
როგორ მოვიწყოთ დაუვიწყარი პირველი ღამე
რაც დრო გადის, სულ უფრო და უფრო ნაკლებ წყვილს აქვს ნამდვილი პირველი ღამე ქორწინების შემდეგ. თუმცა, არსებობენ წყვილებიც, რომლებსაც პირველი ღამის რომანტიზმის განცდა, სწორედ, ურთიერთობის დაკანონების დღეს სურთ. ორივე შემთხვევაში ახალდაქორწინებულები დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ პირველ ღამეს და ცდილობენ, მაქსიმალურად დასამახსოვრებელი, რომანტიკული და სიყვარულით სავსე გამოუვიდეთ.
პირველ რიგში, მნიშვნელოვანია სად და როგორ გარემოში გაატარებთ პირველ ღამეს. კარგად დაგეგმეთ ყველაფერი. რაც არ უნდა არარომანტიკული იყოს ქალი, ის მაინც ჯადოსნურ ღამეს ელის. ეცადეთ რამე ამის მსგავსი მოაწყოთ. მამაკაცებო, მოუწყვეთ სიურპრიზი თქვენს მეუღლეებს, გააოცეთ ისინი და დაეხმარეთ შიშებისა და უხერხულობის დაძლევაში. კარგი იქნება, თუ სიმბოლურ საჩუქრებსაც გაცვლით.
თუ მარტო არ ცხოვრობთ, უმჯობესი იქნება სასტუმროში იქირაოთ ნომერი. ასე ნათესავებისა და მეგობრების არასასურველ და პირველი ღამისთვის, მართლაც, შეუფერებელ სიახლოვეს აიცილებთ თავიდან.
მიიღეთ ცოტა ალკოჰოლი. თუ ოთახში შამპანურის, შოკლადისა და მარწყვის შესანიშნავ სამეულს მოიმარაგებთ, სითამამეც მოგემატებათ და სურვილიც. ასე რომ, ყველაფერი გაცილებით კარგად ჩაივლის.
არ დაგავიწყდეთ რომანტიკული, წყნარი მუსიკა. ეს განწყობის შესაქმნელად ძალიან მნიშვნელოვანია.
არა, არა ასეთი ცეკვა დაივიწყეთ…
მეტი თავისუფლება, ვიწყებთ თავიდან…
თუ ეს ღამე თქვენთვის მართლაც პირველია და სიმორცხვის შეგრძნებაც თან გდევთ, კარგი იქნება განათება გამორთოთ და მბჟუტავი სანათი დატოვოთ. ეს არა მხოლოდ უხერხულობას აგარიდებთ თავიდან, არამედ ძალიან ინტიმურ გარემოსაც შექმნის.
გოგოებო, არ წარმოიდგინო, რომ ყველაფერი ისე მოხდება, როგორც ფილმებშია. თუ ნანახ კადრებს თავშ ჩაიბეჭდავთ, შეიძლება იმედი გაგიცრუვდეთ. სჯობს მოხდეს ის, რასაც არ ელით და ამან სასიამოვნოდ გაგაოცოთ.
არ იჩქაროთ და ისიამოვნეთ ყოველი წუთით.
რაც მთავარია, იპოვეთ მყარი საწოლი, თორემ მისი ჩატეხა არა მარტო პირველი ღამის, არამედ ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე დიდი უხერხულობა იქნება.
P.S. გახსოვდეთ, ერთზე გაჩერება არ შეიძლება.