ოსკარ დე ლა რენტა – 2015 წლის გაზაფხული პატარძლებისთვის
გაზაფხული, წლის ყველაზე ლამაზი სეზონი, იდეალურია ქორწილისთვის. ბევრი ყვავილი, კარგი ამინდი და შესაბამისად, შესანიშნავი განწყობა ამ დღის მოსაწყობად ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა კაბის გარეშე არაფერი გამოვა. თეთრი, რძისფერი, ღია კრემისფერი და მათი მონათესავე ტონები ძირითადი, ტრადიციული ფერებია, მაგრამ წლიდან წლამდე იცვლება მოდის ტენდენციები. იმისთვის, რომ თქვენი კაბა ლამაზთან ერთად მოდურიც იყოს, ეტაპობრივად შემოგთავაზებთ საქორწილო კაბების 2015 წლის გაზაფხულის მოდის კვირეულის ჩვენებებს.
მოდით, „ოსკარ დე ლა რენტათი“ დავიწყოთ. ცნობილი მოდის სახლი 2015 წლის გაზაფხულისთვის ყველანაირი გემოვნების პატარძლების სურვილების დაკმაყოფილება გადაწყვიტა. მრავალფეროვანი კოლექციიდან შეარჩევთ კაბას, რომელიც ოქროსფერ ქვიშან სანაპიროზე თავს ნამდვილ დედოფლად გაგრძნობინებთ. ასეთივე შეგრძნება დაგეუფლებათ ლამაზად მორთულ, გრანდიოზულ ეკლესიაში იგივე ჩვენებიდან სხვა კაბის არჩევის შემთხვევაში.
დიზაინერები გვთავაზობენ სხვადასხვა მასალის, სიგრძის, ფერის, მორთულობის კაბებს. ნაზი, ქალური სილუეტები ნებისმიერი აგებულების ქალს დაამშვენებს. წარმოგვიდგენენ იდეალურად შეხამებულ სამკაულებს კაბებთან, ფატებს, ყვავილების გვირგვინებს. ამასთან, შესაძლოა, თაიგულები, რომლებიც მოდელებს უჭირავთ, ინსპირაციის წყაროც გახდეს თქვენი ქორწილისთვის.
ისიამოვნეთ და იფიქრეთ – როგორი კაბა უნდა უნდა გეცვათ თქვენ?