TOP

ხელის თხოვნა მთვარეზე 145 000 000 დოლარად

უკვე ისეთი დრო დადგა, ხელის თხოვნის გარეშე თითქმის არცერთი წყვილი აღარ ქორწინდება. შეყვარებული ბიჭები იგონებენ უამრავ იდეასა და ხერხს, რათა მათი ხელის თხოვნა  იყოს განსაკუთრებული და დასამახსოვრებელი არა მხოლოდ მათი რჩეულისთვის, არამედ ყველა  გარშემომყოფისთვისაც.  თუმცა რაღა დარჩა ისეთი, რაც ჯერ არავის გაუკეთებია? როგორი სახის ხელის თხოვნები აღარ ყოფილა, დაბადების დღეზე, ქორწილში, რომატიკულ ვახშამზე, ტივზე,  პარაშუტით ან პარაპლანით ხტომისას, ვერტმფრენში, ფლეშმობის საშუალებით და სხვა.  მაშინ, როდესაც თითქმის ყველა ორიგინალური იდეა ამოიწურა და აღარაფერი დარჩა განსხვავებული, ფრანგულმა საქორწილო სააგენტო The ApoteoSurprise-მა ახალი სერვისი შესთავაზა შეყვარებულ წყვილს და 2020 წლიდან მათ საშუალებას აძლევს, რომ ხელის თხოვნა არც მეტი და არც ნაკლები, პირდაპირ კოსმოსში ჰქონდეთ.  ყველანაირი ხელის თხოვნა იყო, ხმელეთზეც, ცაშიც და ზღვაშიც, ახლა კი დროა, რომ სიყვარული ოზონის შრეს გასცდეს.

მთვარისკენ მოგზაურობა სულ რაღაც  145 000 000 $ დაჯდება. ინტერპლანეტარული ფრენა ერთ კვირას გასტანს, ხოლო ავტონომიური მართვის სისტემა შეყვარებულ წყვილს მარტო მოგზაურობის საშუალებას მისცემს.

წყვილი, რა თქმა უნდა, წინასწარ გაივლიან მოსამზადებელ პერიოდს, რათა მათი მოგზაურობა  იყოს უსაფრთხო და მშვიდი.

აღსანიშნავია, რომ  ნახევარი საათის განმავლობაში, მანამ, სანამ მთვარის ბნელ მხარეს შემოუვლის ხომალდი, წყვილი სრულიად მარტო იქნება და არანაირი კონტაქტი არ ექნებათ დედამიწასთან.

შესაფერის მომენტში ხომალდზე სიმღერა “Fly Me to the Moon” გაიჟღერებს, რაც რომანტიკულ ატმოსფეროს შექმნის ხელის თხოვნისთვის.

კომენტარები