TOP

სიყვარული ნათელ ფერებში

29745449_1696236693804159_1627277732_n

ქორწილადე

29345657_297534104112311_429045981_nმე და ლაშამ ერთმანეთი 4 წლის წინ გავიცანით საერთო მეგობრის მეშვეობით. საერთოდ ძალიან რეალისტი ვარ და ვერ ვხედავ  სამყაროს ისეთ ნათელ ფერებში, როგორც მაგალითაც ჩემს ირგვლივ, თუნდაც ჩემი მეგობრები, ყოველი ახალი ყმაწვილის გაცნობისას აღტაცებით რომ მესაუბრებოდნენ ხოლმე მათზე და გაცნობის თარიღს განსაკუთრებით ინიშნავდენენ, შემდეგ კი  ამბობდნენ, რომ  უბრალოდ გატაცება იყო და ამ გატაცებასთან ერთად ის თარიღიც იშლებოდა და ქრებოდა.. ლაშამ კი სრულიად შემცვალა და უფრო ნათელი ფერები შესძინა ჩემს ცხოვრებას.. გაცნობის დღიდანვე ძალიან მომეწონა, მაგრამ სერიოზულად ვერ აღვიქვამდი და ჩემს თავს ბოლომდე  დიდი ხანი არ ვუტყდებოდი. რა თქმა უნდა, არც მას. თავიდან თითქმის საერთოდ არ მაქცევდა ყურადღებას,რაც ძალიან უჩვეულო და გამაღიზიანებელი  იყო ჩემთვის, მაგრამ ეს უფრო მიზიდავდა. შემდეგ უკვე არ ვიცი რა შეეიცვალა, მოვლენები სწრაფად განვითარდა, აქტიურად ცდილობდა ჩემთან დაახლოვებას. მაგრამ  იმის გამო, რომ  რადიკალურად განსხვავებული და რთული ხასიათები გვაქვს, ძალიან გაგვიჭირდა საერთო ენის გამონახვა.  მაშინ,  როდესაც ის ფიქრობდა, რომ არაფერი გამოვიდოდა მე ვიცოდი რომ სწორედ აქ იწყებოდა ჩვენი სიყვარულის ისტორია და ზუსტად ეს იყო ჩვენი „ შემოდგომა“ . ძალიან ბევრი წინაღობის გადალახვა მოგვიწია, გვქონდა განშორებაც,   რაღაც მიზეზების გამო, მაგრამ საბოლოოდ მაინც ერთად დავრჩით და   ვფიქრობ, რომ არა ეს ყველაფერი, ჩვენი ურთიერთობა დღეს ასეთი მტკიცე  და სასიამოვნო ვერ იქნებოდა..

ხელის თხოვნა

29546942_297534257445629_1123841072_nხელის თხოვნა ისე უცებ მოხდა, არც კი ველოდი.. ერთ დღესაც გამომიცხადა, რომ უნდოდა ჩვენს ოჯახებს ერთმანეთი უფრო ახლოს გაეცნოთ და რა თქმა უნდა, უარი არ მიუღია.. ძალიან მოულოდნელი  იყო და მზად არც კი ვიყავი ალბათ, მაგრამ  სწორედ მაშინ მთხოვა ხელი და ასე ვთქვათ ნიშნობა შედგა.  ეს იყო 2017 წლის 10 ივნისი. უცნაური და უჩვეულო გრძნობა იყო, თუმცა სასიამოვნო..

მზადება ქორწილისთვის

ოქტომბერში გახდა ცნობილი, რომ ქორწილის თარიღი 17 ნოემბერი იქნებოდა. ამიტომ მოსამზადებლად ძალიან ცოტა დრო გვქონდა. მაგრამ ჩემი მეუღლის, მეგობრების და ჩვენი ოჯახების  დახმარებით  მოვახერხეთ ყველაფრის ამ მცირე დროში ორგანიზება. ვფიქრობდი როგორი იქნებოდა  საპატარძლო კუთხე და ასევე ბევრს ვფიქრობდი როგორი ვიქნებოდით ჩვენ ოთხნი, მე ლაშა და ჩვენი მეჯვარეები.. ლაშა ყოველთვის მეუბნებოდა რომ ძალიან უცნაური აზრები მაწუხებდა და გემოვნებაც რაღაცნაირი გაქვსო. ხოდა არც ქორწილის მზადების დროს მიმტყუნა გემონებამ  და ერთ დღესაც ჩემს მეჯვარესთან წარმოვთქვი აზრი, რომ ლაშა და მისი  მეჯვარე იქნებოდნენ ვიშნისფერ ფერებში გამოწყობილები, რადგან ეს ფერი ძალიან მომწონდა..   თავიდან  ძალიან სასაცილოდ გვეჩვენებოდა,მაგრამ არც თუ ისე დიდი თხოვნის შემდეგ დავითანხმეთ ბიჭებიც და  ამან ძალიან დიდი მოწონება დაიმსახურა..შედეგს  თქვენც იხილავთ..

კაბა

კაბა- ყველაზე დიდი საზრუნავი მომავალი პატარძლებისთვის..  ნიშნობის შემდეგ უკვე აქტიურად დავიწყე ფიქრი თუ როგორი უნდა ყოფილიყო კაბა, რომელიც მე უნდა ჩამეცვა. გადაწყვეტილებაც მალე მივიღე..  დღეს ყველა პატარძალი ფიქრობს და ოცნებობს რაღაც საუცხოო კაბაზე, ისეთზე, რომელიც ყველასგან განსხვავებული და გამორჩეული იქნება რაღაც ნიშნით,მაგრამ სამწუხაროდ ყველა კაბა უკვე ერთმანეთს ჰგავს და გადავწყვიტე, რომ ჩემი კაბა იქნებოდა მორგებული მხოლოდ ჩემს  გემოვნებაზე და აქ უკვე მთავარი იყო მე მეგრძნო თავი კომფორტულად..  ჩემი კაბა, თმა და მაკიაჟი მივანდე პროფესიონალთა ჯგუფს „MAGIA BEAUTY SALON“ . კაბის შეკერვის პროცესში მეც აქტიურად ვიღებდი მონაწილეობას, რაც ძალიან დიდ სიამონებას მანიჭებდა. მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო მათ ასეთი საოცრების შექმნისთვის..

29345690_297535127445542_870305285_n

თმა და მაკიაჟი

როგორც უკვე აღვნიშნე თმა და მაკიაჟი სალონ „MAGIA” ში გავიკეთე.  თავისი საქმის უდაო პროფესიონალმა მაია  შაინიძემ  გამილამაზა ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი დღე.  ის  დაუღალავად შრომობდა იმისთვის, რომ თავად ყოფილიყო კმაყოფილი თავისი  ნამუშევრით, ასევე ვარცხნილობაც იქვე შერჩეულმა დიადემამ დამიმშვენა..  რაღა თქმა უნდა ძალიან  ძალიან კმაყოფილი ვარ და მინდა უღრმესი მადლობა  გადავუხადო  მას და მთელ  ჯგუფს.

29547489_297535064112215_1145170998_n

 

ფოტოგრაფი და ფოტოსესია

ბევრი ვიფიქრე თუ სად შეიძლებოდა მოგვეწყო ფოტოსესია, ძალიან მომწონდა ციხისძირში მდებარე სასტუმრო  კასტელო მარე და მისი მიმდებარე ტერიტორია, ულამაზესი ბუნებით და ზღვის ხედით. მზიანი ამინდი იყო, თუმცა ძალიან ციოდა..  ჩვენი ფოტოგრაფის გუდუ კომახიძის დახმარებით ფოტოსესია იდეალური გამოვიდა და ფოტოებმაც მოლოდინს გადააჭარბა.

ქორწილი

ქორწილის დილა რა თქმა უნდა სალონით დაიწყო, კაბაც მოვირგე და უკვე მზად ვიყავი ლაშასთან შესახვედრად.  ამაღელვებელი და ბედნიერი წუთები იყო.

ჩვენი ქორწილი ლიდერში ჩატარდა, იმდენად დამღლელი აღმოჩნდა ფოტოსესია და ის ყველაფერი რაც ქორწილის დღეს მოსდევს, რომ სიმართლე გითხრათ მღელვარებისთვის ენერგია აღარც კი მქონდა და მოვეშვი..დაიწყო ქორწილიც, სტუმრები ოვაციებით შეგვხვდნენ, ყველაფერი ისე იყო როგორც წარმოგვედგინა და უკეთესადაც კი. დაიწყო გართობა, ჩვენმა მეგობრებმა  ფლეშმობი შემოგვთავაზეს და ძალიან გაგვამხიარულეს, ყველაზე დიდი სიურპრიზი  კი მამაჩემმა გამიკეთა,როცა  მითხრეს რომ გრანდიოზული საჩუქარი ჰქონდა მას ჩემთვის და ეს იყო მანქანა, აი აქ უკვე მაკიაჟზე აღარ მიფიქრია )))  ბოლოს კი თაიგულიი მას გადავეცი ვინც მე და ლაშას გაგვაცნო ერთმანეთი, გაოცებული სახით მიცქერდა, ძალიან სასაცილო სცენა იყო..

ენერგია, რაც ამ ქორწილს დავახარჯეთ სტუმრების მომღიმარი  და გაბრწყინებული სახეების დანახვით უკან გვიბრუნდებოდა და ისევ ისეთივე ენერგიით და სიხარულით გვავსებდა.

საქორწინო მოგზაურობა

სამწუხაროდ სამოგზაუროდ წასვლა ვეღარ მოვახერხეთ ,მაგრამ იმ დღის შემდეგ დღემდე და კიდევ მარად ჩვენი თაფლობის დღეები, თვეები, წლებია..

რჩევა მომავალ პატარძლებს

პატარძლებს ვურჩევდი ნაკლებ ნერვიულობას, დილით რაიმე სასმელი  განწყობისთვის, ეს მოგიხსნით დაძაბულობას, იხალისეთ , დატკბით ამ უბედნიერესი წუთებით თქვენს საყვარელ ადამიანთან ერთად..

29345601_297534484112273_138316628_n 29547148_297535170778871_897148272_n 29345056_297535130778875_1789670489_n 29344999_297534647445590_3632375_n 29546936_297535067445548_481558002_n 29345690_297535127445542_870305285_n 29547450_297534467445608_1480774508_n 29547489_297535064112215_1145170998_n 29663442_297534434112278_1730067161_n 29666005_297535190778869_1842458052_n 29665858_297535187445536_1613952153_n 29745785_297534120778976_1328228878_n

29750950_1696225190471976_1517490018_n 29853158_1696226937138468_1887007601_n 29855296_1696228040471691_1583340815_n 29550344_1696232073804621_512155249_n 29664144_1696229533804875_1346468553_n 29664081_1696230157138146_1414894363_n 29663786_1696230163804812_234297731_n 29550469_1696226680471827_1278200181_n 29550853_1696225303805298_139703179_n 29664231_1696229757138186_281455509_n 29665690_1696236173804211_1646080661_n 29665751_1696230943804734_840135990_n 29666354_1696225633805265_763278451_n 29745562_1696230397138122_1664274700_n 29750634_1696232330471262_736579517_n 29666082_1696226550471840_2079196468_n 29745269_1696236717137490_936318515_n 29666394_1696230937138068_1809238518_n 29745449_1696236693804159_1627277732_n

 

 

 

კომენტარები