TOP

საპატარძლო კაბების 2015 წლის ტენდენციები

ძალიან ბევრი ჩვენებისა და კიდევ უფრო მეტი საქორწილო კაბის ნახვის შემდეგ, გამოიკვეთა 2015 წლის ტენდენციები. მათი გაცნობით მომავალ პატარძლებს უფრო გაუადვილდებათ საქორწილო ლუქის არჩევა. გაითვალისწინეთ ტრენდები, აამუშავეთ თქვენი ფანტაზია, კარგად მოირგეთ კაბა და საქორწილო ფოტოების თვალიერებისას, მრავალი წლის შემდეგაც კი მოხიბლული დარჩებით თქვენი ლუქით.

 

 

  1. ჰაეროვანი ქსოვილები

ასეთი თხელი და ჰაერივით მსუბუქი ნაჭრები სინაზისა და თავისუფლების შეგრძნებებს იწვევს. მსგავს კაბაში პატარძალიც ძალიან კომფორტულად გრძნობს თავს და მოძრაობაც ადვილია.

christos-wedding-gown kelly-faetanini-wedding-gown5 watters-ball-gown

  1. წელზე გადაჭრილი კაბები

წელზე გადაჭრილი კაბები და ტოპები ტენდენციურია არა მხოლოდ ქორწილის დღეს, არამედ წინასაქორწილო წვეულებებზეც. მსგავსი კაბები თანამედროვეა, მოდურია და რაც მთავარია, თქვენს ლამაზ წელს გამოაჩენს.

theia-non-traditional-wedding-dress houghton-wedding-dress angel-sanchez-non-traditional-wedding-dress

  1. დახურული ყელი

თუ რაღაც განსხვავებულს ეძებთ და არ გინდათ, ტრადიციულად, სამკაულებით დაიმშვენოთ ყელი, მაშინ შეგიძლიათ კაბა შექმნათ ისეთი, რომელსაც ყელსაბამი არ დასჭირდება.

allure-wedding-gown_0 steven-birnbaum-wedding-dress elizabeth-stuart-wedding-gown

  1. მინიმალიზმი

მინიმალიზმი თქვენი ლამაზი სხეულის წარმოჩენის საუკეთესო საშუალებაა. ნაზი, სადა სილუეტები ყველა დეტალს წარმოაჩენს. თუმცა, თუ იდეალური სხეული არ გაქვთ, მსგავსი ქსოვილისა და დიზაინის კაბის ჩაცმას არ გირჩევთ.

amsale-wedding-gown_2 curve hugging sleeveless gown- romona keveza strapless column gown- austin scarlett

  1. გადასული მხრები

ბევრი დიზაინერი გვთავაზობს 2015 წლის კოლექციაში გადასულმხრებიან კაბებს. ეს კარგი საშუალებაა გამოაჩინო ლამაზი ყელი და შექმნა ნაზი სილუეტი მხრებთან.

marchesa-off-the-shoulder-wedding-gown oscar-de-la-renta-off-the-shoulder-wedding-dress la-sposa-wedding-dress2_0

  1. ფერები

ვინ თქვა რომ მაინცდამაინც თეთრი უნდა იყოს თქვენი საქორწილო კაბა? ეს ხომ საქორწილო მითებიდან ერთ-ერთია. დიზაინერები გვთავაზობენ სხვადასხვა პასტელური ფერის ულამაზეს კაბებს.

hayley-paige-colored-wedding-gown naeem-khan-wedding-dress2 elizabeth-stuart-wedding-gown5

კომენტარები