TOP

“მაშინ როდესაც ყველაზე ნაკლებად მოველოდი სიყვარულს”

ALX-004 (16)

ქორწილამდე

AAAAAAAAAAAAAA (1)ჩვენი სიყვარულის ისტორია სკოლის პერიოდიდან იწყება, მაშინ,  როდესაც ყველაზე ნაკლებად მოველოდი სიყვარულს .  ეს ის პერიოდია, როდესაც რეპეტიტორთან დავდივარ, გამოცდებისთვის ვემზადები და  ყველაზე ნაკლებად მცალია სიყვარულისთვის. ვცდილობდი მთლიანად გადართული ვყოფილიყავი ჩემს საქმიანობაში. ვწერდი თემას:  “ასე უყვარდათ საქართველოში”, რომელიც უნდა წარმედგინაა სკოლის სახელით, რაც საპასუხისმგებლო საქმე იყო, ამიტომ ხშირად მიწევდა მასწავლებლებთან  და ბიბლიოთეკებში სიარული. სწორედ  ამ პერიოდშიი შემამჩნია ლაშამ პირველად, როდესაც მის უბანში მასწავლებელთან დავდიოდი…ეს პერიოდულად ხდებოდა, თითქმის ერთსა და იმავე დროს , ამიტომ იცოდა ჩემი განრიგი და ყოველთვის მხვდებოდა გზად, მაგრამ მე პირადად არასოდეს შემიმჩნევია, მანამ სანამ ჩემზე ყველაფერი დაწვრილებით არ გაიგო და ჩემთან დაკავშირება არ სცდა… თავიდან ყველაფერს არასერიოზულად ვუყურებდი. ვფიქრობდი, რომ ეს ყველაფერი დროს დამაკარგვინებდა და ამიტომ ვეცადე, როგორც ჩვეულებრივი თაყვანისცემელი, მშვიდად  ჩამომეშორებინა, მაგრამ ლაშა ერთი წელზე მეტი განაგრძობდა ჩემი გულის მოგებას… მალე ყველაფერი შეიცვალა. ის ბათუმში წავიდა სასწავლებლად, მე – თბილისში, ამიტომ ერთმანეთს ვეღარ ვნახულობდით და კონტაქტიც შევწყვიტეთ. რა თქმა უნდა, ერთმანეთს ვკითხულობდით, მაგრამ არა ისე, როგორც ეს ადრე იყო.  . ზუსტად ორი წლის წინ შემთხვევით ისევ ქუჩაში შემხვდა (სამი წელი იყო მას შემდეგ  გასული, რაც ერთმანეთი არ გვინახავს და არ შევხმიანებივართ ) ერთმანეთი მოვიკითხეთ, ვისაუბრეთ და ასე გადაიზარდა ჩვენი მოულოდნელი  შეხვედრა და საუბარი  დროდადრო სიყვარულში.

 ხელის თხოვნა

სიმართლე გითხრათ  არასოდეს გვიყვარდა საჯაროდ, ყველას წინაშე, სიყვარული დამტკიცება, ამას ჩვენთვის ისედაც ვახერხებდით… სასწავლებლად ვაპირებდი წასვლას 5 თვით პოლონეთში და რა თქმა უნდა, ერთის მხვრივ ეს ძალიან გაუხარდა, მაგრამ იმაზაც ფიქრობდა რომ 5 თვე მოგვიწევდა ერთმანეთის გარეშე ყოფნა… სასწავლო პროცესს რომ მოვრჩი და დასასვენებლად ჩემს საყვარელ ქალაქ ფოთში ჩავდიოდი მატარებლით, სწორედ მაშინ მთხოვა ხელი ლაშამ. ეს ჩემთვის ძალიან მოულოდნელი იყო და არასოდეს ვიფიქრებდი რომ ეს ასე მალე მოხდებოდა, რადგან ჩვენ ყველაფერს წინასწარ ვგეგავდით…

 ქორწილის სამზადისი

ყოველთვის  ვიცოდი როგორი უნდა ყოფილოყო ჩემი ქორწილი. წარმოსახვიდან რეალობაში გადმოსატანად დამეხმარნენ ჩემი მშობლებიი და ძალიან ახლო ადამიანები, რომლებმაც უდიდესი შრომა ჩადეს, რომ ყველაფერიი იდეალურად ყოფილიყო…. დარბაზი, დიზაინი, ფერები , ტორტიი,  განათება, ბენდი და სხვა დანარჩენი, ყველაფერიი საოცრად ლამაზი იყო. მართალია, რაც უფრო ვუახლოვდებოდით ქორწილის თარიღს, მით უფრო მეტად ვნერვიულობდით , მაგრამ სააბოოლოოდ ყველაფერი ისე იყო როგორც ჩვენ გვიდდოდა. ყველაზე მეტად კი იმ ადამიანების დანახვა მსიამოვნებდა, რომლებსაც  თითქმის მთელი ცხოვრება ვიცნობდი და ჩემთან ერთად იზიარებდნენ ასეთ ბედნიერ და მნიშვნელოვან  დღეს.

კაბა

როგორც  გოგოების უმეტესობას, მეც  ყოველთვის ვიცოდი როგორი უნდა ყოფილიყო ჩემი საოცნებო კაბა. აუცილებლად ტანზე  მოყვანილი, სილუეტური, თვლებით გაწყობილი , უზურგო და  დიდი შლეიფიანი. მხოლოდ ერთი რამ მქონდა გასაკეთებელი, უნდა მომეძებმა მსგავსი ტიპის კაბა, რაც თითქოს ძნელი ასარჩევი არ იყო, მაგრამ  მეც და ჩემს მეგობრებს ძალიან დიდი ძალისხმევა და ნერვები დაგვჭირდა იმისთვის, რომ ისეთი კაბა გვენახა, რომელზე ვიტყოდი –  ეს ჩემია!  სწორედ ჩემი ყველა  საოცნებო დეტალებით შექმნილი კაბისთვის მადლობა კაპრიზის საქორწილო სახლს,  მათი დამსახურებით საოცრებაა შეიქმნა.  კაბას დავუმატეე სპეციალურად შლეიფი, რომ უფროო  მეტი ხიბლი ჰქონოდა ფოტოებში. შეიძლება ცოტა მძიმე იყო თვლებით დატვირთული, მაგრამ საბოლოო ჯამში ძალიან დიდი მოწონება დაიმსახურა ხალხის მხრიდან .

ALX-004 (2)

თმა და მაკიაჟი

ჩემს მაკიაჟზე ოქროსხელება ქეთი ადამიამ იზრუნა, რომელიც თავისი საქმის პროფესიონალია და საჯაროდ მინდა დიდი მადლობა გადავუხადა. ასევე მისივე დამზადებული აქსესუარით დამიმშვენა საქორწიო ვარცხნილობა ნეილ სტუდიომ.

ALX-004 (17)

ლოკაცია

ჯვრისწერა გაიმართა  საკათედრო ტაძარში, რაც შეეეხება ხელის მოწერას –  ღია ცის ქვეშ გვინდოდა, მაგრამ უამინდობამ ხელი შეგვიშალა

ფოტოგრაფი და ფოტოსესია

ყოველთვის ვიცოდი ვის უნდა აღებეჭდა  ჩემი ცხვორების მნიშვნელოვანი მომენტები სურათებით, ეს ალექს კვაშილავა იყო.  შემიძლია თამამად ვთქვა, რომ  მისი საქმის პროფესიონალია და მისმა ფოტოებმა უდიდესი მოწონება დაიმსახურა. არც კი ველოდი რომ ასეთ ფოტოებს შექმნიდა.  ამისთვის კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო.

ფოტოსესია  საოცრად ლამაზ სასტუმროში გვქონდა – კასტელო მარე და მის მიმდებარე ტერიტორია.  საოცარი ხედი იშლება და სურათებიც საოცრად არნახული გამოვიდა. ასევე ფოთის მიმდებარე ტერიტორიაზე. ძალიან ბევრი ადგილიი არ გვიძებნია, რადგან ეს ორი ლოკაცია სავსებით საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ ფოტოსურათებით კმაყოფილები ვყოფილიყავით.

ქორწილი

ქორწილი  თანამედროვე სტილში იყო. სტუმრების უმეტესობაც ახალგაზრები იყვნენ და ამიტომ შემიძლია ვთქვა, რომ  გართობაც უფრო მეტი იყო. არც გაწელილი  სადღეგრძელოები  იტევდნენ დიდი დროს. ყველა ძალიან კმაყოფილი იყო ქორწილით, მუსიკით და სხვა დანარჩენით.  ჩემს გიჟ გოგოებთან ერთად  ფლეშ მობიც კი დავდგით, რამაც უფრო გაამრავალფეროვნა ქორწილი და უფრო სახალისო გადახა. ამდენი მომღიმარი, კეთილი და ბედნიერი სახეები ერთად არასოდეს მინახავს. ეს ყველაზე დასამახსოვრებელი დღე იყო ჩემს ცხოვრებაში.

რჩევა მომავალ პატარძლებს

ეცადეთ არ ინერვიულოთ, რადგან ეს უფრო დაგაბნევთ და დროსაც წაგართმევთ. იმ მომენტებით დატკბით, რაც ქორწილის დღის მანძილზე უნდა განიცადოთ… შეარჩიეთ სწორად  თმა და მაკიაჟი, კაბა, ფოტოგრაფი და  რაც შეიძლება მეტი გაიღიმეთ. ყველაზე ლამაზები სწორედ მაშინ იქნებით, როდესაც ბედნიერებისგან გაიღიმებთ. ეს თქვენი დღეა და თქვენ ხართ ამ დღის დედოფალი, ამიტომ დატკბით საყვარელ ადამიანთან ერთად ბედნიერი წუთებით.

ALX-003 (3)ALX001 ALX-001 (26) ALX-001 (25) ALX-001 (23) ALX-001 (5) ALX-001 (7) ALX-001 (1) ALX-001 (2) ALX_002 (6) ALX-007 (29) ALX-007 (20) ALX-007 (10) ALX-005 (38) ALX-005 (13) ALX-005 (4) ALX-004 (32) ALX-004 (35) ALX-004 (22) ALX-004 (19) ALX-004 (16) ALX-004 (12) ALX-004 (3)1 ALX-004 (2) ALX-003 (5) ALX004 (1)

კომენტარები