განსაკუთრებული დღის განსაკუთრებული ისტორია
ქორწილამდე
ჩვენი ისტორია ძალიან უჩვეულოდ დაიწყო… ზუსტად მახსოვს 2014 წლის მაისის 11 რიცხვი იყო.. ერთმანეთს ჩემი მეგობრის დაბადებისდღეზე შევხვდით. იმ დღეს რაღაც განსაკუთრებულად მოვემზადე, რაღაცნაირი განსხვავებული გრძნობით მივდიოდი… დღეობაზე ყველაფერმა ჩვეულებრივად ჩაიარა. მეორე დღეს მეგობრობა გამომიგზავნა და მხოლოდ 4თვის შემდეგ მომწერა და ჩხუბი დაიწყო “რატო არ მომწერეო”… სრულიად მოულოდნელად და უმიზეზოდ… ამის შემდეგ დაიწყო ჩვენი ყოველდღიური ურთიერთობა და სიყვარულში გადაიზარდა.. არა!უფრო სწორად პირველივე დღეს სიყვარულით დაიწყო და შემდეგ გადაიზარდა ცხოვრების ჩვეულ რიტმში…
ხელის თხოვნა
რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, 21 საუკუნის ხელის თხოვნის ტრადიციულ რიტუალს ჩვენ არ შევუერთდით. ჩემი მეუღლე ამას ბანალურ და ფეისბუქზე ახალი ფოტოების გაზიარების საბაბს უწოდებს. ამიტომაც ეს ნაბიჯი ჩვენ გამოვტოვეთ და პირდაპირ ნიშნობაზე გადავედით… სავარაუდოდ უახლოეს მომავალში ლევანს მოუწევს ხელის თხოვნის “სიურპრიზის” გაკეთება, რადგან ძალიან მომწონს და ცხოვრების ბოლომდე წუწუნის მოსმენას ალბათ დროის უკან დაბრუნებას აირჩევს….
ქორწილის სამზადისი
ქორწილის მიმდინარეობა, იდეა – მთლიანად ჩემი და ლევანის დაგეგმარება იყო. მიუხედავად წინა სამაგისტრო გამოცდების სამზადისისა მაინც მაქსიმალურად დეტალურად ვიყავი ყველა საკითხში ჩართული. არ მესმის პატარძლები რატო ნერვიულობენ ქორწილის წინა პერიოდში. ალბათ მე გამიმართლა იმ მხრივ, რომ ყველა გვერდში მედგა და არ მაძლევდნენ ნერვიულობის მიზეზსს, პირიქით ძალიან დიდი შემართებით მივაბიჯებდით ამ დღისკენ.
კაბა
კაბა?! კაბა იყო ზღაპრული! ოცნების კაბა! ბავშვობიდან მიყვარს ვარსკვლავები და სწორედ ეს ვარსკვლავები აღმოჩნდა ჩემი კაბის მთავარი დეტალი. ამისთვის კი უღრმესი მადლობა თაკო მექვაბიძეს და მის გუნდს. კაბის ქსოვილი სტამბულიდან ჩამოიტანეს. დიდი ხნის ძიების შედეგად, ქსოვლის ძიებაში დრო ისე გავიდა, ზუსტად 2 კვირაში მოახერხა თაკომ მისი შექმნა. ხელით ამაგრებდა, აწყობდა თითოეულ დეტალს. ეს იყო რაღაც არაჩვეულებრივი… ჩემი მეუღლის კოსტიუმზეც თაკომ იზრუნა, ულამაზესი ფერი და დახვეწილი დიზაინი. ამისთვისაც მადლობა ჩვენს თაკოს.
თმა და და მაკიაჟი
თმა ჩემს შეუცვლელ სტილისტს მადლენას მივანდე, სილამაზის სალონი ma masion და მაკიაჟი სალონ diamond-ის ერთ-ერთ საკმაოდ ცნობილ ვიზაჟისტ მაია არქანიას ვანდე. ყველაფერი ძალიან სადა და ბუნებრივი მინდოდა, ჩემი სურვილები კი ზუსტად განახორციელეს.
ლოკაცია
ქორწილი შერატონში გაიმართა. დღეისთვის ალბათ ერთ-ერთი საუკეთესო სასტუმროა თავისი გრანდიოზული დარბაზით. დარბაზის დიზაინზე იზრუნა ნატუკა ჭყონიამ, თავის გუნდ “ჰორტენზიასთან” ერთად. ყველაფერი იყო ცოცხალი ყვავილებით გაფორმებული და ალბათ სწორედ ეს ბუნებრიობა ქმნიდა მყუდრო და ზღაპრულ გარემოს. ჯვრისწერა ღვთისმშობლის საკათედრო ტაძარში ჩატარდა, ხოლო ხელის მოწერის ფიქტიური ცერემონია ჩაქვში, ოაზისში გაიმართა. ფიქტიური, რადგან ერთი წლის იუბილეზე ვგეგმავთ კიდევ რაიმე უფრო განსხვავებულის გაკეთებას…
ფოტოგრაფი და ფოტოსესია
ფოტოგრაფი სოსო გამგებელი იყო, რომელმაც ბრწყინვალედ აღბეჯდა თავის ფოტოებში ჩვენი ბედნიერების დღე. პროფესიონალი, რომელიც ძალიან გვამხნევებდა და გვერდში გვედგა. ფოტოსესია ჩემი სახლიდან დაიწყო, გაგრძელდა ტაძარში, ოაზისში, ზღვის სანაპიროზე, ბათუმის ბოტანიკურ ბაღში და დარბაზში. დროში არ ვიყავით შეზღუდულები ამიტო ყველაფერმა აუჩქარებლად და ხალისიანად ჩაიარა
ქორწილი
ქორწილი წარიმართა ისე როგორც ჩვენ ვგეგმავდოთ. ვარსკვლავები ყველგან დომინანტობდა, მადლობა საკონდიტრო “Dona” -ს, ძალიან განსხვავებული და უგემრიელესი ტორტისთვის.ასევე მადლობა ბენდს გუფილენდს რომელმაც არ მისცა ხალხს დასხდომის საშუალება და ბოლომდე ყველა გაერთო, განურჩევლად ასაკისა. ყველაფერი იდეალურად დაიწყო და ასევე იდეალურად დასრულდა… ზუსტად ისე გამოვიდა როგორიც წარმოგვედგინა.
საქორწინო მოგზაურობა
თაფლობის თვე არ გვინდოდა ერთფეროვანი და მომაბეზრებელი ყოფილიყო ამიტო რამდენიმე ლოკაცია შევარჩიეთ: ნიცა,მონაკო, პარიზი, ბრიუსელი.. ეს იყო ყველაზე ლამაზის, მოულოდნლობებით, თავგადასავლებით სავსე დაუვიწყარი დღეები.
რჩევა მომავალ პატარძლებს
ალბათ ყველაზე კარგი და სწორი რჩევა იქნება ის, რომ მუდამ შეინარჩუნონ ღიმილი და მაქსიმალური ბედნიერება მიიღონ ამ დღიდან. არ ინერვიულოთ და გახსოვდეთ, რომ ეს მხოლოდ თქვენი დღეა.