
როგორ ვახაროთ ოჯახს მომავალი ბავშვის სქესი
“Gender reveal” – ბავშვის სქესის საზეიმო ვითარებაში ცნობა დედისთვის და მამისთვის.
ახალი სიცოცხლე ოჯახში ნამდვილი ზეიმია. დედები მრავალი რომანტიკული თუ კრეატიული მეთოდებით ცდილობენ, რომ მეუღლეებს ამის შესახებ აცნობონ, თუმცა არანაკლებ დიდი მოვლენაა იმის გაგება, გოგო ეყოლებათ თუ ბიჭი. ამას პირდაპირ ექიმის კაბინეტში იგებენ, ნაკლებად საზეიმო ვითარებაში. რეალურად კი თქვენ შეგიძლიათ, რომ ეს ფაქტიც ისეთივე ემოციური, დასამახსოვრებელი და ორმაგად ბედნიერი გახადოთ, როგორც ორსულობის შესახებ ცნობაა.
“Gender reveal” უცხოეთში საკმაოდ გავრცელებული მეთოდია. როდესაც მშობლები ბავშვის სქესის დასადგენად მიდიან, მათი ექიმი ამას პირდაპირ არ ეუბნება. მოგვიანებით მათთვის მზადდება სპეციალური სასაჩუქრე ყუთი, ან სხვა ნივთი, რომლის ფერის საშუალებითაც (ვადისფერი – გოგო, ცისფერი – ბიჭი) ოჯახი სადღესასწაულო ვითარებაში იგებს, გოგოს მშობლები გახდებიან თუ ბიჭის. მართალია საქართველოში ეს ტრადიცია არ არსებობს, მაგრამ შეგიძლიათ საკუთარ მეუღლეს და ოჯახს მოუწყოთ ასეთი სასიამოვნო სიურპრიზი და მრავალი გზით აცნობოთ მომავალი ბავშვის სქესი.
მამის რეაქცია, როდესაც გაიგო, რომ 4 გოგოს შემდეგ მე-5 ბავშვიც გოგოა
ფერადი ფხვნილი ბეისბოლის ბურთში იყო ჩამალული
ერთ-ერთ ბუშტში ვარდისფერი ან ცისფერი საღებავია
პატარა გოგო ძალიან ნაწყენი დარჩა, როდესაც შეიტყო, რომ დის ნაცვლად ძმა ეყოლებოდა
ტორტის ბისკვიტის ფერის მიხედვით დადგინდება, გოგო იქნება თუ ბიჭი