
შეხვედრა 8 წლის შემდეგ
ქორწილამდე
ზაფხულობით რაჭაში ჩავდიოდი დასასვენებლად. ერთ-ერთ ზაფხულს, კერძოდ 2008 წელს, რაჭაში გავიცანი ბაჩო. თავდაპირველად ბაჩომ დაიწყო აქტიურობა 2 თვიანი ურთიერთობა გვქონდა. შემდეგ უცბად შეწყდა ჩვენ შორის ყველაფერი. 8 წლის განმავლობაში ერთმანეთი არ გვყავდა ნანახი, არც რაიმე მიწერ-მოწერა გქვონია. ორივეს ჩვენ ჩვენი, ერთმანეთისგან დამოუკიდებელი ცხოვრება გვქონდა. მიუხედავად ამისა, ერთმანეთის ამბებს მუდამ საერთო ნაცნობებისგან ვიგებდით . 8 წლის შემდეგ სრულიად მოულოდნელად ბაჩო ისევ გამოჩნდა ჩემს ცხოვრებაში , ძალიან დაბნეული ვიყავი მისი გამოჩენით, ძალიან მოულოდნელი იყო ჩემთვის . 8 წლის შემდეგ ჩვენი პირველი შეხვედრა იყო ყველაზე მაგარი. ადამიანის დანახვა ასე მაგრად არასდროს გამხარებია. თურმე ერთმანეთი ძალიან, ძალიან მაგრად გვენატრებოდა. ყველაფერი ახლიდან დაიწყო. 2 წელში კი, ძალიან მაგრად , ოჯახის შექმნით დასრულდა.
ხელის თხოვნა
ხელის თხოვნა მოხდა ახალ წელს. 2017 წლის პირველ ინავრას , პლეხანოვზე ერთ-ერთ ბარში. ბაჩოს სამეგობრო , ბარის მთლიანი პერსონალი ჩართული იყო ხელის თხოვნის ცერემონიალში. ყველაზე ლამაზი დღე იყო. შემდეგ კი გაზაფხულზე ნიშნობა შედგა.
მზადება ქორწილისთვის
ქორწლისთვის მზადება დავიწყეთ 3 თვით ადრე. რაც ძალიან მცირე დრო იყო. მხოლოდ მე და ბაჩომ დავგეგმეთ ყველაფერი, თითოეული დეტალი. რაც საბოლოო ჯამში საკმაოდ რთული და დამღლელი აღმოჩნდა. თუმცა აუცილებლად უნდა ავღნიშნო ის ფაქტი , რომ ძალიან ვისიამოვნე იმით, რომ ყველა დეტალი ჩვენი შერჩეული იყო და ყველა კმაყოფილი დარჩა.
კაბა
კაბა მინდოდა გრანდიოზული, დიდი შლეიფით. კაბაზე ძალიან ბევრს დავდიოდი და საბოლო ჯამში მარიონელაზე შევაჩერე არჩევანი. ძალიან ბევრი ულამაზესი კაბა ჰქონდათ. მათი კაბებიდან შევქმენი ჩემთვის სასურველი მოდელი და შემიკერეს ისეთი როგორიც წარმომედგინა. საბოლოო ჯამში ძალიან, ძალიან კმაყოფილი ვარ.
თმა და მაკიაჟი
მაკიაჟი საქართველოში უძლიერესმა ვიზაჟისტმა მაკა შავერდაშვილმა გამიკეთა GUINOT-ში. ვარცხნილობა კი უნიჭიერესმა ჩანჩიკამ le soleil-ში.
ლოკაცია
ჯვარი სიონის ტაძარში დავიწერეთ, ხელის მოწერის ცერემონია WEDDINGSTORY-მ გაგვიკეთა ლისი გრინსში, ხოლო ქორწილი იყო რესტორან ბარაკონში.
ფოტოგრაფი და ფოტოსესია
ფოტოგრაფი იყო სოსო გამგებელი, ვოდეოგრაფი კი ალექს სუჯაშვილი. ფოტოსესია გაიმართა ამბასადორში და ლისი გრინსის მიმდებარე ტერიტორიაზე.
ქორწილი
ქორწილის დღე იყო ყველაზე ბედნიერი დღე ჩემს ცხოვრებაში. დილიდანვე ვნერვიულობდი. ქორწილის დღე დაიწყო სალონში, შემდეგ ჩემთან სახლში ბაჩო მესტუმრა. შემდეგ გადავინაცვლეთ ჯვრის წერის ცერემონიაზე, სიონის საკათედრო ტაძარში. უამრავი უცნობი ადამიანი და ტურისტი გვესწრებოდა, ჩვენთან ერთად იღებდნენ სურათებს. შემდეგ გადავინაცვლეთ ხელის მოწერის ცერემონიაზე ლისი გრინსში. ფოტოსესიაზე ამბასადორში და ბოლოს რესტორან ბარაკონში. ვიცეკვეთ ვალსი და თემატურად რაჭული (ორივე რაჭველები) ვართ. საბოლოო ჯამში ქორწილი მხიარული, დასამახსოვრებელი და ემოციებით დატვირთული იყო.
საქორწინო მოგზაურობა
თაფლობის თვე იტალიურად გავატარეთ. ვიმოგზაურეთ რომში და მილანში. მოვინახულეთ ისტორიული ძეგლები, ნაგებობები, მუზეუმები. მოგზაურობის შთაბეჭდილებები დღემდე გვაქვს გამოყოლილი.
რჩევა მომავალ პატარძლებს
მომავალ პატარძლებს ვურჩევ, რომ ქორწილის დღეს არ ინერვიულონ. ის მათი დღეა და ძალიან თავდაჯერებულები უნდა იყვნენ. ქორწილისთვის მზადება კი დიდი ხნით ადრე უნდა დაიწყონ და თითოეული დეტალი თვითონ უნდა დაგეგმონ.