პირველივე შხვედრისას ვიგრძენით, რომ ერთმანეთი ვიპოვეთ
ქორწილამდე
მე და რაულმა ერთმანეთი 2016 წლის მაისსში, სოციალური ქსელის საშუალებით გავიცანით, თუმცა ყველაფერი ამაზე რამოდენიმე კვირით ადრე დაწყებულა, როდესაც რაულმა ნუცუბიძის ქუჩაზე მანქანით მიმავალი დამინახა. მე ამ ფაქტის შესახებ ქორწილამდე რამოდენიმე დღით ადრე შევიტყვე. ერთმანეთს აქტიურად ვეკონტაკტებოდით, თუმცა პირველი პაემანი საკმაოდ გვიან 2017 წლის იანვარში შედგა. პირველივე შხვედრისას ვიგრძენით, რომ ერთმანეთი ვიპოვეთ და საოცარმა სიმშვიდემ დაისადგურა
ხელის თხოვნა
ხელი 2017 წლის ივლისში მთხოვა, რესტორანი ოტიუმის მიმდებარე ტერიტორიაზე, ძალიან ლამაზად გაფრმებულ ადგილას. ყველაფერი თავად გააკეთა მეგობრების დახმარებით. იმ მომენტში არაფერი მესმოდა და აღარაფერს მნიშვნელობა აღარ ჰქონდა, ერთადერთი მისი თავლები მახსოვს და სწორედ მაშინ მივიღე ყველაზე საპასუხიმგებლო გადაწყვეტილება და ჩვენი ზღაპარიც დაიწყო.
მზადება ქორწილისთვის
ქორწილი სექტემბერში გადავწვიტეთ და შესაბამისად ორგანიზებაც მეორე დღიდანვე დავიწყეთ. ბავშვობიდან ვოცნებობდი ქორწილის დღეზე, ვადევნებდი თვალყურს ბლოგებს, საიტებს, ჟურნალებს. შესაბამისად ზუსტად ვიცოდი როგორი მინდოდა ყოფილიყო ეს დღე. თუმცა 2 თვე ძალიან მცირე დროა ქორწილის ორგანიზებისათვის, ამიტომ ჩემი იდეები გავუზიარე Rembow Event-ს და მათი დახმარებით ყველაფერი სწორედ ისე წარიმართა, როგორც მინდოდა. საქორწილო მოსაწვევების დიზაინი თავად მოვიფიქრეთ, ჩვენ თვითონ დავდიოდით სტამბებში, ჩვენი დიზაინით ავაწყობინეთ პროგრამის ფურცლები. საკმაოდ აქტიურად ჩავერთეთ. კონვერტები ჩვენი ინიციალებით ჩვენ თვითონ დავლუქეთ. ვნერვიულობდი ყველა დეტალზე, მაგრამ საერთო ჯამში საკმაოდ სასიამოვნო მზადების პროცესი გამოვიდა.
კაბა
მიუხედავად იმისა, რომ სულ ვოცნებოდი ამ დღეზე, წინასწარ არ მქონდა წარმოდგენილი თუ როგორ კაბას ჩავიცვამდი. კონკრეტული სტილიც კი არ ვიცოდი. კაბა სტამბულში Vakko Wedding House_ში შევიძინე. ვიტრინებში მოთავსებულ ათასობით კაბაში ლიბანელი დიზაინერის Saiid Kobeisy_ს საოცარი კაბა შევნიშნე, გავისინჯე და მივხვდი, რომ ეს სწორედ “ის” კაბა იყო.
თმა და მაკიაჟი
ვარცხნილობის შერჩევა საკმაოდ რთული იყო ჩემთვის, რადგან მოკლე ვარცხნილობას ვატარებ და არჩევანიც მცირე იყო. თუმცა ვარცხნილობისთვის Gogasus Hair Studio-ს მივმართე. გოგასთან ერთად ვარცხნილობა შევარჩიე და ნამდვილად საოცრად გამიკეთა. მაკიაჟი კი ნანა მაისურაძეს ეკუთვნის. გოგამ და ნანამ არამხოლოდ ჩემს, არამედ სტუმრებისა და ოჯახის წევრების ვიზუალზეც იზრუნეს.
ლოკაცია
ლოკაცია მარტივად გადავწყვიტეთ. ზაფხულში, კახეთში ვიზიტისას სასტუმრო ყვარლის ედემში შევიარეთ, რაული ყოველთვის განსაკუთრებულად მოიხსენებდა ამ ადგილს და მეც მოვიხიბლე იმ სილამაზით, რაც იქ დამხვდა. ხელისმოწერის ცერემონიალი და ქორწილი ყვარლის ედემის ეზოში ღია ცის ქვეშ გადავწყვიტეთ. ჯვრისწერის ცერემონიალი გრემის მთავარანგელოზთა სახელობის მონასტერში შედგა.
ფოტოგრაფი და ფოტოსესია
ფოტოგრაფი ნათია ღაჭავა იყო, რომელმაც საოცრად აღბეჭდა ჩვენი ბედნიერების დღე. ასევე ვიდეო და ფოტო გადაღებას აწარმოებდნენ Savemoment Studio. ეს ბიჭები უსაზღვრო ენერგიით და კრეატიულობით გამოირჩევიან.
ქორწილი
ქორწილი 9 სექტემბერს გაიმართა. დილიდან მომზადება სასტუმრო ყვარლის ედემში დავიწყეთ, პირველი შეხვედრა სასტუმროს კოშკში მოხდა, ცრემლების შეკავება საკმაოდ რთული აღმოჩნდა. ჯვრისწერისათვის გრემის მთავარანგელოზთა სახელობის მონასტერში გავემართეთ. ყველაზე ბედნიერი ვიყავი იმ ფაქტით, რომ ჯვარი ჩემმა მოძღვარმა, მამა დავითმა დაგწერა. ჯვრისწერის შემდეგ სტუმრებთან ერთად ყვარლის ედემში დავბრუნდით, სადაც სტუმრებისათვის ფურშეტი და ყვავილებით მორთული გარემო დაგვხვდა. იქვე გაიმართა ფოტოსესიაც. სტუმრები ყვავილების ბანერთან პოზირებდნენ. დეკორაცია ბურგუნდის ფერში Rustic style_ში გადავწყვიტე და ვფიქრობს შემოდგომას და გარემოს ძალიან მოუხდა. ხელისმოწერის ცერემონიალი ყვარლის ედემის ეზოში გაიმართა. ლევან მდინარაძესთან (Dj Rembo) ერათად რამოდენიმე მუსიკალური კომპოზიციისგან შევკარით საოცარი მელოდია, რომლის ფონზეც გაიმართა ხელისმოწერის ცერემონიალი. ვნერვიულობდი, თუმცა როგორც კი არკასთან მდგომი რაული დავინახე, ისევ სიმშვიდემ შემიპყრო და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადავდგი ცხოვრებაში. სტუმრების განლაგების გეგმა გადმოცემული იყო ხის ჩარჩოში მოთავსებული ინდივიდუალური ბარათებით. სტუმრების ყურადღება მიიპყრო უზარმაზარმა თაღმა, რომლზეც ყვავილებში ჩაფლული ტორტი იყო დაკიდებული. ტორტი და Candy bar საოცარი გოგოების, Casta Diva_ს შემოქმედება იყო. არ მინდოდა სუფრასთან შესვლა ბანალური მარშის ფონზე შესაბამისად სტუმრებს მხიარულ ტალღაზე The Beatles სიმღერის All you need is Love_ფონზე შევუერთდით. მრავალჟამიერი ანსამბლმა ალილომ შეასრულა. პირველი ცეკვა ვალსი არჩილ ბერიძის მიერ შესრულებულ “Amapolla”_ს ფონზე შევასრულეთ, ხოლო მოგვიანებით კვადრატული რუმბა Nat King Cole L.O.V.E _ზე, რომლის დადგმაშიც სტუდია თელას ქორეოგრაფი, ხვიჩა ალადაშვილი გვეხმარებოდა. ყველაზე ემოციური იყო მამასთან ცეკვა, პირველად ალექსანდრე როზენბაუმის სიმღერას “моей единственной “ მოვუსმინე მამას მანქანაში და იმ წამიდან ჩავიფიქრე, რომ ჩემი ბედნიერების დღეს, სწორედ ამ სიმღერის ფონზე შევასრულებდი ყველა გოგოსთვის საოცნებო ცეკვას, ჩემი ცხოვრების პირველ სიყვარულთან, მამასთან ერთად. საღამოს მუსიკალურად აფორმებდნენ ანსამბლი “ალილო”, ბენდი Good Company და Dj Rembo. დაისი არ დავდგით რადგან ვფიქრობდი, ტრადიციული ქორწილი არ იქნებოდა, თუმცა ლევან მდინარაძემ (Dj Rembo) სრულიად მოულოდნელად “გაგვიჩალიჩა” და ალბათ რომ დაგვედგა ესე ბუნებრივად და კარგად ვერც ვიცეკვებდით. საღამომ იდეალურად ჩაიარა, მაქსიმალურად დავიხარჯე და გავერთე. სტუმრების უმრავლესობამ სასტუმროში მოისვენა. მიხარია, რომ ეს დღე არამხოლოდ ჩვენთვის, არამედ ყველა სტუმრისათვის დასამახსოვრებელი იყო. დღემდე ყველა შთაბეჭდილებების ქვეშ არის.
საქორწილო მოგზაურობა
საქორწილო მოგზაურობაში წასვლა იმ დროისთვის გადავიფიქრეთ, შეერთებულ შტატებში მიმდინარე მოვლენების გამო. თუმცა დავგეგმეთ დეკემბერში გამგზავრება.
რჩევა მომავალ პატარძლებს
ყველა პატარძალს ვურჩევ ნაკლებად ინერვიულოს, რომ შეძლოს ყოველი წუთისა და წამის მეხსიერებაში ჩაბეჭდვა. გააკეთოს ყველაფერი ისე როგორც მას სურს რადგან ეს სწორედ მათი დღე არის. ქორწილის ორგანიზება მიანდონ ისეთ ადამიანებს რომლებიც თავიანთი საქმის პროფესიონალები არიან, თუმცა აუცილებლად მიიღონ მონაწილეობა უშუალოდ თვითონაც და აღბეჭდონ ეს ყველაფერი.