
ხილით გაფორმებული ულამაზესი ტორტები
თუ ბაფთებით, მაქმანებითა და ყვავილებით გაფორმებული ტორტები არ მოგწონთ და გინდათ, რომ თქვენი საქორწილო ტორტი გემრიელად გამოიყურებოდეს, ხილს გთავაზობთ. მარწყვი, ჟოლო და მაყვალი ტორტის გასაფორმებლად ყველაზე პოპულარული ხილია. თუ ეს ფერები არ მოგწონთ, ან ქორწილი სხვა ტონებშია გადაწყვეტილი, სასურვები ფერის მიხედვით შეგიძლიათ ხილიც აარჩიოთ. ყურძენი, მოცხარი და მანდარინიც კი შეიძება გამოიყენოთ გასაფორმებლად.
გთავაზობთ ტორტებს ინსპირაციისთვის.