
გრძელი კაბები მეჯვარეებისთვის
თუ მეგობარმა მეჯვარეობა გთხოვათ, თქვენ კი ჯერ მხოლოდ ის იცით, რომ გრძელი კაბა გინდათ გეცვათ, წაიკითხეთ ჩვენი რჩევები და დაათვალიერეთ ფოტოები.
გრძელი კაბა თითქმის ყველანაირი ტანის ადამიანს უხდება. თქვენი წონისა და ფორმების მიხედვით უნდა აარჩიოთ, კაბა დაშვებული უნდა იყოს თუ ვიწყო. თუ რაღაცების დაფარვა გინდათ, უმჯობესია შიფონის, ზემოდან გავშებული კაბა მოირგოთ. თუ ლამაზი თეძოები და უკანალი გაქვთ, ვიწრო, ე.წ. ქალთევზას ტიპის კაბა მოგიხდებათ.
რაც შეეხება კაბის ზედა ნაწილს – თუ ლამაზი, სავსე მკერდი გაქვთ, ნუ დაფარავთ, ჩაიცვით კორსეტი. თუ მკერდის გამოჩენა არ გსურთ, ან მხრები ზომაზე უფრო დიდი გაქვთ, სჯობს კაბა დახურული გულით შეიკეროთ. ან, თუნდაც მხოლოდ ცალი მხარე დაფაროთ.
თუ ქორწილი რომელიმე კონკრეტულ ფერში არ არის გადაწყვეტილი, რაც იმავე ფერის კაბის ჩაცმას გავალდებულებთ, ისეთი ფერი შეარჩიეთ, რომელიც ყველაზე მეტად მოგიხდებათ, მაგრამ არ იყვირებს. მაგალითად წითლით თეთრ კაბაში გამოწყობილ პატარძალს დაჩრდილავთ, რაც, რა თქმა უნდა, ცუდია. შავი ტრადიციული ქორწილისთვის მეტისმეტად არატრადიციული და შეუფერებელია. ამ დროს იდეალური იქნება რამე ნეიტრალური, პასტელური ფერი შეარჩიოთ. მაგალითად: კრემისფერი, ბაცი ვარდისფერი, ღია ცისფერი ან ძალიან მკრთალი ტონის ნაცრისფერი.
წარმატებებს გისურვებთ კაბის არჩევისას.