TOP

3 ტიპის თამადა, რომელიც ჩაშლის თქვენს ქორწილს

164

თამადის შერჩევა ქორწილისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია ყველა წყვილისთვის.

როგორც წესი, ძალიან ბევრი რამ არის დამოკიდებული თამადაზე, განსაკუთრებით კი ის, თუ როგორ გაერთობა ხალხი და როგორ ისიამოვნებენ ამ დღით.

შესაბამისად ყველას უწევს, გარკვეული კრიტერიუმებით, თამადის არჩევა.

ჩვენ გთავაზობთ კრიტერიუმებს, რომლის მიხედვითაც თამადა არ უნდა აარჩიოთ.

 

მაშ ასე, დავიწყოთ . . .

  1. ბევრს სვამს, კარგი თამდაა

ab5e86f0-ea43-45fc-9d3a-fbb50455d97d

ამ კატეგორიის თამადები ყოველთვის აძალებენ ყველას დალევას და ეხებიან სინდისზე, როდესაც ბოლომდე არ ცლიან ჭიქას.

ამ კატეგორიის თამადებს ბოლოს საჭმელში უდევთ თავი, ძინავთ და შემდეგ სიამაყით იხსენებენ რამდენი ლიტრი ღვინო დალიეს გელაიას ბიჭის ქორწილში.
“ბევრს სვამს” – შეჯიბრია დალევაში? გაძლებაზეა? “გასკდომაზეა” ?
ისე ხომ არ ჯობს, რომ ყველამ თავის გემოზე დალიოს და მიიღოს იმდენი რამდენსაც ორგანიზმი იტანს ?

დიახ ჯობს, ნამდვილად ჯობს !

 

  1. ლექსები იცის ბევრი, კარგი თამადაა

9a7fb0aa-9b72-4e12-8a9e-1b233a15f728

 

ქორწილი არ არის პოეზიის საღამო და თავიდანვე აუკრძალეთ თქვენს თამადას ლექსების თქმა, ის ამით ვერავის ვერ გააოცებს. როდესაც უამრავ კუპლეტიან ლექსი არ მთავრდება, ეს ხალხისთვის ძალიან მოსაბეზრებელია და უმეტესობას უკარგავს ხალისიან განწყობას.

  1. მკაცრი თამადაა, ყველაფერს გააკონტროლებს

tumblr_n00x3w1asj1sryz3co1_400

როდესაც ხალხი ერთობა, ბენდი ძალიან ენერგიულ სეტს უკრავს, გაისმის აგრესიულად მჭექარე ხმა:

-“მუზიკანტებმა გააჩერონ ეს დოლი! გეყოფათ გართობა ! დასხედით ყველა და შეავსეთ ჭიქები”

ეს რა თქმა უნდა არავის არ მოსწონს,ხალხი მოსულია გასართობად და საცეკვაოდ.

 

ყურადღებით შეარჩიეთ თქვენი თამადა რადგან ის შეიძლება რომელიმე ამ კატეგორიის წარმომადგენელი იყოს და თქვენი ულამაზესი ქორწილი ჩაშალოს !

კომენტარები