
ქართული სამეფო ქორწილი
მსოფლიო მოვლენის, ბრიტანეთის სამეფო ქორწილის შემდეგ რიგი ქართულ სამეფო ქორწილზეც მიდგა, რომელიც სულ ახლახანს, 3 ივნისს მცხეთაში გაიმართა. პრინცმა ხუან იოანე ბაგრატიონმა და ქართველმა მოდელმა, ქრისტინე ძიძიგურმა ჯვარი დაიწერეს და ახლა უკვე ღვთის წინაშე გახდნენ ცოლქ-ქმარი. წყვილი უკვე დიდი ხანია ერთადაა. მათ ხელი ოთხი წლის წინ ესპანეთში მოაწერეს და მეგობრებისა და ოჯახის წევრების გარემოცვაში აღნიშნეს. ახლა კი გადაწყვიტეს, რომ საქორწილო ფიცი ღვთის წინაშე დაედოთ და ეს მნიშვნელოვანი დღე საქართველოში ეზეიმათ.
(ფოტო პირველი ქორწილიდან)
ქორწილის წინა დღეს ოჯახმა საზეიმო ვახშამი გამართა მცხეთაში, შატო მუხრანში, სადაც წყვილმა წითელ ხალიჩაზე უმასპინძლა სტუმრებს. ქრისტინეს ულამაზესი წითელი კაბა ემოსა.
წყვილმა ჯვარი სვეტიცხოველში დაიწერა. ორივე მათგანის სამოსს ქართული ელემენტები ჰქონდა, რომელიც თანამედროვე სტილში იყო გადაწყვეტილი.
ქრისტინეს კაბის წინა ნაწილი ქართული კაბის სტილს მოგვაგონებს, რომელიც როგორც ჩანს ეხსნება და კაბა უფრო სადა მოდელად გარდაიქმნება.
არაოფიციალური ფოტოები სამეფო ქორწილიდან