როგორ გავხადოთ საქორწილო ბეჭედი ორიგინალური
საითაც არ უნდა გაიხედოთ, ყველგან ოქროსფერი „კალიცო“ ბრჭყვიალებს. ყველას ერთნაირი საქორწილო ბეჭედი უკეთია. იმისთვის, რომ ეს ნივთი პერსონალური გახდეს, მასზე სხვადასხვა წარწერა ან ნახატი შეიძლება ამოიტვიფროს. ასე იგრძნობთ, რომ ბეჭედი მართლაც თქვენ გეკუთვნით. გთავაზობთ იდეებს შთაგონებისთვის.
რა შეიძლება დააწეროთ:
- თქვენი და თქვენი მეუღლის სახელები
- თქვენი და თქვენი მეუღლის ინიციალები
- თქვენი გაცნობის თარიღი
- თქვენი ქორწილის თარიღი
- Love ან სიყვარული
- I love you ან მიყვარხარ
- Forever ან სამუდამოდ
- I Promise ან გპირდები
- თქვენი საყვარელი ფრაზა (სიმღერიდან, წიგნიდან…)
- სიკვდილამდე
რა შეიძლება დაახატოთ:
- გული
- უსასრულობის ნიშანი
- გოგო და ბიჭი
- თქვენთვის მნიშვნელოვანი და სიმბოლური ნივთი
კიდევ უამრავი რამის მოფიქრება შეიძლება. ისეთის, რაც მხოლოდ თქვენ ორმა იცით და სხვა ვერავინ მიხვდება მის მნიშვნელობას. ფანტაზია აამუშავეთ და ძალიან მაგარ, ორიგინალურ ბეჭდებს შექმნით.