PRONOVIAS – 2015 წელი
როგორ წესი, ,,pronovias-ის“ კაბები საოცრად დახვეწილი და ლამაზია. სოციალურ ქსელებშიც ყველაზე მეტ ფოტოს გოგოები სწორედ მათი ჩვენებებიდან დებენ. 2015 წლის კოლექციის უმშვენიერესი კაბები მაქმანებითაა გაფორმებული. ყველა მათგანი გრძელია. დომინირებს ტანზე მომდგარი, ე.წ. ქალთევზას კაბები. თმის აქსესუარები კი, რომლებიც მოდელებს ამშვენებთ, მომავალი პატარძლებისთვის ინსპირაციის წყაროდაც შეიძლება იქცეს.