TOP

სიმღერით დაწყებული სიყვარული

13419024_1259167340775199_3916724861558467263_n

“მივხვდით, რომ ჩვენს შორის სულ სხვა კავშირი იყო და რომ გრძნობების დამალვას აზრი აღარ ჰქონდა”

ქორწილამდე

11951411_1067625876596014_1040124164713911396_nმე და თორნიკემ ერთმანეთი ეკა ხოფერიას თოქ-შოუში გავიცანით. თორნიკე  ანსამბლ „ჰერიო“-ს წევრია, რომელთან ერთადაც  საშობაო სიმღერა „კირიელეისონ“ შევასრულე. მიუხედავად იმისა, რომ  პირველი დანახვისთანავე ორივეს  რაღაც გრძნობა გაგვიჩნდა ერთმანეთის მიმართ,  ერთი წლის მანძილზე არანაირი ურთიერთობა არ გვქონია. ერთი წლის შემდეგ, შემთხვევით ერთ-ერთ სუფრაზე მოვხვდით, სადაც გამოველაპარაკეთ ერთმანეთს და  ფაქტობრივად ამ დღიდან დაიწყო ჩვენი ურთიერთობა. თავიდან ვმეგობრობდით. შემდეგ, როდესაც გერმანიაში გავემგზავრე 10 დღით და ერთმანეთთან საუბარში ვათენებდით და ვაღამებდით, მივხვდით, რომ ჩვენს შორის სულ სხვა კავშირი იყო და რომ გრძნობების დამალვას აზრი აღარ ჰქონდა. გერმანიიდან დაბრუნების შემდეგ ხშირად ვხვდებოდით ერთმანეთს. თორნიკე მალევე გამომიტყდა სიყვარულში, რაზეც, რაღა თქმა უნდა, მეც დადებითად ვუპასუხე.

12573784_1146851695340098_6953523703960842871_nხელის თხოვნა

როგორც ასეთი, ხელის თხოვნა არ ყოფილა. ერთად, შეთანხმებულად გადავწყვიტეთ დაქორწინება და ეკლესიური ნიშნობა გავმართეთ.

 

მზადება ქორწილისთვის

ქორწილის სამზადისში მთლიანად ვიყავი ჩართული. მინდოდა, რომ ყველაფერი ისე ყოფილიყო, როგორც ვოცნებობდი. თორნიკე ამაში მთლიანად მიწყობდა ხელს და ჩემს ყველა იდეაზე მეთანხმებოდა და მეუბნებოდა, რომ გაგვეკეთებინა ყველაფერი ისე, როგორც მინდოდა და წარმომედგინა.  ჩვენი დიზაინერი იყო თაკო დოლაბერიძე, რომელიც დარბაზის დიზაინზე და ქორწილის მსვლელობასა და ყველა ძირითად საკითხზე ზრუნავდა.

ქორწილამდე რამდენიმე დღით ადრე ჩემმა მეგობრებმა სიურპრიზად bachelorette party მომიწყვეს. ჩემმა ერთ-ერთმა მეჯვარემ დამირეკა და მთხოვა, რომ მასთან წყნეთში ავსულიყავი და დავრჩენილიყავი. აგარაკზე მისულს, ეზოში  თვალებახვეული შემიყვანეს და როდესაც სახვევი მომხსნეს, ჩემი ყველა მეგობარი იქ დამხვდა. დრესკოდიც კი ჰქონდათ, მამაკაცურ ფორმაში იყვნენ გამოწყობილები. თავზე გვირგვინი დამადგეს და მითხრეს, რომ ეს ჩემი წვეულება იყო.

13335957_1246399395385327_10960444725910188_n 13312779_1246401922051741_8071608635438713142_n

კაბა

13754677_1280916895266910_8255407800320149712_n

 

კაბა ყველაზე ადვილად გადავწყვიტე, არადა მეგონა, რომ ეს ყველაზე რთული საკითხი იქნებოდა. ვფიქობდი შემეკერა, მაგრამ არ ვიცოდი როგორი სტილის კაბა მინდოდა, მხოლოდ ის ვიცოდი, რომ მინდოდა პრინცესული და გამორჩეული ყოფილიყო. ჩვენი ოჯახის მეგობარმა, ეკო ფანგანმა მირჩია, რომ  მივსულიყავი კაბის სალონში და ყველანაირი სტილის კაბა მომეზომა, რადგან შეიძლება ისეთი დიზაინის კაბა მომხდომოდა, რომელსაც ვერც კი წარმოვიდგენდი. მართლაც, მარიონელაში მისვლისთანავე პირველი დავინახე  ეს კაბა და  ვთქვი, რომ  ეს უნდა ყოფილიყო ის, რაც ჩემს ბედნიერების დღეს მეცმეოდა.

ტორტი

ტორტი მინდოდა ყოფილიყო არც ძალიან გადატვირთული და არც ძალიან სადა, საბოლოოდ იმდენად ლამაზი ტორტი გამოვიდა, როგორიც არასოდეს მინახავს.

 ლოკაცია

ჯვარი მცხეთის დედათა მონასტერში  დავიწერეთ, ხელი კი რესტორან „გუჯარის“ ულამაზეს ეზოში მოვაწერეთ. ამ რესტორანშივე გავმართეთ უშუალოდ ქორწილი.

 ქორწილი

ქორწილის დღის ამინდზე ძალიან ვნერვიულოდბით, იმიტომ რომ წინა დღეებში ხშირად წვიმდა. მაგრამ გაგვიმართლა და არაჩვეულებრივი, მზიანი ამინდი შეგვხვდა.  ქორწილის დღეს თორნიკე სახლში გვესტუმრა.  სახლიდან გაცილებისას მისმა მეგობრებმა მავალჟამიერი შეასრულეს, რომელიც იმდენად ემოციური იყო, რომ ცრემლები ვერ შევიკავე. ჯვრისწერიდან პირდაპირ რესტორნისკენ გავემართეთ, რომლის ულამაზეს ეზოში გვქონდა ფოტოსესია, შემდეგ კი ხელმოწერის ცერემონია . ქორწილს უამრავი ცნობილი ადამიანი და მომღერალი ესწრებოდა, შესაბამისად ჩვენი მუსიკალური პროგრამა ძალიან მრავალფეროვანი იყო, რაც უფრო მხირულსა და დასამახსოვრებელს ხდიდა ამ დღეს. მე და თორნიკემ პირველი ცეკვა დაისი შევასრულეთ ხოლო შემდეგ – ვალსი. ასევე ვიმღერეთ დუეტში.  საბოლოოდ ქორწილმა არაჩვეულებრად ჩაიარა და მოლოდინს გადააჭარბა. ყველა ძალიან ნასიამოვნები და კმაყოფილი იყო.

საქორწინო მოგზაურობა

თაფლობის თვე მართლაც რომ საუკეთესო გვქონდა. ჩემი და თორნიკეს სურვილები ამ შემთხვევაშიც დაემთხვა და ჩვენს საოცნებო ქვეყანაში, იტალიაში ვიმოგზაურეთ, სადაც ვენეცია, ფლორენცია და რომი მოვინახულეთ. ძალიან რომანტიული ქვეყანაა, საოცრად კმაყოფილები ვართ ჩვენი არჩევანით.

13731518_1281458478546085_8391874310606116750_n13442186_1257707537587846_2610137071982202092_n

რჩევა მომავალ პატარძლებს

ყველაზე მთავარს, რასაც ვურჩევ პატარძლებს არის ის, რომ ეცადონ არ ინერვიულონ და მაქსიმალურად მიიღონ სიამოვნება  ამ არაჩვეულებრივი დღისგან.

13423783_1254518074573459_6267777665934662009_n

13442286_1266273986731201_6186575318408381006_n 13697086_1280918015266798_819235209632232713_n 14359079_1349154925109773_710758882970919211_n 13754677_1280916895266910_8255407800320149712_n 13697252_1280916871933579_6524631955614831587_n 13709752_1280916915266908_108647638926920217_n 15390946_1450510684974196_7483740680968497216_n 13754242_1285139871511279_5107159765501397031_n 13707707_1285139944844605_2732001072142489718_n 13731681_1285139858177947_6676734439030265164_n 13726854_1285139888177944_1443730157400962308_n 13710014_1285139821511284_2831879478073715206_n 13412866_1254717467886853_7697256289092001886_n 13516336_1454271541266364_8164102865807288754_n 13502021_1259167384108528_1107968056487556970_n 13567166_1266234583401808_3066878960524116216_n 13428558_1259673264057940_8054406937703679682_n

კომენტარები