TOP

„სად ვჯდები?“

ალბათ, ყველა ყოფილა ქორწილში. თუ სტუმრების განლაგება კარგად არ არის ორგანიზებული, საკუთარი ადგილის ძებნა დიდხანს გვიწევს, რაც არაკომფორტულია. თქვენს ქორწილზე მოწვეულმა ახლობლებმა თავი უხერხულად რომ არ იგრძნონ, გთავაზობთ რამდენიმე რჩევას.

ქორწილზე ყველა სტუმარისთვის ზუსტადაა გათვლილი ადგილებისა და მაგიდების რაოდენობა. ზოგჯერ, ორგანიზატორები არა მხოლოდ იმას ანაწილებენ, ვინ რომელ მაგიდაზე უნდა დაჯდეს, არამეს იმასაც, ვინ რომელ ადგილზე ზის. სტუმრისთვის მართლაც რთულია, საკუთარი  სახელის ძებნა მაგიდებზე მოთავსებულ უამრავ ბარათს შორის დაიწყოს. ამიტომ, გირჩევთ, მოაწყოთ ერთი კუთხე, სადაც სიას განათავსებთ.

თუ ქორწილი კლასიკურ სტილში გაქვთ, ჩარჩო შეგიძლიათ გამოიყენოთ. თუ ღია ცის ქვეშ გაქვთ, შეგიძლიათ ფურცხლები თოკებზე ჩამოკიდოთ, ან მოაწყოთ ყვავილების კუთხე და მათ ჩასაწყობებს დაამაგროთ სიები. თუ ქორწილი სოფლად გაქვთ, ამისთვის ხის მსხვილი ტოტების გამოყენება შეიძლება. თუ ამ კუთხისთვის განსაკუთრებული ყურადღების დათმობა არ გინდათ, მაშინ უბრალო, სადა მოლბერტზე შეგიძლიათ განათავსოთ სიები.

მოკლედ, უამრავი ვარიანტი არსებობს. გთავაზობთ რამდენიმე მათგანს ინსპირაციისთვის.

1de9a3701c6a2fa90bb14f87b975ea48

2eb04ca1e75992126db8fffe1c39e72c

Anna Pumer Photography

43dfa6dd19f7bed941e6e653f6a905f8

5323fed3ef654516e16bc567f5901f14

36385b5b23d533c5687628c1cc89ef70

7679450fedc68ca98cb4f877803fa5ec

bc1a24e07af17b822e5a7e8a5bfbec71

cb80243d6245897121fbaf5bff48976f

ce4d5060968a0553650468c158cd00ed

1d90785ad60c9eb7e7c4c68e94ae3330

 

კომენტარები