TOP

ქორწილი სექტემბერში

ეს უნდა იცოდეს ყველამ, ვინც სექტემბერში აპირებს დაქორწინებას

სექტემბერი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული თვეა ქორწილისთვის. თუმცა ამ დროს ცერემონიის მოწყობასაც აქვს დადებითი და უარყოფითი მხარეები. გთავაზობთ რჩევებს:

  1. ამინდს ვერ დაგეგმავთ

ზაფხულის დასასრული და შემოდგომის დასაწყისია. არავინ იცის რა მოხდება. ამიტომ, ყველანაირი სიტუაციისთვის მზად უნდა იყოთ. განსაკუთრებით მაშინ, თუ ცერემონიის გამართვას ღია ცის ქვეშ აპირებთ.

  1. საღამოს ცივა

მზის ჩასვლის შემდეგ საგრძნობლად იცვლება ტემპერატურა. იზრუნეთ იმაზე, რომ თქვენს სტუმრებს არ შესცივდეთ. ამაში პლედებიც დაგეხმარებათ. გააფორმეთ ისინი პატარა დეკორაციით და თქვენი ქორწილის ნაწილად აქციეთ.

  1. ყვავილები ძვირია

თუ გაზაფხულზე და ზაფხულში უამრავი ყვავილია, თანაც ძალიან იაფი, შემოდგომაზე ეს ასე აღარაა. დეკორაციის მოწყობა გაცილებით ძვირი დაგიჯდებათ. ამიტომ, მეტი აქცენტი გადაიტანეთ ნივთებზე.

  1. სტუმრები, შესაძლოა, ისევ შვებულებას ატარებენ

ბევრი ადამიანი იღებს შვებულებას სექტემბერში, განსაკუთრებით, პირველ ნახევარში. დარწმუნდით, რომ ყველა სასურველი სტუმარი შეძლებს მოსვლას.

  1. ზაფხული vs შემოდგომა

შეგიძლიათ აიჩიოთ როგორი სტილის ქორწილი გსურთ. ფერადი, საზაფხულო განწყობით, თუ მოყვითალო-ყავისფერი ტონებში გადაწყვეტილი, საშემოდგომო. სექტემბერი იდეალური თვეა ამისთვის.

კომენტარები