TOP

წლების შემდეგ ნაპოვნი სიყვარული

IMG_0547

ნათია უჩავა და გიორგი მეტრეველი მრავალწლიანი ნაცნობობისა და 4 წლიანი სასიყვარულო ისტორიის შემდეგ დაქორწინდნენ. პატარძალი მათ ურთიერთობას ბედისწერას უმადლის და 22 რიცხვი ბედნიერად მიაჩნია. საოცნებო ქორწილის, არაჩვეულებრივი სიურპრიზისა და სხვა დეტალების შესახებ სწორედ ნათიას ვესაუბრეთ.

ქორწილამდე

ერთმანეთი გავიცანით, სრულიად შემთხვევით, წლების წინ. მაშინ სკოლის მოსწავლეები ვიყავით. მას შემდეგ ერთმანეთს აღარ დავკონტაქტებივართ. წამდენიმე წლის წინ გიორგის ისევ გავახსენდი და სოციალური ქსელით დამიკავშირდა. მე თავს ვიკავებდი ურთიერთობისგან, ძალიან ბევრი იწვალა რომ მოვეძებნე. ერთ მშენიერ დღეს, 22 ივნისს, შემთხვევით შევხვდით ქუჩაში. ეს მართლა ბედნისწერა იყო. მას შემდეგ ყოველ ამ დღეს აღვნიშნავთ. ალბათ, სიმბოლურია, რომ ჩვენი ქორწილის დღეც 2 რიცხვს დავამთხვიეთ, ეს იყო 2 აგვისტო. ბევრი დამთხვევა იყო ჩვენს ურთიერთობაში, ბევრჯერ სრულიად შემთხვევით ავღმოჩენილვართ ერთსა და იმავე ადგილას. ეს ყველაფერი ამძაფრებდა ურთიერთობას.

ხელის თხოვნა

3 welis agnishvna

გიორგიმ ხელი მთხოვა პირველი პაემნის ადგილას. იქ, სადაც ნელ-ნელა ჩაეყარა ჩვენს ურთიერთობას საფუძველი. მხოლოდ ჩვენ ორნი ვიყავით, ვიხსენებდით ჩვენი ურთიერთობის ეტაპებს და ჩემთვის მოულოდნელად თითზე საოცნებო ბეჭედი აღმოჩნდა.

მზადება ქორწილისთვის

ქორწილისთვის, პრაქტიკულად, მზადება 1 თვით ადრე დავიწყეთ. მანამდე, როგორც ყველა გოგოს, მეც მქონდა ჩემი საოცნებო კაბა, ვარცხნილობა, საქორწილო დეკორაციები წარმოდგენილი და არჩეული. დაგეგმვა და მზადების პროცესი რამდენადაც დამღლელი, ასევე სასიამოვნო აღმოჩნდა ჩემთვის. ვგეგმავდით ყოველ დღე, ყოველ საათსა და წუთს. ყველაფერზე მე და გიორგიმ ვიზრუნეთ. მე მქონდა გაკეთებული ფეისბუკზე დახურული ჯგუფი, სადაც ჩემი ყველაზე ახლო მეგობრები მიზიარებდნენ თავინთ რჩევებს. დაქირავებული ორგანიზატორი არ გვყოლია. საქორწილო თაიგული და რესტორნის გაფორმება ჩემმა მეჯვარემ იტვირთა საკუთარ თავზე, რადგან ფლორისტია და უკეთ ვერავინ გამიკეთებდა. სუფრა სახლში ასევე ჩემმა ახლობელმა გააფორმა, რომელიც ამ საქმეშია ჩართული. დიდი მალდობა სალომესა და ხათოს.

ლოკაცია ქორწილისთვის

ორივეს ძალიან გვინდოდა, რომ ჩვენს მოძღვრებს დაეწერათ ჯვარი. რადგან ჩემი მოძღვარი თბილისში, გიორგისი კი მცხეთაში იყო, გადავწყვიტეთ, ხელის მოწერა და ჯვრისწერა ორივე მცხეთაში შემდგარიყო. რესტორანი ჭაშნაგირი გამოცდილებისა და რჩევების მიხედვით ავარჩიეთ.

მეჯვარე

მეჯვარეები

მეჯვარის შერჩევა არ გამჭირვებია. გვერდით მედგა ჩემი საუკეთესო მეგობარი, რომელთანაც 16 წლიანი ურთიერთობა მაკავშირებს.

კაბა

ქორწილამდე სასურველი კაბა თავად შევარჩიე. ვათვალეირებდი უამრავ საპატარძლო კაბას და ყველა მათგანიდან რაღაც მომწონდა. ვიღებდი, ვინიშნავდი, შემდეგ ვაჩვენე დიზაინერს. ძალიან ვნერივულობდი, ყველა დეტალს ვაქცევდი ყურადღებას. საბოლოოდ შესანიშნავი შედეგი მივიღეთ.

მაკიაჟი და ვარცხნილობა

მაკიაჟი და თმა ეკატერინე ჩანჩიბაძესთან გავიკეთე, „le soleil-ში“. მასთან ქორწილამდე ვიყავი და ერთად გავიარეთ დეტალები.

კოსტიუმი

მეუღლის კოსტიუმი და საერთოდ, ყველაფერი ერთად ავარჩიეთ, მხოლოდ ჩვენ ორმა. გიორგის ბევრი ფიქრი არ უყვარს, როდესაც ტანსაცმლეს არჩევს. მითუმეტეს, თუ ჩვენი,  ორივეს აზრი ერთმანეთს ემთხვევა. ზუსტად ვიცოდით, რა როგორი გვინდოდა, შესაბამისად არ იყო რთული მოძებნა და არჩევა.

პირველი ცეკვა

ვალსი

მომზადებული გვქონდა ქართული ცეკვა, ვალსი და ფლეშ მობი მეგობრებთან ერთად. ერთ ქორეოგრაფთან მოვამზადეთ სამივე ცეკვა. განსაკუთრებით შთამბეჭდავი ფლეშ მობი იყო, რადგან არავინ ელოდა.

საქორწილო სიურპრიზი

დიდი ხანია ვწერ პროზას, პოეზიას, მაგრამ ეს მხოლოდ ჩემთვის არის, როგორც სკივრში გადანახული ძვირფასი ნივთი. გიორგიმ ამის შესახებ იცოდა, ყველაფერი დააზუსტა და პლასტიკური ბარათი მაჩუქა. მასზე დარიცხული თანხით შევძლებ ჩემი პროზისა და პოეზიის დაბეჭვდას და წიგნის გამოცემას. ეს ჩემი ბავშვობის ოცნება იყო.

საქორწილო მოგზაურობა

ქორწილის მეორე დღეს სტამბოლში წავედით. ძალიან ლამაზი და საინტერესო ადგილები მოვინახულეთ. საოცარი შეგრძნებაა, როდესაც საყვარელ ადამიანთან ერთად ხარ, ყველასგან შორს.

ფოტოგრაფი და ლოკაცია ფოტოსესიისთვის

11986492_712426712195957_7489501467483281535_n

დავათვალიერე თითქმის ყველა ფოტოგრაფის ფოტოები. საბოლოოდ, არჩევანი ზურა ქართველიშვილზე შევაჩერე. ძალიან მომეწონა მისი დამუშავებული ფოტოები, ხედვა. ზურასთან ქორწილამდე მქონდა შეხვედრა, ერთად მოვიფიქრეთ ლოკაციები. ფოტოსესიისთვის შევარჩიეთ ძველი თბილისის ქუჩები. ასევე, „ტიფანი ბარი“, სადაც ძალიან თბილი გარემოა და ლამაზი ინტერიერი.

რჩევა მომავალ პატარძლებს

მომავალ პატარძლებს ვურჩევდი, რომ ყველა დეტალი გათვალონ წინასწარ, რომ მერე გული არ დასწყდეთ რამეზე. არ დაზოგონ რესურსები ფოტო-ვიდეოზე და საკუთარ სილამაზეზე. გააკეთონ ყველაფერი იმისთვის, რომ ქორწილი გახდეს დაუვიწყარი არამარტო მათთვის, არამედ გარშემომყოფებისთვისაც. აუცილებლად წავიდნენ საქორწილო მოგზაურობაში, თუნდაც რამდენიმე დღით. ეს იმ ტკბილი ცხოვრების დასაწყისია, რომელიც მათ წინ ელოდებათ. და ყველაზე მნიშვნელოვანი, გაიღიმონ!

 

11218870_712423758862919_8260057999549608494_n ჩემი საოცნებო გრძელი ფატა მეასე ნახტომის შედეგი ეს ფოტო მე ძალიან მომწონს გულისცემა გორკაა ))) ბედნიერი ჩვენ IMG_9186  IMG_0547 IMG_0255IMG_1283

კომენტარები