TOP

მოულოდნელი სიურპრიზი 16 წლის შემდეგ

19105578_1091829187584660_9138483044936177381_n

ქორწილამდე

19357435_1095411810559731_670191128_nმე და გიორგიმ ერთმანეთი  2001 წლის 1 სექტემბერს გავიცანით. ერთ კლასში აღმოვჩნდით და 12 წელი ერთად ვსწავლობდით. გიორგი ფეხბურთელია და იშვიათად დადიოდა სკოლაში მაღალ კლასებში. თავიდან ვმეგობრობდით და მე-10 კლასის ექსკურსიაზე პირველად თვითონ გამომიტყდა სიყვარულში. არც კი ვიცი როდის მოასწრო ჩემი შეყვარება, თითქმის არც ვხვდებოდით ერთმანეთს. ამის შემდეგ დაიწყო ხშირი შეხვედრები, თუმცა გამოგიტყდებით თავიდან მეგობრულად ვუყურებდი. შემდეგ ისე მომაჯადოვა თავისი სითბოთი და ყურადღებით, რომ გაუცნობიერებლად მეც სიყვარულით ვუპასუხე. დრო და დრო ყველაფერი თავისით განვითარდა და ურთიერთობაც ნელ-ნელა გავამყარეთ. დაახლოებით 6 წელი დაჭირდა იმ დასკვნამდე მისასვლელად, რომ უჩემოდ ცხოვრება აღარ შეეძლო და დრო იყო ყველაფერი happy end-სკენ წასულიყო

ხელის თხოვნა

19190834_1095411817226397_442315985_nგიორგი ნორვეგიაში თამაშობდა 3 წელი და მარტო ზამთარში ვახერხებდით ერთმანეთთან ხანგრძლივ შეხვედრას, რაც 1 თვეს მოიცავდა. ზაფხულობითაც ახერხებდა ჩამოსვლას 5-7 დღით. წინა წლის გაზაფხულზე საქართველოს 21 წლამდელთა ნაკრებში გამოიძახეს და შეკრებაზე იყო თბილისში, ისე დაემთხვა, რომ ჩემს დაბადების დღეზე 1 დღით სახლში გამოუშვეს და საღამოს აღნიშვნა გადავწყვიტეთ ოჯახურ წრეში. გიორგის დებთან და სიძეებთან ერთად ვიყავით რესტორან ”წისქვილში”, როდესაც ყველამ ჩემი სადღეგრძელო შესვა და ბოლოს გიორგი დარჩა, ამ დროს ტელეფონები მოიმარჯვეს და გადაღება დაიწყეს. ცოტა არ იყოს უცნაურად მომეჩვენა რას ან რისთვის იღებდნენ და ამ ფიქრში გიორგიმ ბეჭედი ამოიღო და დარჩენილი ცხოვრების მასთან გატარება მთხოვა. ბეჭდის დანახვის შემდეგ ვერავის და ვეღარაფერს ვხედავდი, იმდენად მოულოდნელი და დაუგეგმავი რამ მოხდა. რა თქმა უნდა დავთანხმდი და ამდენი ხნის ურთიერთობა ქორწილით დავაგვირგვინეთ.

ქორწილის სამზადისი

საქორწილო სამზადისი ქორწილამდე 2 თვით ადრე დავიწყეთ. გიორგის გაურკვეველი რეჟიმის გამო ზუსტი თარიღი აპრილის შუა რიცხვებამდე არ ვიცოდით, მხოლოდ თვე გვქონდა გადაწყვეტილი. ქორწილი მაისს ვერ გასცდებოდა, ვინაიდან შემდგომ ისევ ვარჯიშები ეწყებოდა, ამიტომ რესტორნის მოფიქრება ყველაზე ბოლოსთვის შემოვინახეთ. სამზადისში დედა და სადედამთილო მეხმარებოდნენ. უფროსებთან ვათანხმებდი ყველაფერს, რადგან ვთვლი, რომ მათ მეტი გამოცდილება აქვთ და ბევრ რამეში კარგ რჩევასაც მომცემდნენ, თუმცა თითქმის ყველაფერი ჩემი მოძიებული და დაგეგმილი იყო.
ქორწილი 14 მაისს დავთქვით რესტორან ბაბილო Music Hall-ში. გიორგი ქორწილამდე 2 კვირით ადრე ჩამოვიდა და იმ დღიდანვე უკვე აქტიურად შევუდექით საქორწილო სამზადისს. დავდიოდით ცეკვის მასწავლებელთან, ვაგვარებდით მუსიკისა და ცეკვის დეტალებს.
ვიზრუნეთ გიორგის ჩაცმულობაზე, რაც ყველაზე მარტივი აღმოჩნდა სხვა დეტალებთან შედარებით.
PicMonkey Collage
კაბა 
ვთვლი, რომ საქორწილო კაბა ქორწილის უმნიშვნელოვანესი დეტალია და ის ისეთივე უნდა იყოს, როგორიც პატარძალს სურს. სწორედ ამიტომ ჩემი კაბა “მარიონელას” გუნდს მივანდე, მინდოდა სადედოფლო და გრანდიოზული ყოფილიყო, გრძელი შლეიფითა და ლამაზად გაწყობილი მარგალიტებით. კაბამ ჩემს ყოველგვარ მოლოდინსა და წარმოდგენას გადააჭარბა, იმდენად ლამაზი გამოვიდა. როგორც ყველა პატარძალი თვლის, მეც მივიჩნევ რომ ულამაზესი კაბა მეცვა, ზუსტად ის იყო, რაც მე მინდოდა და ამისთვის დიდ მადლობას ვუხდი ქეთი გეგეჭკორს. მეორე კაბაზე ნანა მელქაძის მოდის სახლმა იზრუნა. ნანასთან პირველად საბანკეტო კაბის შესაკერად მივედი წლების წინ და მისი ნამუშევარი იმდენად მომეწონა, რომ გამოსასვლელ კაბას ნანას გარდა ვერავის ვანდობ. მას უამრავი კაბა აქვს ჩემთვის და ჩემი ოჯახის წევრებისთვის შეკერილი, ზუსტად ისეთი როგორიც ჩვენ გვინდოდა. ის იმდენად თბილი და კეთილი ადამიანია, პირველივე შეხვედრაზე თავს ოჯახის წევრად გაგრძნობინებს. ნანა თავის საქმის პროფესიონალია და სწორედ ამიტომ მეორე კაბაც ის იყო, რაც მე მინდოდა. არასდროს მომცემია საშუალება მისთვის ასე საჯაროდ გადამეხადა მადლობა, ნანა ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის უძვირფასესი ადამიანია და მადლობა მას ჩემი ყველა ახირების მოთმენისთვის.
19030253_1091827630918149_6738680395391249283_n
თმა და მაკიაჟი
ჩემს გარეგნობაზე იზრუნა სალონმა “Le Soleil”, კერძოდ კი ეკატერინე ჩანჩიბაძემ (ჩანჩიკამ), რომელმაც შექმნა დახვეწილი ვარცხნილობა და ნაზი მაკიაჟი, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდი მას. ეკა ნამდვილად თავისი საქმის პროფესიონალია, მთელ ძალისხმევას დებს თავის შრომაში და ძალ-ღონე არ დაუშურებია იმისათვის, რომ ჩემთვის უმნიშვნელოვანეს დღეს ყველაზე ლამაზი ვყოფილიყავი. კიდევ ერთხელ მომეცა საშუალება მისთვის გადამეხადა მადლობა და ხაზი გამესვა მის პროფესიონალიზმზე.
19059971_1091812650919647_7457762089283234748_n

ტორტი
ტორტზე იზრუნა ”ასორტის” გუნდმა და ძალიან დიდ მადლობას ვუხდი მათ ამ სილამაზისთვისა და გემრიელობისთვის. ტორტის სიმაღლე იყო 1მ. და 30სმ. დიზაინი შემოგვთავაზეს თვითონ, არ მინდოდა ბანალური და ერთფეროვანი ტორტი ყოფილიყო და მგონი უცხო და ლამაზი გამოვიდა. შიგთავსი მარწყვით იყო გაფორმებული და დაუვიწყარი გემო ჰქონდა.

PicMonkey Collage
თაიგული
თაიგულს რაც შეეხება, მინდოდა ლამაზი და დიდი ყოფილიყო და დიდ მადლობას ვუხდი Malibu-ს ულამაზესი თაიგულისთვის და მეჯვარეების გვირგვინისთვის. მათთან ურთიერთობა სასიამოვნო და ძალიან მარტივი იყო. დრო არ დამიკარგავს თაიგულის გამოსატანად, მათ მომსახურებაში კურიერიც შედის.

19029297_1091829050918007_3205762940306510033_n
ლოკაცია
ჩემთვის და გიორგისთვის ჯვრისწერას უმნიშვნელოვანესი ადგილი უკავია. ქორწილამდე 1 კვირით ადრე დაწინდვის ცერემონია გვქონდა ურბნისის ტაძარში ჩვენს მამა ლუარსაბთან. მამა ლუარსაბი ჩვენი ოჯახის მოძღვარია ამიტომ გვინდოდა მას დაეწერა ჩვენთვის ჯვარი. ჯვრისწერა სიონის ეკლესიაში გადავწყვიტეთ და მამა ლუარსაბს ვთხოვეთ ჩამობრძანებულიყო და იქ დაეწერა ჩვენთვის ჯვარი, რაზეც მამაომ უარი ვერ გვითხრა და სიხარულით დაგვთანხმდა. არაჩვეულებრივი ამინდი დაგვემთხვა 14 მაისს, ამიტომ ყველაფერმა ულამაზესად ჩაიარა. ხელის მოწერის ცერემონია რესტორანში გავმართეთ სტუმრების თანდასწრებით. ულამაზესი რესტორნის და უგემრიელესი კერძების დამსახურებით ყველაფერმა იდეალურად ჩაიარა.

ფოტოგრაფი და ფოტოსესია
ფოტო და ვიდეო ქორწილის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დეტალია, ფოტოებისა და ვიდეოს გარდა აღარაფერი გვრჩება გასახსენებლად. ამიტომ ეს საქმე პროფესიონალებისთვის უნდა მიგვენდო. დიდი ხნის მანძილზე ვარჩევდით და ბოლოს უსაყვარლეს და უნიჭიერეს ბიჭებზე შევაჩერეთ არჩევანი: ფოტო-სოსო გამგებელი, ვიდეო-ალექს სუჯაშვილი. ორივე მათგანმა “შატო მუხრანი” გვირჩიეს გადასაღებად, რადგან სივრცე დიდია და ეს ადგილი ბევრ ლოკაციას გვთავაზობს. სოსომ და ალექსმა დაუღალავად იმუშავეს, თავის საქმე იდეალურად შეასრულეს და 1 წუთიც არ გაჩერებულან, სულ იღებდნენ და თავიანთ იდეებს გვიზიარებდნენ. ნამდვილად საუკეთესოები არიან. ქორწილამდე გასაუბრება გავიარეთ და იმდენად გახსნილები არიან, რომ დიდი თავს შებოჭილად არ გაგრძნობინებენ და გაფიქრებინებენ, რომ დიდი ხნის მეგობრები არიან. უღრმესი მადლობა მათ დაუღალავი და დაუზარელი შრომისათვის.

ქორწილი
ქორწილმა იდეალურად ჩაიარა. უგემრიელესი კერძების, ულამაზესი ინტერიერისა და გემოვნებიანი მუსიკის დამსახურებით ყველა სტუმარი კმაყოფილი და შთაბეჭდილებებით დატვირთული იყო, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდით რესტორან ბაბილო Music Hall-ის მთელ გუნდს. არაჩვეულებრივ მომსახურე პერსონალსა და ქალბატონ ლალის. გვყავდა ქართული ესტრადის წამყვანი მომღერლები და DJ. ჩემმა მეგობრებმა სიურპრიზიც მოგვიწყვეს და სიმღერა შეგვისრულეს, მე და გიორგიმ ვიცეკვეთ “დაისი” და “ვალსი”. ქორწილმა დაგეგმილზე დიდ ხანს გასტანა, ყველა იმდენად კმაყოფილი იყო, რომ საღამოს დასრულება არავის სურდა, თუმცა ჩვენ იმ საღამოს ფრენა გვქონდა და ქორწილში სტუმრების დატოვება და მათზე ადრე წამოსვლა მოგვიწია.
საქორწინო მოგზაურობა
თაფლობის თვე მდიდრულ დუბაიში გავატარეთ. ულამაზესი ადგილია თავისი ღირსშესანიშნაობებით და ვფიქრობ, რომ ყველა ადამიანმდა უნდა ინახულოს. მოვიარეთ მსოფლიოს უდიდესი მოლები, ვნახეთ ყველაზე მაღალი ცათამბრჯენი “Burj Khalifa”. 9 დღით ვიყავით და წამოსვლა ძალიან გაგვიჭირდა. მშვიდი გარემო და სითბო ძალიან გვესიამოვნა ცივი ზამთარისა და წვიმიანი გაზაფხულის შემდეგ. აღფრთოვანებულები და შთაბეჭდილებებით დატვირთულები ჩამოვედით. მომავალშიც აუცილებლად ვესტუმრებით დუბაის, უფრო მომზადებულები და გართობისკენ მეტად მომართულები.
19244042_1095412380559674_2080122201_n 19206358_1095412400559672_425113425_n 19206281_1095412383893007_1092859936_n

რჩევა მომავალ პატარძლებს
მომავალ პატარძლებს ვურჩევ, რომ საქორწილო სამზადისი მინიმუმ 3-4 თვით ადრე დაიწყონ, რადგან დრო არასდროსაა საკმარისი ამ არაჩვეულებრივი დღისთვის. ნაკლები ინერვიულონ და მთლიანად თავიანთ თავზე არ აიღონ სამზადისი, რადგან ეს ძალიან დაღლის და გაანერვიულებს. ქორწილის წინა დღეს აუცილებლად გამოიძინეთ და არაფერი დაგეგმოთ, ვინაიდან მეორე დგეს ემოციურად დატვირთულია და ენერგია გჭირდებათ. ასევე ვურჩევდი, რომ დარწმუნებულები იყვნენ იმ კოლექტივში ვინც აირჩიეს, რადგან შემდეგ რამის შეცვლა გაუჭირდებათ. შეიძლება რამე გაუთვალისწინებელიც კი მოხდეს, მაგრამ არ ინერვიულოთ, თქვენი სიხარული და ბედნიერი დღე ამ ნეგატივს აუცილებლად გადაფარავს. არ აყვეთ ემოციებს და რაც შეიძლება მეტი ღიმილი შეინარჩუნეთ სახეზე.

19029437_1091815630919349_450142693555235875_n 19113717_1091813214252924_2393813940295506843_n 19145984_1091822164252029_4206989034598381764_n 19113889_1091819810918931_1658612924339457614_n 19105776_1091824740918438_1650840219913505370_n 19145842_1091827210918191_6677626805760571238_n 19113795_1091817464252499_2865423184018127268_n 19113882_1091823804251865_6436799094114542185_n 19105578_1091829187584660_9138483044936177381_n 19059553_1091825844251661_554743100772943948_n 19059129_1091826020918310_7205810719070312680_n 19059137_1091820794252166_8953582788103068939_n 19030620_1091813360919576_8593372787901681158_n 19059066_1091826987584880_8951348874754109817_n 19059899_1091817767585802_7832300585743124252_n 19060160_1091816077585971_2118370540848577116_n 18765884_1091829530917959_4500287149515947185_n PicMonkey Collage 19105622_1091831124251133_1970137519251581858_n 19149227_1093733770727535_2910546466181167444_n

კომენტარები