
Do It Yourself – DIY- რჩევები
ვინც ფიქრობს, რომ ქორწილი დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული, არ ცდება. უფრო მეტიც, მართალია. მაგრამ თუ იმ თანხას დაზოგავთ, რომელიც დიზაინერისთვის უნდა გადაგეხადათ და გაფორმებაზე თავად იზრუნებთ, თქვენი საქორწილო ბიუჯეტი საგრძნობლად შემცირდება.
თუ აქამდე გეგონათ, რომ მინის ქილები და ბოთლები მხოლოდ ბებიებს სჭირდებათ მურაბებისა და ზამთრისთვის შესანახი სხვა პროდუქტებისთვის, სასწრაფოდ სარდაფში ჩაირბინეთ და შეაგროვეთ ცარიელი ჭურჭელი, ის თქვენს ქორწილს განუმეორებელს გახდის.
ეს ძალიან ადვილია. დაგჭირდებათ მორჩენილი ნაჭრები, რომელთა პოვნაც სახლში არ გაგიჭირდებათ, მსხვილი ძაფები, წებო, მაკრატელი, ხელები და ცოტა ფანტაზია. თუ მოინდომებთ, შეძლებთ მსგავსი ნივთები დაამზადოთ.
წარმატებებს და ბედნიერ ქორწილს გისურვებთ!