TOP

ქართულ-იტალიური სიყვარულის ამბავი

EQ4A9117

ქორწილამდე

27394170_1531634683556664_1423315625_nმე და ჩემმა მეუღლემ ერთმანეთი 2016 წლის აგვისტოში გავიცანით, როდესაც მე ერთ-ერთ იტალიურ კომპანიაში ვმუშაობდი, სადაც ედინიო რამდენიმე დღით, საქმიანი ვიზიტით ჩამოვიდა. ეს არ ყოფილა შეყვარება ერთი ნახვით, რადგან ყველაფერი შედარებით გვიან, დეკემბერში დაიწყო, როდესაც ის სამუშაოდ თბილისში გადმოვიდა. მე გარკვეული მიზეზების გამო მისი ასისტენტის ჩანაცვლება მომიწია ორი კვირით და სწორედ ამ პერიოდში გაგვიჩნდა სიმპათიები ერთამენთის მიმართ, რომელიც უფრო გაღვივდა მას შემდეგ, რაც ერთმანეთს კოლეგებთან ერთად არაფორმალურ გარემოში შევხვდით. სწორედ აქედან დაიწყო ჩვენი სიყვარულის ისტორიაც.

ხელისთხოვნა

27495983_1531634906889975_1922445251_nყოველთვის მიმაჩნდა, რომ ხელის თხოვნის მომენტი წყვილმა მხოლოდ ერთმანეთს უნდა გაუზიაროს და არასდროს მდომებია, რომ ამას გრანდიოზული, საჯარო ხასიათი ჰქონოდა. ძალიან გამიმართლა, რომ ედინიოც ასე ფიქრობდა, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში ჩემი ხასიათიდან გამომდინარე, ძალიან არასასურველ მდგომარეობაში აღმოვჩნდებოდი. მან ხელი მაისის თვის ერთ თბილ საღამოს, თავისთან სახლში მთხოვა, ეს ყველაფერი ერთი შეხედვით უბრალო, მაგრამ ამავდროულად ძალიან ლამაზი და ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე ამაღელვებელი მომენტი იყო. ედიმ ჩუმად ვიდეოც გადაიღო, რომლის ყურებისას -დღემდე ცრემლებით მევსება თვალები.

ქორწილის სამზადისი

თავდაპირველად ორი ქორწილის გაკეთება გვინდოდა, თუმცა შემდეგ გადავწყვიტეთ, რომ ქორწილი იტალიაში, ჯვრისწერა კი – საქართველოში გაგვეკეთებინა. არასდროს მომწონდა ქართული ტრადიციული ქორწილი, ვფიქრობ ეს ნახევრად უცნობი ნათესავებისა და ახლობლების მოსალხენად გამართულ ღონისძიებას უფრო ჰგავს, ვიდრე თავად წყვილის ცხოვრებაში ერთ-ერთ ყველაზე მნიშნელოვან მოვლენას. ჩემი ქორწილი იტალიაში, ადრიატიკის ზღვის ულამაზეს სანაპიროზე შედგა და ყველაფერი ზუსტად ისე იყო, როგორც ყოველთვის მინდოდა და წარმომედგინა.
იქედან გამომდინარე, რომ მე საქართველოდან იტალიაში აშკარა მიზეზების გამო ქორწილის ორგანიზებას ვერ შევძლებდი, ეს ურთულესი მისია ედიმ მთლიანად საკუთარ თავზე იკისრა. ვერასდროს წარმოვიდგენდი, თუ მამაკაცს ქორწილის ორგანიზება ყველანაირი ქორწილის დამგეგმავი კომპანიისა და დახმარების გარეშე ასე უნაკლოდ შეეძლო. სამსახურში დატვირთული გრაფიკის მიუხედავად, ზუსტად თვე ნახევარში შეძლო მეილით და ტელეფონით ყველაფრის ორგანიზება: ხელის მოწერის ცერემონიალი, რესტორანი, ყვავილები, ფოტოგრაფი, სტუმრები, მუსიკა და კიდევ ათასი დეტალი. მისი გამორჩეული კულინარიული ნიჭის წყალობით, რესტორანში თითოეული კერძი მისი და შეფ-მზარეულის მართლაც რომ ერთობლივ შედევრს წარმოადგენდა. მეც შეძლებისდაგვარად მაქსიმალურად ვიყავი ჩართული სხვადასხვა დეტალის შერჩევაში, თუმცა თამამად შეიძლება ითქვას, რომ ეს ზღაპრული ქორწილი ედის საჩუქარი იყო.

 კაბა 

თავიდან ვფიქრობდი, რომ კაბას იტალიაში შევიძენდი, მაგრამ რადგან ჩასვლიდან ქორწილამდე არც ისე დიდი დრო მქონდა, გადავწყვიტე რომ ჯერ საქართველოში მეცადა ბედი. მეგობრის რჩევით მაღაზია „Goddess Dress”-ში მივედი, სადაც საქორწილო კაბების საკმაოდ დიდი არჩევანი დამხვდა და რამდენიმე სხვა მაღაზიის სტუმრობის შემდეგ, აქ პირველად მომინდა რომ საქორწინო კაბა მომერგო. თავდაპირველად ვფიქრობდი, რომ შედარებით გაშვებული სტილი მინდოდა, თუმცა კონსულტანტების დაჟინებული თხოვნით ჩავიცვი ერთ-ერთი ტანზე მომდგარი იტალიური ბრენდის საქორწინო კაბა. სარკეში ჩახედვის მომენტიდან მივხვდი, რომ სწორედ ეს იყო ის, რასაც ვეძებდი. ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს ეს კაბა ჩემს ტანზე იყო შეკერილი და კაბის შეძენის გადაწყვეტილებაც მაშინვე მივიღე. აი ასე ვიყიდე საქორწილო კაბა ერთ დღეში მაშინ, როდესაც მეგონა, რომ ეს პროცესი ძალიან გრძელი და დამღლელი იქნებოდა. ამ ულამაზესი კაბისთვის აქვე დიდი მადლობა მინდა გადავუხადო მაღაზია „Goddess Dress”-ს და მათ არაჩეულებრივ კონსულტანტებს.

12

 თმა და მაკიაჟი 

თმაზე და მაკიაჟზე ზრუნვა ძალიან გამოცდილ სტილისტს – Gerardo Roberto-ს და მის გუნდს მივანდე. იქიდან გამომდინარე, რომ ხუჭუჭა და საკმაოდ პრობლემური თმა მაქვს, მათ დიდი დრო და ენერგია დასჭირდათ ქორწილამდე და ქორწილის დღესაც, რომ სასურველი შედეგიმიგვეღო. აგვისტოს მცხუნვარე მზისა და სიცხის გამო ცოტა რთული აღმოჩნდა მათი შენარჩუნება ბოლომდე, მაგრამ საბოლოო ჯამში მაინც ძალიან კმაყოფილი ვიყავი და მინდა ამ ადამიანებსაც მადლობა გადავუხადო პირველ რიგში გაწეული შრომისთვის და ამასთან, თავიანთი დადებითი ენერგიისთვის, რომლითაც ჩვენს მოსამზადებელ პერიოდს ძალიან გვიხალისებდნენ.

7

 ლოკაცია

ხელის მოწერის ცერემონიალი ედის მშობლიურ ქალაქში, ძველებურ პატარა კოშკში გაიმართა, რომელიც საოცრად ლამაზად იყო მორთული „Hera Verdiana”-ს მიერ ასობით ცოცხალი ყვავილით. უშუალოდ ქორწილი კი ადრიატიკის ზღვის სანაპიროზე მდებარე „Villa Estea”-ში გაიმართა, რომელიც XX საუკუნის ადრეულ პერიოდში ერთ-ერთ ოჯახს ეკუთვნოდა, დღეს კი არაერთ ქორწილს მასპინძლობს. „Villa Estea“თავისი ბაღით, აუზით, ხედით ზღვაზე და დახვეწილი ექსტერიერით, გულგრილს არცერთ მის მნახველს არ ტოვებს.

 ფოტოგრაფიდაფოტოსესია

ფოტოებსა და ვიდეოზე ზრუნვა Pino Codut-ს და მის გუნდს მივანდეთ. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ეს ადამიანი თავისი საქმის ნამდვილი პროფესიონალია. ფოტოები ჯერ აბრუცოს რეგიონის ერთ-ერთ ძველ ციხესიმაგრეში, შემდეგ კი ზღვის სანაპიროზე გადავიღეთ. გარდა უმაღლესი ხარისხის ფოტოებისა, დაგვრჩა ასევე მთლიანი ქორწილის ამსახველი ვიდეო და ულამაზესი ალბომი, რომელშიც ქორწილის 200 ფოტოზე მეტი ძალიან დიდ ფორმატზეა დაბეჭდილი.

 ქორწილი

ფოტოსესიის შემდეგ Villa Estea-სკენ გავემართეთ, სადაც ზუსტად მზის ჩასვლისას მივედით. ეს მართლაც შთამბეჭდავი სანახავი იყო: ზღვის ტალღებში ჩაკარგული წითელი მზე, ტალღებს მოდებული ოქროსფერი ლანდი, ალაფურშეტი ზღვის პროდუქტებით, აუზთან გემოვნებიანი მუსიკის თანხლებით და ჩვენი მომლოდინე სტუმრები. იტალიური ქორწილი ქართული ტრადიციული ქორწილისგან რადიკალურად განსხვავდება და გულწრფელად რომ ვთქვა, თავიდან ვნერვიულობდი კიდევაც, რადგან მანამდე იტალიურ ქორწილში არ ვიყავი ნამყოფი და შესაბამისად, არ ვიცოდი თუ რა მოლოდინები უნდა მქონოდა. ამისდა მიუხედავად, ყველაფერი მართლაც რომ იდეალურად და ზუსტად ისე წარიმართა, როგორც დაგეგმილი გვქონდა. ჩვენც და დამსწრე საზოგადოებაც ძალიან კმაყოფილები დავრჩით, ვფიქრობ ჩვენი ქორწილი განსაკუთრებულად დასამახსოვრებელი იყო ქართველი სტუმრებისთვის და ჩემი უცხოელი მეგობრებისთვის, რადგან უცხო ქვეყანაში ქორწილში მოხვედრა ყოველთვის განსაკუთრებული გამოცდილებაა.

55

 საქორწინომოგზაურობა 

თაფლობის თვის გატარება ქორწილის შემდეგ სამწუხაროდ ვერ მოვახერხეთ, რადგან თბილისში მოგვიწია დაბრუნება, თუმცა უკვე გადავწყვიტეთ, რომ მომავალ ზაფხულს იაპონიაში ვიმოგზაურებთ.

 რჩევა მომავალ პატარძლებს

მომავალ პატარძლებს ვურჩევ, რომ რაც შეიძლება ნაკლებად დაისტრესონ თავი ქორწილის მოსამზადებელ პერიოდში და განსაკუთრებით ქორწილის დღეს, რადგან ვფიქრობ, რომ პატარძალი ამ ულამაზესი პერიოდის და უშუალოდ ქორწილის ყველა წუთით თანაბრად უნდა დატკბეს, დეტალებზე ნერვიულობა კი ნამდვილად არ ღირს.

3 2 14 5 6 138 9 10  11

14 15 15a 16 16a 16aa 16d 16e 17 18 19b 20 21 22 23 24 25 25a 26 28 30 33 34 35 36 37 37a 37b 37c 42 43 45 46 47 48a 49 50 51a 53 52 51c 55a EQ4A9117

კომენტარები