
ნამდვილი სიყვარული მეგობრობით იწყება
ქორწილამდე

ხელის თხოვნა

მზადება ქორწილისთვის
ზოგადად ყველა საქმის ბოლოსკენ მოტოვება მიყვარს. რამდენი დროც არ უნდა მქონდეს წინ, მაინც ყველაფერს ბოლო წუთებში ვაკეთებ ხოლმე. ქორწილის სამზადისი 1თვით ადრე დავიწყე, თუმცა ყველაფერი მოვასწარი საბედნიეროდ. გვეხმარებოდნენ ოჯახის წევრები როგორც შეეძლოთ, მაგრამ ვცდილობდი ყველაფერი თუ არა, ძირითადი მაინც მე გამეკეთებინა. მინდოდა ყველა დეტალი მცოდნოდა, ასე უფრო მშვიდად ვიყავი. იმის გამო რომ ჩემი მეუღლე საღამოს 7მდე სამსახურში იყო, მერე კი ცეკვის გაკვეთილები გვქონდა, მე და ჩემი მაზლი დავრბოდით საქმეებზე. ყველგან აღვნიშნავ რომ ჩემი მეჯვარეები არ დამხმარებიან ისე როგორც ჩემი მაზლი. საკმაოდ რთული იყო რესტორნის შერჩევა. ვეძებდი ადგილს რომელსაც ექნებოდა დიდი ეზო, ხელისმოწერის ცერემონიალი რომ ჩატარებულიყო. ბოლოს უკვე დარბაზს არ ვაქცევდი ყურადღებას როგორი იყო, მთავარია ეზო ყოფილიყო ჩემთვის მოსაწონი. რესტორანი თბილისში უნდა ყოფილიყო აუცილებლად. ქორწილის ღამეს სამოგზაუროდ მივდიოდით და ბევრი დრო ნამდვილად არ გვექნებოდა. ავარჩიე რესტორანი რომელსაც ნამდვილად ლამაზი ეზო ჰქონდა, თან დიზაინერს შევუთანხმდი და ყველა დეტალი ავუხსენი, რა როგორ მინდოდა. იდეაში ძალიან ლამაზი უნდა გამოსულიყო მაგრამ…23დეკემბერს იყო წვიმა და არვიცი წვიმის გამო თუ დიზაინერის დაუდევრობის გამო არაფერი არ იყო ისე როგორც დაგეგმილი მქონდა. საბოლოო ჯამში ცუდი არ იყო, თუმცა არც ის იყო, რაც მინდოდა და რის გამოც გავაკეთე არჩევანი იმ კონკრეტულ რესტორანზე.
კაბა
ვთქვი, რომ ყველა საქმეს ბოლოსკენ ვიტოვებ, მაგრამ კაბა გამონაკლისი იყო. დიდ თეთრ კაბაზე ბავშვობიდან ვოცნებობდი.მოზომვები 6თვით ადრე დავიწყე. დავდიოდი და ვარჩევდი როგორი სტილი მომწონდა და როგორი მიხდებოდა. ბოლოს დავიბენი, დიდი გაშლილი კაბებიც ძალიან მომწონდა და მომდგარიც. არჩევანს ვერ ვაკეთებდი და გადავწყვიტე შემეკერა ტანზე მომდგარი კაბა,რომელსაც დიდი შლეიფი გაუკეთდებოდა წელზე. კაბა შევიკერე ნანა მელქაძის მოდის სახლში. ავუხსენი როგორი მინდოდა და სულ რაღაც ერთ თვეში სასწაული დამახვედრა.იქ შევიკერე მეორე კაბაც, რომელიც პარიზში წავიღე და მოსაცმელიც…სამივემ მოლოდის გადააჭარბა.
თმა და მაკიაჟი
თმასა და მაკიაჟზე ბევრი არ მიფიქრია და სილამაზის აკადემიის გოგოებს მივანდე. ჩემი ნდობა ნამდვილად გაამართლეს, ვთვლი რომ საუკეთესოები არიან.
ფოტოგრაფი და ფოტოსესია
ფოტოგრაფზეც დიდხანს არ გვიფიქრია, ვთვლი რომ ზურა ქართველიშვილი უკონკურენტოა. მის სურათებს ყველასგან გამოარჩევ. დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე, როცა ქორწილამდე რამდენიმე დღით ადრე შევხვდი და დავგეგმეთ ფოტოსესია. ყველა დეტალით დაინტერესდა. კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ პროფესიონალია. ვიდეო გადაღება სოკა სტუდიოს ბიჭებს მივანდეთ, ჩემი ქმრის მეგობრები არიან. ვიდეოსთან ერთად რამდენიმე ფოტოც გადაიღეს,მათი ნამუშევარიც ძალიან მომეწონა,მადლობა მათ. ამინდის მიუხედავად ფოტოსესიამ ბრწყინვალედ ჩაიარა.
ქორწილი
ბოლომდე ვისიამოვნე და დავტკბი ჩემი დღით. იმ დღეს ხომ ყველას ყურადღება პატარძლისკენაა მიმართული. ვცდილობდი არ შემემჩნია ამინდი, ან თუნდაც ეზოს დეკორი. ვფიქრობ გამომივიდა კიდეც. არაფერს მივეცი უფლება ჩემთვის ეს დღე ჩაეშხამებინა. ყველაზე კარგად, ვფიქრობ, მე და ჩემი ქმარი გავერთეთ. საბოლოო ჯამში საუცხოო ქორწილი გამოგვივიდა. სტუმრებიც აღნიშნავდნენ ამას. გვქონდა ცეკვები, ფლეშმობი, ფეიერვერკი. თაიგულის დაჭერა ცალკე მხიარულება იყო. და ყველაზე მთავარი: დაისი უშეცდომიდ შევასრულეთ.
საქორწინო მოგზაურობა
თაფლობის თვე ჩემს საოცნებო ქალაქში, პარიზში გავატარეთ. როგორც მინდოდა, ქორწილის ღამეს წავედით. იქ 12 დღე ვიყავით. დაუვიწყარი 12დღე გავატარე ჩემს სიყვარულთან ერთად, სიყვარულის ქალაქში. ბედნიერებაა, როცა ხედავ, როგორ გისრულდება ოცნება.
რჩევა მომავალ პატარძლებს
მომავალ პატარძლებს ვურჩევ რომ დატკბნენ თითოეული წამით, იმიტომ, რომ ქორწილის დღე ძალიან სწრაფად გადის. არ ინერვიულონ არაფერზე, თუნდაც ამინდზე.იყვნენ საკუთარ თავში დარწმუნებულებები და აუცილებლად იქნებიან ლამაზები. ქორწილის სამზადისში ბოლომდე ჩაერთონ და იცოდნენ ქორწილის ყოველი დეტალი. არ დაიშურონ ფული ფოტოსა და ვიდეოზე, ეს ერთადერთია, რაც დაგრჩებათ თქვენი ლამაზი დღისგან.