
ROMONA KEVEZA – შემოდგომა 2015
კოლექციაში, რომელიც დიზაინერმა 2015 წლისთვის შექმნა, შეზავებულია ტრადიციული საქორწილო და თანამედროვე, მოდერნისტული ელემენტები. კაბების ნაწილი გეომეტრიული სიზუსტითაა შესრულებული, ნაწილი არატრადიციულ ფერებშია გადაწყვეტილი, ნაწილი კი საოცარი მაქმანებითაა შეკერილი. ამ კოლექციის ნახვისას, არ გრჩება შეგრძნება, რომ რომელიმე კაბა არ მოგწონს. მეტალის დეტალები და ულამაზესი ყვავილები და ჩვენებას განუმეორებლობას ანიჭებს.