
საქორწილო ტორტები, რომლებიც გულის თემაზეა შექმნილი
გული სიყვარულის სიმბოლოა. ასევე სიმბოლურია მისი, როგორც დეტალის გამოყენება ქორწილის გაფორმებისთვის. ხშირად, ის დიზაინის მთავარ თემადაც იქცევა ხოლმე.
ტორტი, თუ შეიძლება ასე ითქვას, ქორწილის მთავარი აქსესუარია. ვის ადარდებს მისი გემო და შიგთავსი გაჭრამდე. პირველი რამდენიმე საათი ხომ მთავარი ვიზუალია. კონდიტერები საკმაოდ ხშირად ამზადებენ საქორწილო ტორტებს, გულის, როგორც სიყვარულის სიმბოლოს თემაზე.