ორი განსხვავებული სულის იდეალური ერთობა
მე და გიგამ ერთმანეთი 5 წლის წინ საერთო მეგობრისგან გავიცანით. ჩვენი ურთიერთობა ორმხრივი მოწონებით არ დაწყებულა.თითქმის ერთი წლის განმავლობაში გიგა ,ახლა უკვე ჩემი მეუღლე, ცდილობდა თავი მოეწონებიდა ჩემთვის.ერთი ნახვით შეყვარების დღესაც არ მჯერა. მგონია რომ დროთა განმავლობაში მეორე ადამინში პოულობ შენს ნახევარს,მოკავშირე სულს რომელსაც ყველა ადამიანში თავისთავად ვერ იპოვი. ალბათ ეს მოხდა ჩემს შემთხვევაშიც და ამ პერიოდის განმავლობაში გიგამ ისე შემაყვარა თავი, რომ ზუსტად ვიცოდი ის იყო ადამიანი, რომლის გვერდითაც ყველაზე ბედნიერი ვიქნებოდი. ჩვენ სერთოდ არ ვგავართ ერთმანეთს, პირიქით სრულიად განსხვავებული ხასიათი, ინტერესები და შეხედულებები გვაქვს.მე საკმაოდ თავშეკავებული და სერიოზული ვარ, გიგა პირიქით აქტიური,მხიარული და სრულიად უკომპლექსოა, სწორედ ამიტომ ძალიან ხშირად ვკამათობდით. თუმცა 5 წლის განმავლობაში არ ყოფილა შემთხვევა რომ დაშორებაზე გვეფიქროს. პირიქით კამათის შემდეგ უფრო მეტად ვხვდებოდით, რომ ზუსტად ერთმანეთისთვის ვიყავით დაბადებულები.
ხელის თხოვნა
ხელის თხოვნა სიურპრიზზე უფრო მეტი გამოვიდა. ამ პროცესში ჩართული იყო უამრავი ადამიანი- ჩვენი ოჯახის წევრები,მეგობრები, თანამშრომლები.გიგამ სრულიად განსხვავებული, ორიგინალური და ლამაზი დღე მაჩუქა, ისეთი როგორსაც ვერც კი წარმოვიდგენდი. ხელი ახალ აღმაშენებელზე ერთ-ერთ ლამაზ კაფეში მთხოვა.იმ დღეს მოულოდნელად მაგიდასთან მარტო აღმოვჩნდი,ნელ-ნელა კი მეგობრებით გარემოცული, ხელში ჩვენი 4 წლიანი ისტორიის ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტების წარწერებით შეიცვალა ყველაფერი, შემდეგ უზარმაზარი ყუთიდან ბუშტებით ბეჭდის ყუთი ამოფრინდა,რომელიც ქარმა წაიღო,სრულიად აღმაშენებელი ამ ბეჭედს მისდევდა, თუმცა ეს ერთგვარი ხუმრობა აღმოჩნდა. ამ აურზაურში გიგა ნამდვილი ბეჭდით ხელში გამოჩნდა და ხელი მთხოვა. შოკირებული ვიყავი, ეს იყო ემოცია, რომელსაც ვერასდროს ვერანაირი ფორმით ვერ გადმოვცემ. ჩვენთვის უბედნიერესი დღე საღამოს ლისის ტბაზე პიკნიკით დასრულდა.
ქორწილის სამზადისი
ქორწილის მოსამზადებლად 2 თვეზე მეტი მქონდა. ვფიქრობდი ყველაფერს მოვასწრებდი და დიდად არც ვჩქარობდი. თუმცა ბოლოს ერთიანად მომიხდა ყველაფრითსვის გამკლავება. ჩემი მეგობრები რომ არა, ალბათ ვერაფერს მოვახერხებდი.როგორც აღმოჩნდა ქორწილისთვის მზადებას დიდი ძალისხმევა სჭირდება. დეპრესიაც კი მქონდა , ბოლოს უკვე ყველაფერზე ვტიროდი,ყველას ვეკამათებოდი, არაფერი მომწონდა. მაგრამ საბოლოოდ ყველაფერმა იდეალურად ჩაიარა. იმდენად კარგადაც, რომ წარმოდგენაც კი არ შემეძლო, რომ ასეთი მაგარი ქორწილი გამოგვივიდოდა.
კაბა
რაც შეეხება კაბას გიგამ მთხოვა რომ ქორწილში დიდი, უზარმაზარი კაბა მცმოდა. ეს თხოვნა შევუსრულე და კაბა DRESSCODE-ში შევარჩიე.საკმაოდ კომფორტული კაბა იყო, თუმცა მძიმე.ქორწილის დღეს ძალიან იწვიმა, კაბა მთლიანად დამისველდა და ორმაგი წონა გახდა. კაბის ტარებაში ბიჭები მეხმარებოდნენ. სასაცილოდ ჟღერს, მაგრამ ყოველი ფოტოსესიის შემდეგ კაბას ხელით წუნავდნენ.
თმა და მაკიაჟი ეს ის თემა იყო, რისაც ძალიან მეშინოდა. კაბასთან ერთად ამ ორი დეტალზე ზრუნვაც DRESSCODE-ის ვიზაჟისტებს მივანდე. შედეგმა კი მოლოდინს გადააჭარბა.საშინელი წვიმის მიუხედავად თმაც და მაკიაჟიც დღის ბოლომდე იდეალურად გამოიყერებოდა. რაც მთავარია, ზუსტად ისეთი გამოუვიდათ, როგორიც მინდოდა.
ლოკაცია
ხელი მცხეთაში მოვაწერეთ, ჯვარი კი საგურამოში, ილა მართლის მონასტერში დავიწერეთ. ვიდეო გადაღებისთვის ულამაზესი ადგილი აღმოჩნდა. გარდა ამისა, მე და გიგამ მოძღვართან საუბრის შემდეგ გადავწყვიტეთ, რომ ეს ის ადგილი იყო სადაც ჯვარი უნდა დაგვეწერა.
ფოტოგრაფი და ფოტოსესია
ფოტოგრაფი უნიჭიერესი გოგონა მია ( Mercia Photography ) გვყავდა, რაც შეეხება ვიდეო გადაღებას ავთო ჭიპაშვილი ( ZOOMSTUDIO). ორივე თავისი საქმის პროფესიონალი აღმოჩნდა. დაუზარელები, პოზიტიურები და ძალიან ენერგიულები. ამინდის მიუხედავად, თავი არ დაზოგეს, რომ ჩვენი ქორწილის კადრები ძალიან მაგარი და დასამახსოვრებელი გამოსულიყო. რამდენიმე ლოკაციაზე მოვასწარით ფოტოების გადაღება. მცხეთა, საგურამო, მეტეხი და კაფე ,,ლინვილი’’. ფოტოსესია საკმაოდ კარგი და მხიარული გამოვიდა, უბრალოდ წყვილები ვერ შეძლებენ ამ ორ ადამიანთან მოწყენას და დაძაბვას, ამიტოვ ვურჩევ ბოლომდე ენდონ მათ.
ქორწილი
საშინელი წვიმის მიუხედავად ქორწილი მართლაც ძალიან მაგარი გამოვიდა. ყველა გაერთო, დადგმული გვქონდა flashmob , რომელმაც ხალხი კიდევ უფრო აიყოლია. ქორწილის ბოლოსკენ ავედი სცენაზე და ვიმღერე, ეს ყველასთვის სიურპრიზი იყო, განსაკუთრებით კი ჩემი მეუღლისთვის, გაოგნებული და შოკირებული იყო. გვყავდა DJ, რომელმაც სრულიად სტუმრები აიყოლია.ყველაფერი გავაკეთეთ იმისათვის, რომ სტუმრებს არ მოეწყინათ და ეს დღე მათთვისაც სამახსოვრო ყოფილიყო. მოკლედ რომ ვთქვა, იდეალური დღე გამოვიდა.ჩვენი ქორწილით მაქსიმალურად ვისიამოვნეთ.
საქორწინო მოგზაურობა
დასასვენებლად წასვლა საქართველოში კერძოდ ბორჯომში გადავწყვიტეთ. ორივეს გვინდოდა ეს დღეები მშვიდად და მყუდროდ გაგვეტარებინა. ნამდვილად კარგი დასვენება გამოგვივიდა,ულამაზესი ხედები, მშვიდი გარემო და სუფთა ჰაერი ორივესთვის დიდი განტვირთვა იყო. თუმცა ფოტოების გადასაღებად მუდამ მზად ვიყავი,ასე რომ ბორჯომიდანაც უამრავი ტკბილი და სასიამოვნო მოგონება გამოგვყვა.
რჩევა მომავალ პატარძლებს
ყველა მომავალ პატარძალს ვურჩევ, რომ ყველაფერი მშვიდად და დალაგებულად მოაგვარონ. ჩემი მთავარი რჩევაა ყველა საჭირო დეტალი გეგმის სახით ჩამოწერონ და ამის შემდეგ შეუდგნენ აქტიურად მზადებას. დამიჯერეთ თავს ესე უფრო მშვიდად იგრძნობთ და მცირე დეტალიც კი არ დაგრჩებათ ყურადღების გარეშე. გარდა ამისა არ იდარდოთ თუკი თქვენს ქორწილში თავსხმა წვიმა იქნება, მერწმუნეთ წვიმაში დიდი კაბით სირბილს არაფერი ჯობია. ეს თქვენი დღეა და არავის და არფერს მისცეთ უფლება განწყობა გაგიფუჭოთ, იმიტომ რომ ყველაფერი მხოლოდ თქვენს განწყობაზეა დამოკიდებული. აქციეთ ეს დღე ყველაზე დიდებულ და გამორჩეულ დღედ.