TOP

ორი საბედისწერო თამაში – ქართულ-გერმანული სიყვარულის ისტორია

 Image may contain: one or more people, people standing and wedding

ქორწილამდე

46476242_309385412999101_4806952252658941952_nმე და ალექსმა ერთმანეთი დაახლოებით წელიწადნახევრის წინ ბერლინში, ერთ-ერთ საბილიარდო კლუბში  გავიცანით. ამ პერიოდში აქ საცხოვრებლად ორივე ახალი გადმოსულები ვიყავით და ჩვენი შეხვედრაც ძალიან შემთხვევითი იყო. ბილიარდი თბილისშიც  ძალიან მიყვარდა, ამიტომ აქაც ხშირად დავდიოდი ხოლმე სათამაშოდ, ჩემ უხლოეს მეგობართან ერთად. იმ დღეს, როდესაც ალექსი გავიცანი, ჩემს დაქალს დააგვიანდა და  მე მარტო დავიწყე თამაში. გვერდით მაგიდასთან ალექსი თამაშობდა, მის მეგობრებთან ერთად. მისი ყურადღება მალევე ვიგრძენი, მომიახლოვდა და ერთად თამაში მთხოვა, მეც გააზრებულად თუ გაუაზრებლად დავთანმხდი.  დაახლოებით 5 წუთში ჩემი მეგობარიც მოვიდა. ალექსი დაგვემშვიდობა და სასიამოვნო საღამო გვისურვა. გულწრფელად გითხრათ, მისი თავაზიანობით და გარეგნობით ნამდვილად მოვიხიბლე. შემდეგ გასასვლელში ნომერი დამიტოვა, თუ სურვილი გაქვს შემეხმიანეო. მე და ჩემი მეგობარი მხიარულად გამოვედით საბილიარდოდან, თუმცა აქვე დავსძენ, რომ ნომერი არასწორი აღმოჩნდა და ჩვენი დაკავშირება ვერ მოხერხდა.  მე და ალექსმა საბოლოოდ გაცნობა ერთი თვის შემდეგ, ამავე საბილიარდოში შევძელით,(რამდენჯერმე იყო მისული , რომ  იქნებ მეც იქ აღმოვჩენილიყავი).

ჩვენი შეხვედრები ყოველთვის სასიამოვნო და ჩემთვის ყოველთვის რაღაც ახლის აღმოჩენა იყო, და არამარტო ჩემთვის. ალექსმა დიდი ინტერესი გამოხატა ქართული კულტურისადმი და მალევე ჩვენი ერთმანეთისადმი სიმპათია დიდ სიყვარულში გადაიზარდა. ჩვენთვის განსაკუთრებული იყო ჩვენი ოჯახების მხარდაჭერა, რაც  ძალიან  ამაღელვებელი იყო.  მალევე გავიცანი ალექსის მშობლები, ოჯახის წევრები,მეგობრები. შემდეგ ალექსი იმყოფებოდა საქართველოში, ანალოგიურად გაიცნო ჩემები და მოგეხსენებათ ქართული მასპინძლობის შესახებ, რამაც მასზე ასევე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა.

ხელის თხოვნა

ხელის თხოვნამ  ყოველგვარ მოლოდინს გადაჭარბა, ალექსი სურპრიზებით სავსე ადამიანია, მაგრამ მსგავს რამეს ვერ წარმოვიდგენდი. მე ყოველთვის სიამვნებით ვადევნებ თვალს ეროვნული ნაკრების თამაშს, განსაკუთრებით რაგბს, ჩემთან ერთად ბოლო რამდენიმე თამაშს ალექსმაც უყურა და ალბათ ჩემი ემოციების შემდეგ დაგეგმა ეს ყოველივე. შემდეგი თამაში გერმანია საქართველოს თამაში იყო 17 თებერვალს, Frankfurt-ში, ბერლინიდან 5 საათის გზაზე. ალექსის იდეა იყო აუცილებლად  წავსულივით, მე კიდევ ცოტა არ იყოს მისი გადარწმუნება დავიწყე, ცივა, ამდენი ხანი გზაში… და ასე შემდეგ. მოკლედ – წავედით… და მე ბოლო წუთამდე ვერაფერს მივხვდი, VIP ბილეთები გვქონდა ნაყიდი,  თამაშის დაწყებამდე ცოტა აღელვება კი შევატყვე, ალექსი ხშირად გადიოდოა ხოლმე, ტელეფონზე ურეკავდნენ, მაგრამ მაინც არაფერი მიფიქრია მსგავსი. უცებ, ერთი გოგონა დავინახე, რომელიც თითქოს ვიღაცას ეძებდა, მალევე ჩემთან მოვიდა და გერმანულად მკითხა, შემთხვევით ქართული ხომ არ ვიცოდი, მას დახმარება სჭირდებოდა ერთ-ერთ მოთამაშესთან, ვერ უთარგმნეს რაღაც კონკრეტული საკითხი და თუ შემეძლო  გავყოლოდი, მე კიდე გაოცებულმა, რა შუაში ვიყავი, გავყევი… ალექსი მოვიძებნე, მაგრამ ახლოს არ იყო, ჩავყევი კიბეებზე და ეს გოგო მიკროფონში ლაპარაკობს, 2 წუთი… 1 წუთი, მე მაინც ვერაფერს ვხვდები და ბოლოს გავდივართ სტადიონდზე…  და იქედან არაფერი მახსოვს… ენით აღუწერელი ბედნიერება იყო, ალექსი იდგა მოედნის ცენტრში, ყვავილებით და გაისმის  Bruno mars- merry you,  ყველაფერმა იდეალურად ჩაიარა, ხალხის ოვაციები, ქართველი მორაგბეების მოლოცვა და უამრავი შეტყობინება ახლობლებისგან და მეგობრებისგან, რომლებმაც ეს ყველაფერი live – ში ნახეს.

მზადება ქორწილისთვის

ქორწილის შესახებ საუბრისას, ალექსმა მაშინვე მითხრა, რომ იდეალური ვარიანტი იქნებოდა თუ საქართველოში, თბილისში, გადავიხდიდით, რასაც სიხარულით დავთანხმდი. პირველი, რაზეც ზრუნვა დავიწყეთ იყო კაბა და რესტორანი,  ვინაიდან და რადგანაც  ადგილზე არ ვიყავით, ამან მოსამზადებელი პერიოდი საკმაოდ გაართულა, თუმცა მანამადე თითქმის ყველაფერი ინტერნეტით მოძიებული მქონდა და  შეხვედრებიც დანიშნული. ქორწილამდე 3 თვით ადრე ჩამოვედით და ყველაფერი სისრულეში მოვიყვანეთ.

კაბა

როგოც უკვე აღვნიშნე, პირველი რისი ძებნაც დავიწყე იყო კაბა, ჯერ კიდევ ბერლინში ვეძებდი შესაბამისს. სიმართლე გითხრათ, რამდენიმე ვერსიას განვიხილავდი, თუმცა  მინდოდა საქართველოშიც  მენახა რა სიტუაცია იყო, იმიტომ, რომ ბოლო პერიოდში ქართველი პატარძლები მართლაც რომ შესანიშნავი კაბებით  ჩნდებიან ქორიწლებში.  როდესაც ჩამოვედით, მარიონელაში გავედით და დაახლოებით 3 კაბა ავარჩიე, რომლიდანაც მხოლოდ ერთი იყო ისეთი, როგორიც მინდოდა, მაგრამ საკმაოდ არაპრაქტიკული აღმოჩნდა. მესამე კაბა, რომელიც მარიონელას უახლოესი კოლექციიდან იყო და უმშვენიერესი ზედა ნაწილი ჰქონდა, მაშინვე მიიქცია ჩემი ყურადღება,  ჩავიცვი თუ არა, გეფიცებით, ისეთი შეგრძნება დამეუფლა რომ „ის-ის იყო’…მოკლედ, აღფრთოვანებულმა მაშინვე ვიყიდე.

Image may contain: 1 person, standing, wedding and outdoor

თმა და მაკიაჟი

თმა და მაკიაჟი სილამაზის აკადემიაში გავიკეთე, ჩემი ფავორიტი სალონია.  შეუძლებელი შეძლეს, ისე მოკლე დროში ისეთი შედეგი დადეს, რომ ყველა აღფრთოვანებული დავრჩით. დღის ბოლომდე მაკიაჟიც შენივინარჩუნე და ვარცხნილობაც, რამაც კიდევ უფრო გადააჭარბა მოლოდინს.

ლოკაცია

ჯვრისწერა  ჯვარზე გაიმართა, ჩემთვის ამ ადგილს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს და მოხარული ვარ, რომ ამ დღეს შესაძლებლობა მოგვეცა ჯვარი აქ დაგვწერა. ჩვენი უცხოელი სტუმრები აღფრთოვანებას ვერ მალავდნენ, ისე მოეწონათ იქაურობა. ხელი მოვაწერეთ  ლისზე, weddingstory-ის არეაზე, ყველაფერი იდეალურად იყო გათვლილი და მოწყობილი, ძალიან კმაყოფილები დავრჩით ყველანი. თვითონ ქორწილი, პრემიუმ კლასის რესტორანში, ‚,თავადურში’’ გაიმართა,  სადაც მართლაც რომ  ყველაფერი პრემიუმ ხარისხის იყო. ყველა დეტალი და ყველა ნიუანსი გათვლილი იყო, არაჩვეულებრივი კერძები, მომღერალ/მოცეკვაავეები და  ასევე მისი წამყვანიც, რომელმაც  არაჩვეულებრივი შოუ პროგრამა შემოგვთავაზა და ყველანი უკლებლივ კმაყოფილები დავრჩით. განსაკუთრებით მოხიბლულები კი ჩვენი უცხოელი სტუმრები იყვნენ. ყველას დიდი მადლობა ამისთვის და აქვე მინდა მადლობა გადავუხადო დიზაინერს, საბა ბაშარულს, (Floral Art-Saba) რომელმაც იდიალურად გააფორმა დარბაზი და ჩვენი მაგიდა.

ფოტოგრაფი და ფოტოსესია

ფოტოგრაფს და ვიდეოგრაფს საკმაოდ დიდხანს ვეძებდი, საბოლოოდ merciaphotography და Torophotography გადავწყვიტეთ, ვიდეო და დრონი, MGI memorie, მადლობა მათ, რომ ამ არაჩვეულებრივი დღის არაჩვეულებრივ კადრებად დაფიქსირება შეძლეს.

ქორწილი

რაც შეეხება ქორწილის დღეს,  ნამდვილად დაუვიწყარი დღე იყო, თუ არ ჩავთვლით მცირე დაგვიანებებს ჯვრისწერაზე და ხელის მოწერაზე.   საბოლოოდ ყველაფერმა იდეალურად ჩაიარა  და ყველამ კარგი დრო გაატარა. რესტორანში ბოლო წუთამდე გავჩერდით, ვისაც ცეკვის ძალა და ღონე შეგვრჩენოდა. სტუმრებისგან ბევრი კომპლიმენტი მივიღეთ, რომ ყველაფერი კარგად ორგანიზებული იყო და ასე კარგი დრო დიდი ხანია არ უტარებიათ, რისი მოსმენა ჩვენთვის ძალიან სასიამოვნო იყო.

საქორწინო მოგზაურბა

საქორწილო მოგზაურობას რაც შეეხება, სამწუხაროდ,  იანვარში გადადება მოგვიწია, ჩვენი სურვილი მალდივიზე გამგზავრებაა და ამას ძალიან მალე განვახორციელებთ.

 რჩევა მომავალ პატარძლებს

მომავალ პატარძლებს ვურჩევდი, რომ   კარგად დაგეგმონ და გადაანაწილონ დღე, ყველა დეტალი გადაამოწმეთ და რაც მთავარია,  არაფერზე არ ინერვიულოთ, ბოლომდე დატკბით და ისიამოვნეთ ამ დღით.

Image may contain: shoes and flower

Image may contain: 1 person, standingImage may contain: one or more people and indoorImage may contain: shoes

Image may contain: 1 person, standing and weddingImage may contain: 3 people, people smiling, people standing

Image may contain: one or more people, people standing, wedding and outdoor

Image may contain: 3 people, including Kesane Pruidze, people smiling, people standing, wedding and outdoor

Image may contain: Kesane Pruidze, smiling, weddingImage may contain: 1 person, dancing

Image may contain: 2 people, people standing and wedding

კომენტარები