როგორ გამოვაწყოთ ძაღლები ქორწილისთვის
არავის უნდა, რომ მისი საუკეთესო და ერთგული მეგობარი ცხოვრებაში ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს დღეს, ქორწილს დააკლდეს. ძაღლებსაც შეუძლიათ გაიზიარონ თქვენი სიხარული და გაგილამაზონ ცერემონია. შეგიძლიათ მათ ყვავილების საყელური ან გვირგვინი გაუკეთოთ. მეტი სოლიდურობისთვის კი ბანტი, ან ჰალსტუხი დაუმაგროთ კისერზე. თუ გოგოა, შეუკერეთ ლამაზი, ფუშფუშა კაბა. კარგი იქნება თუ მათი ტანსაცმლის ფერებს ქორწილის დომინანტურ ფერს შეუხამებთ, ან იგივე ფერს გამოიყენებთ.
არ დატოვოთ თქვენი მეგობარი სახლში.