TOP

როგორ შევარჩიოთ ქუსლიანი ფეხსაცმელი ქორწილისთვის

უმთავრესი კრიტერიუმი, რასაც ფეხსაცმელი უნდა აკმაყოფილებდეს კომფორტულობაა. თუ ფეხსაცმელში თავს იდეალურად არ გრძნობთ, ეს აუცილებლად აისახება თქვენს განწყობაზე. დამეთანხმებით, ცუდ ხასიათზე ყოფნა ქორწილში არავის უნდა. ამიტომ, კარგად მოისინჯეთ, ბევრი იარეთ და დარწმუნდით, რომ შერჩეული ფეხსაცმლით მთელი დღის გატარებას ნამდვილად შეძლებთ. სასურველია, საქორწილო ფეხსაცმელი ძალიან მაღალ ქუსლიანი არ იყოს.

რაც შეეხება დიზაინს, ეს თქვენი გემოვნების საკითხია. ზოგჯერ, პატარძლები არ იცვამენ თეთრ, კლასიკურ ფეხსაცმელს და მის ტონებს იმის მიხედვით ცვლიან, თუ რა ფერშია გადაწყვეტილი ქორწილი. შეგიძლიათ, ამ მეთოდს თქვენც მიმართოთ.

თუ კაბა ძალიან გრძელია, არ იფიქროთ, ფეხსაცმელი მაინც არ გამოჩნდებაო და უგულისყუროდ არ აარჩიოთ. გახსოვდეთ, ამ დღეს ყველას ყურადღება პატარძლისკენაა მიმართული, ამიტომ ყველა დეტალის გათვალისწინება აუცილებელია. ბოლოს და ბოლოს, კარგ ფოტოებს გადაიღებთ ლამაზი ფეხსაცმლის გამოყენებით.

 

4bbb436e44b8a4c346efa4753b7558af

2d2750c899448f7bf13d9dfdd97dfb79

1cd4ade01b45e84c2366bbddc2758d73

fa29348139a9d73b23af75c1bcbfeac6

f80fdb90e44fe8ccf100816de4007e6e

f61ad15b8eeaf283fd4230d811c30ed2

f5f018a6e1cc3e2d50e534d007528f09

e9d732af337fc64252da310d926ca48a

c930cb36173c34bf961c0bea502875f3

ba4e4c030134b0b9a1f39237a2296db8

b410cd6a5f8d7a889c7adaa1f8724626

b8d594c2a9339ee6a741f5abe250c577

ac6a619f85e24869d3eb3cd13620b8cb

85791e1d8c1479a2e1a283f57f58fe97

279f52ac72ce3d3ab30fdce9a16793be

123e87a48a08423c0278075ac82f1015

087ba0e1cd06074f8173dd8cdda85c83

58ca49dc5c5d40af2cfcab1e689e0fa0

15dc8eaaeeea08b55c98ea551667d26f

9be69ad1106682cc30ac335c29d93c22

8e3a93c1320306cd7b467d943a042726

8b1a9acc95f463fce6782af3407c0194

4ebf3ece1a78a339a3f11c31a8681ee3

 

კომენტარები