საქორწილო მითები, რომლებიც უნდა დაამსხვრიოთ
- მხოლოდ პატარძალს უნდა ეცვას თეთრი – იმედია, თქვენი სტუმრები მიხვდებიან, ვინაა პატარძალი. თუ გსურთ მეჯვარეებსაც თეთრი კაბები ეცვათ, შეგიძლიათ მათთან ერთად სხვადასხვა სილუეტის, ქსოვილისა და აქსესუარით გაფორმებული სამოსი შეარჩიოთ.
- აუცილებლად უნდა გეკეთოთ ფატა – მართალია ცხოვრებაში ფატის ტარების ბევრი შანსი არ გექნებათ, თუმცა რაც იშვიათია, ყოველთვის კარგი არ არის. არსებობს ფატის უამრავი ალტერნატივა. მაგალითად, ყვავილების გვირგვინი, მეტალის თავსამკაული…
- უნდა ატაროთ ქუსლიანი – გასაგებია, რომ ქუსლიანი უფრო მაღალსა და გამხდარს გამოგაჩენთ, თუმცა ყველაფერს თავისი ფასი აქვს. რამდენიმე საათში, შესაძლოა სიარულის გაგიჭირდეთ. მთელი დღე ქუსლებზე დგომის შემდეგ ფეხები საშინლად აგტკივდებათ, რამაც შეიძლება, ხასიათიც გაგიფუჭოთ.
- არ აურიოთ მეტალები – ოქროსფერისა და ვერცხლისფერის კომბინაცია პოპულარული არ არის. ნუ შეგაშინებთ ექსპერიმენტები. შეურიეთ ფერები. შეგიძლიათ ყელსაბამი, საყურე და ბეჭედი სხვადასხვა მეტალისა და ფერის გაიკეთოთ.