
ROYAL BABY – ბრიტანეთს მესამე მემკვიდრე შეეძინა
გუშინ დღის პირველ საათზე ბრიტანეთს ახალი პრინცი შეეძინა. ქეითი და უილიამი მესამე შვილის მშობლები გახდნენ. როგორც ყოველთვის, ქეითი მშობიარობიდან რამდენიმე საათში საზოგადოების წინაშე იდეალურ ფორმაში წარსდგა, ელეგანტური კაბითა და მაღალი ქუსლებით, რაც საოცარია ასეთ მოკლე დროში. სამეფო ოჯახის წევრის სქესი მის დაბადებამდე მთელი ქვეყნისთვის უცნობი იყო. მხოლოდ ბავშვის დაბადების შემდეგ გაავრცელა ინფორმაცია სასახლემ, რომ წყვილს ვაჟი შეეძინა.
უილიამი სამშობიაროში უფროს შვილებთან, ჯორჯთან და შარლოტასთან ერთად მივიდა.
ბავშვის სახელი ჯერჯერობით უცნობია
ქეითს და უილიამს მეორე პრინცი შეეძინათ. ამ ფოტოზე ჩარლზსა და დაიანას რიგით მეორე პრინცი, ჰარი გამოჰყავთ სამშბიაროდან და უნდა აღინიშნოს ეს დამთხვევა, რომ დაიანას და ქეითს ერთი ფერის სამოსი აცვიათ.
წარდგენის შემდეგ მშობლები ბავშვებთან ერთად სასალხისკენ დაიძრნენ