
7 საუკეთესო ყვავილი საგაზაფხულო ქორწილისთვის
გაზაფხული უმშვენიერესი სეზონია. ამ დროს ძალიან ბევრი ლამაზი ყვავილი იშლება. აღსანიშნავია ისიც, რომ დეკორაციისთვის მცენარეების გამოყენება მცირე ხარჯებით სწორედ წელიწადის ამ დროსაა შესაძლებელი. თუ ჯერ კიდევ არ შეგირჩევიათ, როგორი უნდა იყოს თქვენი საქორწილო თაიგული, გთავაზობთ 7 ყვავილს, რომლლებიც ყველაზე მეტად უხდება ქორწილს გაზაფხულზე:
პიონი – ეს პატარძლების საყვარელი ყვავილია. იგი ასოცირდება სიმსუბუქესთან, სინაზესთან, ძალიან ლამაზია და რაც მთავარია, ძალიან იაფი ღირს. თუ ქორწილის ძირითადი ფერი ფარდისფერია, თქვენი თაიგულისთვის იდეალური იქნება.
ვარდი – კლასიკური და ლამაზი. გაზაფხულზე ყველანაირი ვარდი ძალიან ბევრია. ასე რომ, ძვირიც არ დაგიჯდებათ.
იასამანი – ეს ყვავილი ყოველთვის გაზაფხულთან ასოცირდება. მისი საოცარი სურნელი გაგახსენებთ თქვენი სიყვარულის დასაწყისსა და პაემნებს. მისი დიდი რაოდენობით გამოყენება დეკორაციისთვის კი მინიმალურ ხარჯებს უკავშირდება.
ჰორტენზია – საუკეთესო ყვავილია, თუ ქორწილის ძირითად ფერად ცისფერი აირჩიეთ. დეკორაციისთვის მისი გამოყენებაც ძალიან მცირე ხარჯთანაა დაკავშირებული.
ტიტა – ეს ყვავილი ნებისმიერი ფერის შეგიძლიათ გამოიყენოთ. თუმცა, საკმაოდ ძვირი დაგიჯდებათ.
კალა – სადა, მინიმალისტური და ლამაზი ყვავილია. ძირითადად, თეთს გამოიყენებენ საქორწილო თაიგულებში. თუმცა, როგორც ფოტოებზე ხედავთ, იასამნისფერი ან ვარდისფერიც შეგიძლიათ დაიჭიროთ.
გვირილა – იასამნის მსგავსად, გვირილაც გაზაფხულის მოსვლას გვამცნობს. ეს ყვავილი სადა და ლამაზია. ამასთან, ძალიან იაფი ღირს და მისი დეკორაციისთვის დიდი რაოდენობით გამოყენებაც კი მცირე ხარჯებთანაა დაკავშირებული. თუ ქორწილი ღია ცის ქვეშ გაქვთ, იდეალური თაიგული სწორედ გვირილისგან შეიქმნება.