, რომლებიც უნდა დაუსვათ თქვენს მომავალ ფოტოგრაფს
- რა ღირს მომსახურება?
- რამდენი იქნება წინასწარ გადასახდელი?
- რას მოიცავს პაკეტი?
- რამდენი ქორწილი გაქვთ გადაღებული თქვენი კარიერის მანძილზე?
- გადაგიღიათ თუ არა იმ ადგილზე ოდესმე, სადაც ფოტოსესიას ვაპირებთ?
- გაქვთ თუ არა საკუთარი განათება? (თუ პასუხი იყო არა, მაშინ მოისმინეთ ამომწურავი პასუხი იმის შესახებ თუ რატომ და როგორ მუშაობს მის გარეშე)
- შეგიძლიათ გვაჩვენოთ თქვენი ნამუშევრები?
- რამდენი საათით ადრე იწყებთ მომზადებას ქორწილამდე? (დაგვიანების თავიდან ასაცილებლად)
- რა ღირს დამატებითი საათი?
- გყავთ თუ არა ასისტენტი? ( მეორე ფოტოგრაფი ძალიან მნიშვნელოვანია ქორწილში, ვინაიდან ზოგიერთი მომენტის დაფიქსირება აუცილებლად ორი მხრიდანაა საჭირო, მაგალითად: როდესაც სიძე-პატარძალი პირველად ხედავენ ერთმანეთს)
- გაქვთ თუ არა ლიმიტი გადაღებული ფოტოების? (პასუხი უნდა იყოს არა! ვინაიდან გადასაღები მომენტები შესაძლოა გაცილებით მეტი იყოს, ვიდრე ლიმიტი)
- საშუალოდ, რამდენი ფოტო იქნება ჯამში?
- რამდენი ფოტო იქნება დამუშავებული?
- რომელი საათიდან რომელ საათამდე მუშაობთ?
- ქორწილიდან რა ვადაში ჩაბარდება ფოტოები?
- რა სახით მივიღებ მასალას?
- გამოიყენებთ თუ არა ჩემს ფოტოებს თქვენს გვერდსა და საიტზე?
- რა გეცმევათ ქორწილის დღეს? (იმ შემთხვევაში, თუ დრესკოდს აწესებთ ქორწილში)
- რა გეგმა გაქვთ, თუ ქორწილის დღეს ცუდად გახდით, საავადმყოფოში აღმოჩნდით და ვეღარ იღებთ ჩემს ქორწილს?
- გაქვთ თუ არა დაცვის მექანიზმი, რომ ფოტოები არ წაიშალოს და არ დაიკარგოს?
- რა გეგმა გაქვთ, თუ ქორწილის დღეს იწვიმა?
- შეგიძლიათ მომცეთ თქვენი ყოფილი კლიენტის კოორდინატები, რომელსაც დავუკავშირდები და რეკომენდაციას გაგიწევთ?
- ტრანსპორტირებას თქვენ ახდენთ თუ ჩვენ უნდა ვიზრუნოთ?